Friday, July 14, 2017

პროექტი - ქუჯი

პროექტის  სახელწოდება-    ქუჯი
2.იდეა(თემა)-ქუჯის  გამორჩეული  ადგილი  საქართველოს  ისტორიაში,როგორც  ერისთავის, მმართველის  და  როგორც  დადებითი  პიროვნული  თვისებებით  შემკული  ადამიანის
3.აქტუალობა-სეპარატიზმის  შედეგად  დანაწევრებული   საქართველოსთვის ქუჯისნაირი  პიროვნების  არსებობა  ქვეყნის  გამთლიანებისთვის  მიზანშეწონილი  იქნებოდა
4.მიზნები-ქუჯის  ,როგორც პოლიტიკურად  ერთგული  პარტნიორის,  ლიდერის  როლის  გაცნობიერება
5.მონაწილეთა  ასაკი-მეცხრე  კლასი---15  წელი
6.ვადები,ხანგრძლივობა-ერთი  თვე
7.მოსალოდნელი  შედეგები-გაეცნენ  ,,საქართველოს“  სოციალ-პოლიტიკური ვითარების  ფონზე  ეგრისის  საერისთავოს  მნიშვნელობას;მოიძიეს   ქუჯის  შესახებ ინფორმაცია,გაერკვნენ  ქუჯის  მიერ  ეგრისის  ქართლთან  მიერთების  არსში;  განაზოგადეს  ქუჯისა  და  ფარნავაზის  ურთიერთობის დეტალები
8.პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები-კომპიუტერი,  თაბახის   ფურცლები,  ფოტოაპარატი,  პროექტორი  ,ავტომანქანა
9.პროექტის  მსვლელობა-აენიშნულ  თემაზე  ინფორმაციის მირების  შემდეგ  მსწავლეებიინდივიდუალურად , ჯგუფურად,  წყვილებში  იწყებენ  მუშაობას---ქუჯის  შესახებ  ინფორმაციის  მოპოვებას;მასალები  შეაქვთ  კომპიუტერში,ორ-სამ  დღეში  ხდება  მოპოვებული  მასალების  განხილვა,მოსწავლეები  ერთმანეთთან  კონტაქტობენ  ინტერნეტის  დახმარებით,აკეთებენ  ალბომებს,ჩანახატებს.მასალების  თავმოყრის  შემდეგ  აკეთებენ  პრეზენტაციას  პროექტორის  დახმარებით.ვაწყობთ  ექსკურსიას  ნოქალაქევში(ციხე-გოჯში).დაბრუნების  შემდეგ  მოსწავლეები  წერენ   მხატვრულ-ისტორიულ  ესეს  ქუჯის  შესახებ
10.საგნებთან(საგნობრივ  ჯგუფთან )ეროვნუი  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი-
კავშირი  მყარდება  ქართულ -ლიტერატურასთან,გეოგრაფიასთან
მოსწავლეს  შეუძლია ა)დააკავშიროს  ფაქტები  და  მოვლენებიშესაბამის  ისტორიულ  ეპოქასთან ბ)მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  კავკასიის  რეგიონი   გ)შეუძლია  დაახასიათოს  მშვიდობიანი  თანაარსებობის  აუცილებელი  პირობები   დ)შეუძლია   მხატვრულად  აღწეროს  ისტორილი  სინამდვილე
11.პროექტის  ხელმძღვანელი  მასწავლებელი-მაია  მებონია
12.ხელმძღვანლის  ელ.ფოსტა-Maiamebonia1961@gmail.com
13.პროექტის  ვებ-გვერდი|  ბლოგი-Maiamebonia.blogspot.com

მოსწავლის პრეზენტაცია

პრეზენტაცია

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
„ცივი ომის“ დროინდელი კონფლიქტები (ვიეტნამი, ავღანეთი)
დისციპლინა
ისტორია
სწავლების საფეხური,მოსწავლეთა რაოდენობა
8 კლასი,15 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
,,ცივი ომის“, როგორც უარყოფითი მოვლენის არსში გარკვევა, ზესახელმწიფოების მიერ  უდანაშაულო ქვეყნების  ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტების გამოვლენა, გაცნობიერება იმისა, რომ როგორც ქვეყანა არ აღმოჩნდე ბოროტი ზრახვების   სამიზნე, როგორც მოქალაქეს,ჰქონდეს სწორი გზის მოძებნის უნარი.
ისტორიულ წყაროებზე მუშაობის და საჭირო ინფორმაციის ამოღების უნარების განვითარება (იგულისხმება,როგორც ჩვეულებრივი წერილობითი, ისე ინტერნეტიდან მოპოვებული  მასალები)
ესგ-თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგები-ინდიკატორები
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები ისტორიულ ეპოქასთან.
შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები,განვითარება და შედეგები.
შეუძლია, დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებელი პირობები.
აქტივობები,მათი მიზნები და თანმიმდევრულად გამოყენება გაკვეთილზე.
მოტივაციის შექმნის მიზნით სახალისო, საინტერესო თემაზე ყურადღების  გამახვილება (2 წ)
ორგანიზაციული საკიტხების (2წ)
საშინაო დავალება (ტექსტის წაკითხვა ტერმინების,ცნებების,განმარტება მათთვის სასურველი წყაროდან ინფორმაციების მოძიება)
ვ.მ.ვ.  მეთოდით გავიგებთ რა იცოდა, რა უნდა იცოდეს,  და რა ისწავლა (8წ)
კლასი დაიყოფა 2 ჯგუფათ  (ჯგუფური მუშააობის წესები მათთვის ცნობილია)
1-ლ   ჯგუფს განსახილველად მიეცემა თემა - ვიეტნამის ომი
მე-2  ჯგუფს - ავღანეთის ომი.
ჯგუფურ მუშაობას  დაეთმობა (10წ)
დაკვირებას აწარმოებს მასწავლებელი.
პრეზენტაციები (12წ)
პრეზენტატორები ძირითადად განიხიავენ ჯგუფში შექმნილი აზრთა სხვადასხვაობის შეჯერებას , დაყრდნობიან სახელსმძვანელოში მოცემული ტექსტის განვითარებას, რასაც დაუმატებენ მოძიებულ მასალებს პროექტორი  საშუალებით უჩვენებნ ინტერნეტ-მასალებს აღნიშნული თემის  შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს (5წ) რა თქმა უნდა მასწავლებელიც სვამს შეკითვებს. ინფორმაციის ბუნდოვანების შემთხვევაში ის კლასს  განუმარტავს,უზუსტებს მოვლენის არსს.
გამოიკვეთება საბჭოტა კავშირისა და აშშ-ს მიერ  „სუსტი“ ქვეყნების „გამოყენების“  ფაქტები, ორი იდეეოლოგიის მიერ მსოფლიოს დანაწილების მცდელობები,შეცდომები, რომელსაც უშვებდნენ ვიეტნამელი და ავღანელი ხალხის მთავრობებ. „დომინოს  პრინციპის“  „ასიმეტრიული ომის“ სავალალო შედეგები,
დარჩება ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა- შემდეგ გაკვეთილზე დაიგეგმება  დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით (გამოყენებული იქნება ისტ-ს ტექნოლოგია, ვიდეო და ინტერნეტ მასალები).
მიღწეული შედეგები, შეფასება
ჯგუფრი მუშაობის,პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის დახმარებით მასწავლებელი შეაჯამებს ქულებს, გამოიყენებს განმავითარებელ შეფასებას.
მოსწავლეებმა გაიგეს „ცივი ომის“ წამომწყები ქვეყნების მიზნები, ვიეტნამელი  და ავღანელი ხალხის განსხვავებული დამოკიდებულება აგრესორი ქვეყნების მიმართ , გაეცნენ ლიდერების პოზიციებს, გაანალიზეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ,მოიძიეს პრობლემის  გადაჭრის გზები, შეძლეს დადებითი და უარყოფითი შეფასება, გამოიკვეთა აშშ-ს და სსრკ-ს მოსახლეობის, უბრალო ხლხის დამოკიდებულება ამ ომების მიმართ, რამაც გადამწყვეტი ომი ითამაშა ბრძოლების შეწყვეტაზე .
საკლასო მენეჯმენტი,საგანმანათებლო რესურსები
სახელმძღვანელო ფიფლჩარტის ქალღადები, მარკერები , თაბახის ფურცელები,ავტოკამლები,კომპიუტერი, პროექტორი, გამოყნებულ იქნა ელექტრონული ვერსიები.

Saturday, July 1, 2017

სოციალური  პროექტი---სადაც  ბულინგია,  იქ  თავისუფლება 
                                                   არაა

პროექტის აქტუალობა--საზოგადოება(მოსწავლეები,  მშობლები ) მეტნაკლებად  ფლობენ  ინფორმაციას  ბულინგის  შესახებ,  მათ არ  იციან,  როგორ  დაიცვან   თავი  ძალადობისგან, რა  საჭირო  ღონისძიებები,  პრევენციული  ზომები  მიიღონ  ძალადობის  თავიდან  ასაცილებლად, ამავე  დროს  როგორ  დაიცვან  ბულინგის  მსხვერპლი
     მიზანი--ბულინგის  შესახებ  ინფორმაციის               მოძიება,აუდიტორიის      შერჩევა,  პრეზენტაციის  გაკეთება,  ფილმის  ჩვენება  ბულინგის  შესახებ,  დისკუსია.
     ამოცანები---სხვადასხვა  სახის,რაოდენობის  ინფორმაციის  მოძიების  შემდეგ  მისი  დახარისხება,  სკოლაში  ბულინგის  მაგალითების  დაფიქსირება,  გამოკითხვის  ჩატარება,პრეზენტაციის  მომზადება.
       შედეგები(უკუკავშირი)  ა)  ინფორმაციის  მიღების  შედეგად  ცნობიერების  ამაღლება. ბ)მოსწავლეები  შეეცდებიან  თავი  დაიცვან  ბულინგისგან,  ამასთან  თვითონაც  არ  გახდნენ  მოძალადეები  გ)მშობლები  გაითვალისწინებენ  ბულინგის  მძიმე  შედეგებს  და  შეეცდებიან  შვილებთან იყონ  მეგობრულები.
           მიზნობრივი  ჯგუფი--მე-5,  მე-6,მე-7, მე-8,  მე-9  კლასის  მოსწავლეები,  მშობლები,  მასწავლებლები
   გრაფიკი--დასაწყისი--2017 წლის 20  მარტიდან  2017  წლის 26  აპრილამდე3
      20-25  მარტი--ბულინგის  შესახებ  თეორიული  მასალის  მოძიება
      27—31  მარტი--ფილმების  შერჩევა
3—8  აპრილი---რეალურ  სიტუაციებზე  დაკვირვება,გამოკითხვები
  10—14  აპრილი---აუდიტორიის  შერჩევა
  17—21  აპრილი---პრეზენტაციის  მომზადება
24---25  აპრილი-ოთახის  მომზადება(კომპიუტერი, პროექტორი და  სხვა)
   26--აპრილი---პრეზენტაციის  დღე
                 პროექტის  რეფლექსია
ბულინგის  შესახებ პროექტის  გაკეთება  გადამაწყვეტინა მსგა
ვსი  ფაქტების არსებობამ  ჩვენს  რეალობაში,როგორც   სკოლაში  ისე    საზოგადოებაში
            პროექტზე  მუშაობა  შევთავაზე  მე-9  კლასის   მოსწავლეს --ცირა  ჩიქოვანს.
         გეგმის  მიხედვით ვმოქმედებდით,თუმცა  გვიწევდა  მოდიფიცირება
        ბულინგის  შესახებ  ინფორმაციის მოპოვება  არ  გაძნელებულა, მაგრამ  მათი  მიზნობრივად  გამოყენება  უფრო  რთული  აღმოჩნდა
       პრობლემები  შეგვექმნა რეალური  მაგალითების  დროს,არავის არ  უნდოდა  ღიად  ესაუბრა  ფაქტებზე,ყველას  ინკოგნიტად  სურდა  დარჩენა. სიმართლე  მწარეა--ცემის,სიტყვიერი  უხეშობის  ფაქტები  არის  როგორც სკოლაში,  ისე  ოჯახებში.
    პრეზენტაცია  გაკეთდა სკოლის  მეორე კორპუსში.  ესწრებოდნენ მოსწავლეები,  მასწავლებლები,  მშობლები.ბულინგის  შესახებ  ზოგადი  ინფორმაციის  შემდეგ  ნაჩვენები  იქნა  ამერიკული  მოკლემეტრაჟიანი  ფილმი.
 პრეზენტატორმა  დასმულ  კითხვებს კარგად  გაართვა  თავი,მან  ფაქტებით  გაამყარა  თავისი  პოზიციები.აღნიშნა,  რომ  ყველა  რესპონტენდს  სურდა ანონიმურად  დაესახელებინა,რაც ნიშნავს,  რომ  საზოგადოებაში  ამ  მხრივ  დაბალია განათლების  დონე.
      საინტერესო  სახე  მიიღო  დისკუსიამ,იყო  აზრთა  სხვადასხვაობა,კამათი.უმრავლესობა  წინააღმდეგია  ძალადობის,  მაგრამ  არც  თუ  ცოტა  აღმოჩნდა ,,მკაცრად  აღზრდის  მომხრე.
  ბოლოს პრეზენტატორმა  გააცნო   აუდიტორიას,,მშობელთა  საინფორმაციო  ცენტრის“(PIC) მიერ  დაწყებული  პროექტი,,საზოგადოების  ცნობიერების   ამაღლების  კამპანია  ბულინგის  წინაარმდეგ“
    პროექტის  მდგრადობა  გამოიხატა  იმაში,  რომ  ის  არაა  ერთჯერადი,არამედ უფრო  გაფართოებული  და  დახვეწილი  სახით  გაგრძელდება.ამის გარანტი  იყო დამსწრე  საზოგადოების  ინტერესი  აღნიშნული  საკითხის  მიმართ.
      (პროექტის  ამსახველი  ვიდეო  და  სხვა  მასალა  შეგიძლიათ  იხილოთ  ბლოგზე maiameboniablogspot.com)

Sunday, June 18, 2017

კონკურსი მუზეუმში

კონკურსი მუზეუმში
2017 წლის 27 თებრვალს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა კონკურსი
"ეს ჩვენი ისტორიაა", მონაწილეებს უნდა გაეკეთებინათ პრეზენტაცია მშობლიური სოფლის, კუთხილ შესახებ ხალხში გავრცელებულ თქმულებებზე
ჩემი ხელმძღვანელობით მე 9 კლასის მოსწვალემ ცირა ჩიქოვანმა მოიპოვა საინტერესო ინფორმაციები ჩვენი სოფლის მთის მდიანრეების თუ მღვიმეების შესახებ (მთა გვამარდაზე, ნაცხაზე, შურუბუმს მღვიმეზე, ქოოს დასახლებაზე, თარზენზე, ტობო-ვარჩხილთან ახლოს "დაკარგულ ბჟე-წყალზე", მაფელუს ღელეზე

ცირა ჩიქოვანმა მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია, როს გამოც დაიმსახურა მეორე ხარისხის დიპოლომი. თან ვურთავ პრეზენტაციის ვიდეოს და დიპლომს.

Friday, June 16, 2017

გეგმა

მუხურის თემის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის მაია მებონიას სამოდელო გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია.
კლასი
მე-8
მოსწავლეთა რაოდენობა
9(სსმ კლასში არ არის)
გაკვეთილის თემა
რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოში
გაკვეთილის ტიპი
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
ესგ-თი გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები
ა)ისტ.მე-8.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოველენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.
ბ) ისტ.მე-8 .2 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.
გ)ისტ.მე-8.6.მოსწავლეს შეუძლია შისწავლოს კონფლიქტების მიზეზები ,განვითარება და შედეგები.
დ)ისტ.მე-8.12 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის აუცილებელი  პირობები.
ე)ისტ.მე-8 .13 მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.
გაკვეთილის მიზანი
ა)პერსპექტივაში -დაფიქრდებიან საქართველო რუსეთის სამომავლო ურთიერთობაზე და წარმოიდგენენ თავიანთ როლს ამ პრობლების მოგვარებაში.
ბ)კონკრეტულ სიტუაციაში-აღწერენ 1980წლიდან დღემდე რუსეთის მიერ საქართველოში გატარებული პოლიტიკის მიმდინარეობაზე,გაანალიზებენ შედეგებს ,შეაჯამებენ და შეაფასებენ.გამოიტანენე დასკვნას,რომ ყველა ადამიანის ულებაა,იცხოვროს დამოუკიდებელ თავისუფალ ქვეყანაში,რომ ვმართოთ სახელმწიფო ისე ,როგორც გვინდა და არა როგორც მისი სურვილია.
განსავითარებელი უნარ-ჩვევები
საკუთარი აზრის ჩამოყალიბების ,სხვისი შეხედულებების პატივისცემის,პირადი და გუნდური პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის,პრობლემის გამოკვეთის ,მისი გააზრების,ანალიზის,სინთეზის,კრიტიკული აზრის განვითარების და ისტ-ს გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესების.
ამოცანები
მოსწავლეებს მოუწევთ ბევრი ინფორმაციის მოძიება და დახარისხება ინტერნეტიდან,წიგნებიდან,შეხვედრები იმ ადამიანებთან ,რომლებსაც შეხება ჰქონდათ მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მოვლენებთან,შეფასების კრიტერიუმების შერჩევა ,პრეზენტაციის ტექნიკის დახვეწა,საკლასო ოთახის შესაბამისად მოწყობა და ბოლოს შეძენილი უნარ-ჩვევების და მიღებული ცოდნის დემონსტრირება.
რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი,თაბახის ფურცლები,ფორმატები,მარკერები,სახელმძღვანელო,შეფასების კრიტერიუმის პლაკატი და სხვა აუცილებელი სასწავლო ნივთი.
გაკვეთილის მსვლელობა
