Wednesday, May 15, 2019

2019 წლის 21 იანვარს ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრები (ლანა თოლორდავა, მარიამ ნაჭყებია, თაკო გახარია, მეგი ნაჭყებია, ბექა დახარია, ლაშა თოლორდავა, ლუკა შენგელია, ილონა შენგელია, ზვიად ცირდავა, მაია მებონია) ეწვივნენ სოფელში მცხოვრებ ხელოსან თემურ ბენდელიანს, რომელიც ხისგან ამზადებს სხვადასხვა ნაკეთობებს. ხეზე მუშაობა ბატონ თემურს ოცდახუთი წლის წინ დაუწყია. ის ცნობილი იყო როგორც აკვნების ოსტატი, შემდეგში წარმოება უფრო გააფართოვა და სხვადასხვა ავეჯების შექმნა დაიწყო. მან ბავშვებს დაათვალიერებინა თავისი სახელოსნო,რომელიც 2018 წლის ბოლოს ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი დაზგა-დანადგარებით განაახლა. ბავშვების ყურადღება მიიპყრო ხის საბავშვო სათამაშოებმა და სუვენირებმა. ოსტატმა მათ განუმარტა, რომ აღნიშნულ ნივთებს ის აკეთებს ხის მასალის ნაკლები დანახარჯებით, ძირითადად გამოუსადეგარი ფიცრის ნარჩენებისგან. მთავარია, ისინი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა. ხელოსანმა ბავშვებს დეტალურად გააცნო თითოეული დაზგის მნიშვნელობა, აჩვენა, თუ რა ფუნქციას ასრულებს ისინი. დაეხმარა მათ, რომ ეცადათ თვითონ გაემზადებინათ რამდენიმე მარტივი ფიგურა. ყოველივე ამან დიდი ინტერესი გამოიწვია. ოსტატთან სტუმრობა მომავალი პროფესიის არჩევის მიზნით კლუბის წევრებისთვის სასარგებლო იყო. მთავარია, მოგწონდეს და გიყვარდეს შენი პროფესია თუ ხელობა, როგორც ეს ბატონ თემურის შემთხვევაშია.

No comments:

Post a Comment