Monday, March 11, 2019
შეხვედრა თემის წარმომადგენლებთან
2018 წლის 16 დეკემბერს მუხურის საჯარო სკოლის კლუბ „ეგრისი“-ს წევრები (თაკო გახარია, მეგი ნაჭყებია, მარი ნაჭყებია, ლანა თოლორდავა, ბექა გახარია, ვახო ბაძაღუა, ზვიადი ცირდავა, ილონა შენგელია, ლუკა შენგელია, მაია მებონია) შეხვდნენ სოფლის თემის წარმომადგენლებს. შეხვედრა მოეწყო ოჯახურ გარემოში ალაფურშეტის თანხლებით. შეხვედრას ორგანიზაცია გაუკეთეს კლუბის წევრებმა. აგრეთვე ესწრებოდა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ურთიერთობის განყოფილების პირველი კატეგორიის სპეციალისტი თამაზ მოსიძე.
შეხვედრის თემა იყო ა)შეშის მოპოვება დამზადება და გამოყენება. ბ)ბიომასის ბრიკეტი
შეხვედრა უფრო უშუალო რომ ყოფილიყო, პირველ რიგში კლუბის წევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ იყენებდნენ ზამთრისთვის შეშას, რა წესებს იცავდნენ, ჰქონდათ თუ არა რამე ალტერნატიური საშუალება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა შეშას ძირითადად არასწორად იყენებს, რაც მათ ოჯახში ვერ ქმნის კომფორტულ გარემოს. გამოიკვეთა რომ მოსახლეობას ზამთრის განმავლობაში სჭირდებოდა 600- 700 ლარის შეშა.
პრეზენტატორებმა (მარიამ ნაჭყებიამ და ლანა თოლორდავამ) შეკრებილ მოსახლეობას გააცნეს შეშის დამზადების წესები, მოსამზადებელი ეტაპი, ხე-ტყის მოჭრისთის საჭირო იარაღების ნუსხა, ხის ჭრის დრო, პროცესი. გასხიპვისა და მორების დამზადების წესები თუ როგორ უნდა დაეპოთ და შეენახათ შეშა. ხაზი გაუსვეს მშრალი შეშის უპირატესობას, ვიზუალურად ინტერნეტის საშუალებით აჩვენეს მშრალ და ნედლ შეშას შორის წვის პროცესში განსხვავება. ასევე გააცნეს ხე-ტყის მოპოვების წესები სამართლის დარღვევის შემთხვევაში სანქციები და ჯარიმები. ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლი „მეტი სითბო- ნაკლები შეშა“
საინტერესო აღმოჩნდა - შეშის საუკეთესო ალტერნატივის ბიომასის ბრიკეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრის მონაწილეებისთვის ეს უცნობი იყო. ყურადღება გაამახვილებინეს ბრიკეტის უპირატესობებზე შეშასთან შედარებით. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კლუბის წევრებმა შეკრებილებს კომპიუტერის დახმარებით აჩვენეს ბრიკეტის დამამზადებელი აპარატი და დამზადების პროცესი. გააცნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გახსნილი მსგავსი საწარმოს მუშაობის პროცესი. ყოველივე ამით კლუბის წევრებმა მოსახლეობა დააინტერესეს რომ მსგავსი საწარმოს გახსნა ნებისმიერ სოფელში თუ ქალაქში შესაძლებელია, რაც დაზოგავს ტყის საფარს.
ერთ-ერთი მონაწილის კითხვაზე, რომ უახლოეს დროში შესაძლებელია ბუნებრივი აირით გათბობის საშუალებების ჩანაცვლება პრეზენტატორებმა გარკვევით აუხსნეს, რომ ბიომასის ბრიკეტი არის ეკოლოგიურად სუფთა ბევრად უფრო იაფი და უსაფრთხო საშუალება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment