Wednesday, May 15, 2019

2018 წლის 21 დეკემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრების (მეგი ნაჭყებია , მარიამ ნაჭყებია , ლანა თოლორდავა, ილონა შენგელია , ბექა გახარია, ვახტანგ ბაძაღუა, ზვიად ცირდავა, ლუკა შენგელია, თაკო გახარია, მაია მებონია) ინიციატივით სკოლის მეორე კორპუსის შიდა ეზოს დასუფთავება მოეწყო. ე.წ. ,,შაბათობის“ მიზანი იყო ეკალ- ბარდების და სხვა სარეველების მოშორება, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა. სამუშაო პროცესში ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, აგრეთვე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი კობა თოლორდავა და ჩხოროწყუს მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა თოლორდავა. სკოლის ეზოს დასუფთავება ერთ ჩვეულებრივ მოვლენად შეიძლებოდა ჩათავლილიყო, მაგრამ მუშაობის პროცესში ჩართულთა ერთსულოვნებამ, მიზანდასახულობამ ის გამორჩეულ დღედ აქცია. ამასთან გამოვლინდა ის საჭიროებები, რომლებიც სკოლის ეზოს კეთილმოწყობას სჭირდება, როგორიც არის სკოლის ეზოს შემოღობვა , მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია და ჭიშკრის გამოცვლა. სკოლას დახმარებას შეჰპირდა დაპუტატი და მერიის წარმომადგენელი, ხოლო ფიზიკური სამუშაოების შესრულებისას დახმარებას გაუწევენ მოსწავლეთა მშობლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

No comments:

Post a Comment