1.აქტივობა-კლასის ორგანიზება,მოტივაციის ამაღლება(სასიამოვნო,პოზიტიურ ფაქტზე ყურადღების გამახვილება)
2.აქტივობა-გაკვეთილის თემის მიზნის გარკვევა(მოსწავლეები თვითონ ჩამოაყალიბებენ მიზანს)სრულყოფილი სახით ვაჩვენებ პროექტორით ,ასევე გამოიკვრება კლასში ფორმატის ქაღალდზე .
3.აქტივობა-დავსვამ მაპროვოცირებელ კითხვებს:ა)რისი მოლოდინი გაქვთ დღევანდელი საგაკვეთილო პროცესისაგან?
ბ)რამდენად ფასეულია თქვენთვის იმის ცოდნა,რაც საგაკვეთილო თემას უკავშირდება.
4.ატივობა-წინარე ცოდნის საილუსტრაციოდ მოსწავლეები წარმოადგენენ,,ორმაგი ჩანაწერების დღიურს“-შესრულებულს საშინაო დავალებების რვეულებში.
ე.ი იციან : ა)ავტონომიური ოლქების ,რესპუბლიკების შეექმნის მიზეზები
ბ) იუგოსლავიის დაშლის პროცესები
გ)ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტები სსრკ-ს დაშლის შემდეგ.
დ)პოლიტიკური კონფლიქტები პოსტ საბჭოთა სივრცეში(რუსეთის ომი ჩეჩნეთში,დნესტრისპირეთში)
ე) რეგიონალური კონფლიქტების საქართველოში.დასახელებულ ფაქტებზე მოკლე დასკვნას დავწერთ ფორმატის ქაღალდზე
წინარე ცოდნის შესახებ გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.
6.აქტივობა-გამოვიყენებ მეთოდს,,დაწყვილდი,დაფიქრდი,გაუზიარე“
სამ ბარათზე დაწერილი იქნება განსხვავებული დავალებები,სამი ჯგუფი იმუშავებს ამ დავალებებზე:ა)1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია თბილისში-მოკლე ინფორმაცია.ტრაგედიის მიზეზები და შედეგები.
ბ)1990-1992 წლებში სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების შესახებ.
გ)1989-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტი.
7.აქტივობა- პრზენტაცია
სამი მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას,დაეხმარებიან ჯგუფის წევრები.
პრეზენტატორები გამოიყენებენ პროექტორს უჩვენებენ კონფლიქტების ამსახველ კადრებს
პრეზენტატორებს სავარაუდოდ დაესმებათ დამაზუსტებელი კითხვები:
ა)შესაძელებელი იყო თუ არა 9 აპრილის ტრაგედიის თავიდან აცილება?
ბ)დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებდით სამხრეტ ოსეთში შექმნილ სიტუაციას.
დ)აფხაზეთთან ურთიერთობის გამოსასწორებლად რომელი გზა მიგაჩნიათ მართებულად?
8.აქტივობა-T დიაგრამის გამოყენების საშუალებით მოსწავლეები დააჯგუფებენ რუსეთთან შემდგომი ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში დადებით და უარყობით შედეგებს.
პრეზენტაციას  და ჯგუფურ მუშაობას შევაფასებ როგორც განმავითარებელი ისე განმსაზღვრელი შეფასებით.
9.აქტივობა-მზადება მინი-დისკუსიისათვის.პროექორით  ვაჩვენებ 2008 წლის აგვისტოს ომის კადრებს.
დავსვამ მაპროვოცირებელ შეკითხვებს
ა)დაშვებულ იქნა თუ არა შეცდომა ბრძოლის წინ ჩვენი ქვეყნის მხრიდან.
ბ)შესაძლებებლი იყო თუ არა კონფლიქტის თავიდან აცილება?
10.აქტივობა-მინი-დისკუსია.მოსწავლეები დააფიქსირებენ განსხვავებულ შეხედულებებს და მოსაზრებებს.ეცდებიან ,რომ მივიდნენ რეალურ დასკვნამდე.
შევაფასებ დისკუსიაში მონაწილე აქტიურ მოსწავლეებს განმსაზღვრელი ქულით.
საშინაო დავალება
პროექტორით ვუჩვენებ საშინაო დავალების პირობას:2008 წლის აგვისტოს ომი-ჩვენი ისტორიის კიდევ ერთი შავი ლაქა(თხზულება,ჩანახატი,საკუთარი ლექსი ან მოთხრობა,სლაიდ -შოუ,პრეზენტაცია)
შეფასება და თვითშეფასება
თვითშეფასებისთვის მოსწავლეებს დავურიგებ,,გასასვლელ ბარათებს“(ვიცოდი,ვისწავლე,მინდა ვიცოდე)
გავაკეთებ საბოლოო განმავითარებელ შეფასებას და შევავსებთ შეფასების რუბრიკებს.

