Blog Archive
-
▼
2019
(25)
-
▼
May
(6)
- 2018 წლის 21 დეკემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლ...
- 2019 წლის 24 იანვარს გუნდ ,,ეგრისის“ წევრებმა ( ლა...
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო...
- 2018 წლის 18 ნოემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუ...
- 2018 წლის 14 დეკემბერს მუხურის თემის საჯარო სკოლის...
- 2019 წლის 21 იანვარს ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრები (ლ...
-
▼
May
(6)
Wednesday, May 15, 2019
2018 წლის 14 დეკემბერს მუხურის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეგრისი“ -ს წევრები (ლანა თოლორდავა, მეგი ნაჭყებია, თაკო გახარია, ილონა შენგელია, ზვიადი ცირდავა, ლუკა შენგელია, მარი ნაჭყებია, ბექა გახარია, ვახტანგ ბაძაღუა, მაია მებონია) ეწვივნენ ზუგდიდის „ეკო ჰაბ-ს. მასპინძელმა ქალბატონმა მაია კოდუამ, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსის სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორმა, მათ გააცნო „ეკო ჰაბის“ ანუ მწვანე სივრცის დანიშნულება. ესაუბრა გარემოს დაცვის სხვადასხვა თემებზე
კლუბის წევრები განსაკუთრებით დაინტერესებული იყვნენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებით. კოორდინატორმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებული ვებგვერდის მოხმარების საკითხს, კვლევის ანგარიშის მომზადებას და მის სწორ ატვირთვას, ამასთან მისცა მიმართულება, გაეკეთებინათ პრეზენტაცია, თუ რა უნდა იცოდნენ შეშის მოპოვება დამზადება და გამოყენებასთან დაკავშირებით. ყურადღება გაამახვილებინა მოსწავლეებს ბიომასის ბრიკეტის ანუ შეშის საუკეთესო ალტერნატივის შესახებ. საინტერესო იყო კომპოსტის შესახებ ინფორმაცია.
კლუბის წევრებს აინტერესებდათ კამპანია “არ მოჭრა მორთე“-ს ფარგლებში, თუ რა ღონისძიების დაგეგმვა შეიძლებოდა კონკურსის ფარგლებში.
ყურადღება გამახვილდა კლუბის მედიასთან ურთიერთობის საკითხზე, თუ როგორ შეეძლოთ თავიანთი გაწეული მუშაობისთვის გაეწიათ პოპულარიზაცია.
ქალბატონმა მაია კოდუამ კლუბის წევრებს საჩუქრად გადასცა კონკურსთან დაკავშირებული აქტივობებისთვის გამოსაყენებელი გზამკვლევი, აქტივობებისათვის გამოსაყენებელი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და პლაკატები.
შეხვედრა თბილ და შინაარსიან გარემოში მიმდინარეობდა. კლუბის წევრები კმაყოფილნი დარჩნენ. მათ მიეცათ სტიმული შემდეგი აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment