Blog Archive
-
▼
2019
(25)
-
▼
May
(6)
- 2018 წლის 21 დეკემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლ...
- 2019 წლის 24 იანვარს გუნდ ,,ეგრისის“ წევრებმა ( ლა...
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო...
- 2018 წლის 18 ნოემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუ...
- 2018 წლის 14 დეკემბერს მუხურის თემის საჯარო სკოლის...
- 2019 წლის 21 იანვარს ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრები (ლ...
-
▼
May
(6)
Wednesday, May 15, 2019
2018 წლის 21 დეკემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრების (მეგი ნაჭყებია , მარიამ ნაჭყებია , ლანა თოლორდავა, ილონა შენგელია , ბექა გახარია, ვახტანგ ბაძაღუა, ზვიად ცირდავა, ლუკა შენგელია, თაკო გახარია, მაია მებონია) ინიციატივით სკოლის მეორე კორპუსის შიდა ეზოს დასუფთავება მოეწყო. ე.წ. ,,შაბათობის“ მიზანი იყო ეკალ- ბარდების და სხვა სარეველების მოშორება, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა. სამუშაო პროცესში ჩაერთვნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, აგრეთვე სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი კობა თოლორდავა და ჩხოროწყუს მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოგა თოლორდავა.
სკოლის ეზოს დასუფთავება ერთ ჩვეულებრივ მოვლენად შეიძლებოდა ჩათავლილიყო, მაგრამ მუშაობის პროცესში ჩართულთა ერთსულოვნებამ, მიზანდასახულობამ ის გამორჩეულ დღედ აქცია. ამასთან გამოვლინდა ის საჭიროებები, რომლებიც სკოლის ეზოს კეთილმოწყობას სჭირდება, როგორიც არის სკოლის ეზოს შემოღობვა , მისასვლელი ხიდის რეაბილიტაცია და ჭიშკრის გამოცვლა. სკოლას დახმარებას შეჰპირდა დაპუტატი და მერიის წარმომადგენელი, ხოლო ფიზიკური სამუშაოების შესრულებისას დახმარებას გაუწევენ მოსწავლეთა მშობლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
2019 წლის 24 იანვარს გუნდ ,,ეგრისის“ წევრებმა ( ლანა თოლორდავა, მარიამ ნაჭყებია, ბექა გახარია, ზვიდა ცირდავა, მეგი ნაჭყებია, ლუკა შენგელია, თაკო გახარია, ილონა შენგელია, ლასა თოლორდავა, მაია მებონია). ესტუმრნენ ჩხოროწყუს მერიას,რათა შეხვდროდნენ ბატონ დავით გოგუას, მაგრამ მისი არყოფნის გამო მოუწიათ მერის მოადგილე ბატონ ვალერ თოდუასთან შეხვედრა. ეკოკლუბის წევრების მიზანი იყო მუხურის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის ეზოს შემოღობვისა და ხიდის რესტავრაციის საკითხი. მათ მიერ ადრე განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე ეზოში უნდა დაერგოთ და გაეხარებინათ კოლხური ყოჩივარდა, ბზა და კიდევ სხვა გადაშენების წინაშე მყოფი მცენარეები. მიუხედავად ზემდგომი ორგანოების არაერთი დაპირებისა, ეზოს შემოღობვის საკითხი მოუგვარებელი დარჩა. შეხვედრაზე კლუბის წევრებმა კიდევ ერთხელ ითხოვეს არსებული პრობლემის მოგვარება უახლოეს პერიოდში, ბატონი ვალერ თოდუა ბავშვებს დაჰპირდა, რომ აუცილებლად გაუწევდნენ დახმარებას. ამასთან კომუნალურ სამსახურთან ნერგების მომარაგების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ წელსაც გააგრძელა აქცია ,,ნუ მოჭრი-მორთე,“ რაც ბუნებრივია, ნაძვის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრები (მეგი ნაჭყებია, ლანა თოლორდავა, მარი ნაჭყებია, თაკო გახარია, ილონა შენგელია, ვახტანგ ბაძაღუა, ბექა გახარია, ზვიადი ცირდავა, ლუკა შენგელია, მაია მებონია.) გამოეხმაურნენ ამ აქციას და 2018 წლის 28 დეკემბერს სკოლის მეორე კორპუსის ეზოში მოაწყვეს აქცია-კონცერტი. უამინდობის მიუხედავად (ძლიერი წვიმა), ბავშვებმა მშობლებმა და მასწავლებლებმა მაინც მოახერხეს ეზოში ნაძვის ხის მორთვა. საინტერესო და სახალისო გამოდგა ერთობლივად განხორციელებული აღნიშნული აქტივობა. ცნობილია, რომ ყოველგვარ სიახლეს თან ახლავს ცნობისმოყვარეობა, ამიტომაც აქციის დაწყებამდე კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს განუმარტეს აქციის მნიშვნელობა, თხოვნით მიმართეს, რომ მიებაძათ მათთვის და არ მოეჭრათ ნაძვის ხე პირიქით, შესაძლებლობის ფარგლებში მოერთოთ და გაელამაზებინათ საახალწლოდ.
2018 წლის 18 ნოემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრებმა (ლანა თოლორდავა, მარიამ ნაჭყებია, ილონა შენგელია, თაკო გახარია, მეგი ნაჭყებია, ბექა გახარია, ზვიადი ცირდავა, ვახო ბაძაღუა, მაია მებონია) ჩაატარეს ტრენინგი სკოლის მთავარ კორპუსში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.
