Wednesday, May 15, 2019

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ წელსაც გააგრძელა აქცია ,,ნუ მოჭრი-მორთე,“ რაც ბუნებრივია, ნაძვის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრები (მეგი ნაჭყებია, ლანა თოლორდავა, მარი ნაჭყებია, თაკო გახარია, ილონა შენგელია, ვახტანგ ბაძაღუა, ბექა გახარია, ზვიადი ცირდავა, ლუკა შენგელია, მაია მებონია.) გამოეხმაურნენ ამ აქციას და 2018 წლის 28 დეკემბერს სკოლის მეორე კორპუსის ეზოში მოაწყვეს აქცია-კონცერტი. უამინდობის მიუხედავად (ძლიერი წვიმა), ბავშვებმა მშობლებმა და მასწავლებლებმა მაინც მოახერხეს ეზოში ნაძვის ხის მორთვა. საინტერესო და სახალისო გამოდგა ერთობლივად განხორციელებული აღნიშნული აქტივობა. ცნობილია, რომ ყოველგვარ სიახლეს თან ახლავს ცნობისმოყვარეობა, ამიტომაც აქციის დაწყებამდე კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს განუმარტეს აქციის მნიშვნელობა, თხოვნით მიმართეს, რომ მიებაძათ მათთვის და არ მოეჭრათ ნაძვის ხე პირიქით, შესაძლებლობის ფარგლებში მოერთოთ და გაელამაზებინათ საახალწლოდ.

No comments:

Post a Comment