Wednesday, May 15, 2019

2018 წლის 18 ნოემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრებმა (ლანა თოლორდავა, მარიამ ნაჭყებია, ილონა შენგელია, თაკო გახარია, მეგი ნაჭყებია, ბექა გახარია, ზვიადი ცირდავა, ვახო ბაძაღუა, მაია მებონია) ჩაატარეს ტრენინგი სკოლის მთავარ კორპუსში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის. პრეზენტატორებმა მარიამ ნაჭყებიამ და ზვიად ცირდავამ დამსწრეებს მიაწოდეს შეშის მოპოვება, დამზადება და გამოყენების წესები და შეშის საუკეთესო ალტერნატივის ბიომასის ბრიკეტის შესახებ ინფორმაცია პრეზენტატორებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას ცნობილი გახდა თუ როგორ იყენებდნენ ზამთრისთვის შეშას, რა წესებს იცავდნენ, ჰქონდათ თუ არა რამე ალტერნატიული საშუალება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა შეშას ძირითადად არასწორად იყენებს, რაც მათ ოჯახში ვერ ქმნის კომფორტულ გარემოს. გამოიკვეთა რომ მოსახლეობას ზამთრის განმავლობაში სჭირდებოდა 600- 700 ლარის შეშა. მსმენელებს გააცნეს შეშის დამზადების წესები, მოსამზადებელი ეტაპი, ხე-ტყის მოჭრისთვის საჭირო იარაღების ნუსხა, ხის ჭრის დრო, პროცესი. გასხიპვისა და მორების დამზადების წესები თუ როგორ უნდა დაეპოთ და შეენახათ შეშა. ხაზი გაუსვეს მშრალი

No comments:

Post a Comment