Monday, March 11, 2019

კოლხური ბზა

. კოლხური ბზის ამბავი ძალზე პოპულარული თემაა და საზოგადოება მეტ-ნაკლებ ყურადღებას იჩენს მის მიმართ, მოკლედ ამ თემას იყენებენ სხვადასხვა მიზნებისთვის(, ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრებმაც (მეგი ნაჭყებია, მარიამ ნაჭყებია, ლუკა შენგელია, ილონა შენგელია, ზვიად ცირდავა, თაკო გახარია, ბექა გახარია, ვახო ბაძაღუა, მაია მებონია, ლანა თოლორდავა )ვერ აუარეს გვერდი ამ ფაქტს, მითუმეტეს აღნიშნული მცენარის ლოკაციის ადგილას რამდენიმე კილომეტრი აშორებთ.პირველ რიგში, მოიძიეს ინფორმაცია ბზის შესახებ. მარადმწვანე, ჟანგბადის უზარმაზარი წყარო,ტყეების მშვენება, ფერდობების ჩამორეცხვებისგან დამცავი, უნიკალური სამშენებლო რესურსი დღეს გადაშენების პირასაა.ბზის გადარჩენას ცდილობს ბევრი ორგანიზაცია სამთავრობო თუ არასამთავრობო, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. კლუბის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი თვალით ენახათ, თუ რა განსაცდელის წინაშეა ბუნების ეს უნიკალური ქმნილება.ნანახმა მოლოდინს გადააჭრბა,გულსაკლავად გამოიყურებოდნენ კოლხური ბზის კორომები, სიცოცხლეწართმეულები, ხავსით შემოსილები. რეინჯერ როლანდ ცირამუას თქმით ბზის მტერი მწერი ალურა ყოფილა, კიდევ სოკოვანი დაავადება-ბზის სიდამწვრე, კიდევ ადამიანების მიერ მისი განუკითხავი მოჭრა საშენ მასალად , რასაც ემატება ბზობის დღესასწაულისთვის მისი გამოყენება. რამდენჯერმე შეწამვლის მიუხედავად ბზის ავადმყოფობა პროგრესირებს, ის თითქმის არ ცოცხლობს.კლუბის წევრები დაინტერესდნენ, თუ როდის შეიწამლა ბზა ლუგელას ხეობაში, ბატონ რეინჯერს ასეთი ფაქტი არ ახსოვს მისი მუშაობის პერიოდში. ბავშვებისთვის გაუგებარი იყო ის ფაქტი, თუ რატომ არ შეძლება აიკაფოს გამხმარი ბზა და დაირგოს ახალი ნერგები.მითუმეტეს ნერგების შოვნა არაა რთული,არსებობს კერძო სანერგეები, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციები. რეინჯერის თქმით, თვითნებურად მისი მოჭრა(თუნდაც გამხმარის), აკრძალულია.გამონაკლის შემთხვევაში უნდა გქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული დოკუმენტი ნებართვის შესახებ. კლუბის წევრებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ დროულად და თანმიმდევრობით რომ შეეწამლათ ბზა, ის გადარჩებოდა. ხეობიდან დაბრუნებულები შეხვდნენ სოფელ მუხურის რწმუნებულს, მერის წარმომადგენელს სოფლის ადგილობრივ ერთეულში ბატონ იგორ თოლორდავას.კითხვაზე --თუ როდის შეიწამლა ბზა და თუ ვინმე ზრუნავს მის გადასარჩენად, გარკვეული პასუხი ვერ მიიღეს. გაირკვა, რომ ასეთ საკითხებზე სატყეოს სააგენტო მუშაობს. იმის ,,შიშით“, რომ იქაც მსგავს პასუხს მიიღებდნენ, ამ ჯერზე დროებით ,,შესვენება“ გადაწყვიტეს. ბზის გადარჩენა რომ შესაძლებელია ქიმიური საშუალებით, ამას მოწმობს ჩხოროწყუს ცენტრში მოვლილი ბზის ბუჩქები. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ბზის გადარჩენა ლუგელას ხეობაში თითქმის შეუძლებელია. იქიდან მონაბერ ჰაერს არასდროს არ შეაზავებს ბზის განუმეორებელი სურნელება. ისღა დარჩენიათ, შეუერთდნენ UNDP(CEF) მცირე გრანტების პროგრამის მხარდამჭერ ჩხოროწყუელ მოსწავლეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ბზის კონსერვაციაში.საკუთარ ეზოებში,სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე დარგონ და მოუარონ, თუმცა ეს არ შეცვლის მის ბუნებრივ ადგილსამყოფელს, სადც მეტი სარგებლობა მოჰქონდა ადამიანებისათვის.

No comments:

Post a Comment