პრეზენტატორებმა მარიამ ნაჭყებიამ და ზვიად ცირდავამ დამსწრეებს მიაწოდეს
შეშის მოპოვება, დამზადება და გამოყენების წესები და შეშის საუკეთესო ალტერნატივის ბიომასის ბრიკეტის შესახებ ინფორმაცია
პრეზენტატორებმა აღნიშნეს, რომ მოსახლეობასთან შეხვედრისას ცნობილი გახდა თუ როგორ იყენებდნენ ზამთრისთვის შეშას, რა წესებს იცავდნენ, ჰქონდათ თუ არა რამე ალტერნატიული საშუალება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა შეშას ძირითადად არასწორად იყენებს, რაც მათ ოჯახში ვერ ქმნის კომფორტულ გარემოს. გამოიკვეთა რომ მოსახლეობას ზამთრის განმავლობაში სჭირდებოდა 600- 700 ლარის შეშა.
მსმენელებს გააცნეს შეშის დამზადების წესები, მოსამზადებელი ეტაპი, ხე-ტყის მოჭრისთვის საჭირო იარაღების ნუსხა, ხის ჭრის დრო, პროცესი. გასხიპვისა და მორების დამზადების წესები თუ როგორ უნდა დაეპოთ და შეენახათ შეშა. ხაზი გაუსვეს მშრალი
2018 წლის 14 დეკემბერს მუხურის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ეგრისი“ -ს წევრები (ლანა თოლორდავა, მეგი ნაჭყებია, თაკო გახარია, ილონა შენგელია, ზვიადი ცირდავა, ლუკა შენგელია, მარი ნაჭყებია, ბექა გახარია, ვახტანგ ბაძაღუა, მაია მებონია) ეწვივნენ ზუგდიდის „ეკო ჰაბ-ს. მასპინძელმა ქალბატონმა მაია კოდუამ, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსის სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორმა, მათ გააცნო „ეკო ჰაბის“ ანუ მწვანე სივრცის დანიშნულება. ესაუბრა გარემოს დაცვის სხვადასხვა თემებზე
კლუბის წევრები განსაკუთრებით დაინტერესებული იყვნენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებით. კოორდინატორმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებული ვებგვერდის მოხმარების საკითხს, კვლევის ანგარიშის მომზადებას და მის სწორ ატვირთვას, ამასთან მისცა მიმართულება, გაეკეთებინათ პრეზენტაცია, თუ რა უნდა იცოდნენ შეშის მოპოვება დამზადება და გამოყენებასთან დაკავშირებით. ყურადღება გაამახვილებინა მოსწავლეებს ბიომასის ბრიკეტის ანუ შეშის საუკეთესო ალტერნატივის შესახებ. საინტერესო იყო კომპოსტის შესახებ ინფორმაცია.
კლუბის წევრებს აინტერესებდათ კამპანია “არ მოჭრა მორთე“-ს ფარგლებში, თუ რა ღონისძიების დაგეგმვა შეიძლებოდა კონკურსის ფარგლებში.
ყურადღება გამახვილდა კლუბის მედიასთან ურთიერთობის საკითხზე, თუ როგორ შეეძლოთ თავიანთი გაწეული მუშაობისთვის გაეწიათ პოპულარიზაცია.
ქალბატონმა მაია კოდუამ კლუბის წევრებს საჩუქრად გადასცა კონკურსთან დაკავშირებული აქტივობებისთვის გამოსაყენებელი გზამკვლევი, აქტივობებისათვის გამოსაყენებელი სხვადასხვა სახის ლიტერატურა და პლაკატები.
შეხვედრა თბილ და შინაარსიან გარემოში მიმდინარეობდა. კლუბის წევრები კმაყოფილნი დარჩნენ. მათ მიეცათ სტიმული შემდეგი აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად.
2019 წლის 21 იანვარს ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრები (ლანა თოლორდავა, მარიამ ნაჭყებია, თაკო გახარია, მეგი ნაჭყებია, ბექა დახარია, ლაშა თოლორდავა, ლუკა შენგელია, ილონა შენგელია, ზვიად ცირდავა, მაია მებონია) ეწვივნენ სოფელში მცხოვრებ ხელოსან თემურ ბენდელიანს, რომელიც ხისგან ამზადებს სხვადასხვა ნაკეთობებს. ხეზე მუშაობა ბატონ თემურს ოცდახუთი წლის წინ დაუწყია. ის ცნობილი იყო როგორც აკვნების ოსტატი, შემდეგში წარმოება უფრო გააფართოვა და სხვადასხვა ავეჯების შექმნა დაიწყო. მან ბავშვებს დაათვალიერებინა თავისი სახელოსნო,რომელიც 2018 წლის ბოლოს ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი დაზგა-დანადგარებით განაახლა. ბავშვების ყურადღება მიიპყრო ხის საბავშვო სათამაშოებმა და სუვენირებმა. ოსტატმა მათ განუმარტა, რომ აღნიშნულ ნივთებს ის აკეთებს ხის მასალის ნაკლები დანახარჯებით, ძირითადად გამოუსადეგარი ფიცრის ნარჩენებისგან. მთავარია, ისინი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა.
ხელოსანმა ბავშვებს დეტალურად გააცნო თითოეული დაზგის მნიშვნელობა, აჩვენა, თუ რა ფუნქციას ასრულებს ისინი. დაეხმარა მათ, რომ ეცადათ თვითონ გაემზადებინათ რამდენიმე მარტივი ფიგურა. ყოველივე ამან დიდი ინტერესი გამოიწვია.
ოსტატთან სტუმრობა მომავალი პროფესიის არჩევის მიზნით კლუბის წევრებისთვის სასარგებლო იყო. მთავარია, მოგწონდეს და გიყვარდეს შენი პროფესია თუ ხელობა, როგორც ეს ბატონ თემურის შემთხვევაშია.
Subscribe to:
Posts (Atom)