       გაკვეთილის რეფლექსია.

2017 წლის   8 ივნისს ჩავატარე სამოდელო    გაკვეთილი    VIII კლასში.
გეგმის დაწერამდე საკუთარ თავს დავუსვი სამი შეკითხვა:
1. რას უნდა მიაღწიონ ჩემმა მოსწავლეებმა?
2. როგორ უნდა მივაღწიოთ    სასურველ   შედეგს?
3. როგორ გავიგოთ-მიღწეულია თუ არა შედეგი?

გაკვეთილის სწორად    წარმართვაში დამეხმარა სამკუთხედი.

                                    სწავლების 
                          მიზნები და შინაარსი                             
                         
სწავლების შეფასება
მეთოდები                                                                                  
გაკვეთილის თემის (რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოში) დასახელების და მიზნის გარკვევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ გაკვეთილი იყო პრობლემაზე ორიენტირებული.
 ვხელმძღვანელობდი ესგ-თი გათვალისწინებული მისაღწევი შედეგებით. მოსწავლეებმა ძირითადად შეძლეს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ
ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან, დაახასიათეს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები, შეისწავლეს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება, შედეგები, დახასიათეს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანარსებობისთვის  აუცილებელი  პირობები.
გაკვეთილის მიზანი   თითქმის მიღწეულია, მოსწავლეები დაფიქრდნენ რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე, წარმოიდგინეს თავიანთი როლი ამ პრობლემის მოგვარების პროცესში.                                                          
      შევარჩიეთ   შეფასების  კრიტერიუმები,   მოვაწყვეთ  საკლასო  ოთახი  შესაბამისად,  გამოკრული  იყო  შეფასების  კრიტერიუმების      რუბრიკები,  გვქონდა   კომპიუტერი,  პროექტორი,  თაბახის  ქაღალდები,  მარკერები  და  სხვა  საჭირო    ნივთები.                                                                                                   კლასში  არ  არის  სპეციალური  საჭიროების  მქონე  მოსწავლე.გაკვეთილს  ყველა  მოსწავლე  ესწრებოდა.  მოტივაციის შექმნის  შემდეგ  დავსვი  მაპროვოცირებელი  კითხვები.   პასუხები  არ  იყო  სრულყოფილი,  მოითხოვდა  დაზუსტებას (მოსწავლეებში შეინიშნებოდა  ემოციური   განწყობა,  დაბნეულობა,  რაც  გამოწვეული  იყო  შეფასების ჯგუფის  წევრების დასწრებით) საშინაო  დავალების  დახმარებით  გასაგები  გახდა  წინარე  ცოდნა,რომლის  გამოვლენაში  დამეხმარა   ,,ორმაგი  ჩანაწერების  დღიური“.თითქმის  ყველა  მოსწავლემ  შეძლო ნასწავლი  და  ნაცნობი  ფაქტების  და  მოვლენების  აღწერა,   მაგრამ  როგორც  განმავითარებელი  შეფასების  დროს  ავღნიშნე,მეტი  ყურადღება  უნდა  მიაქციონ  საკუთარი  დამოკიდებულების  დაფიქსირებას,   დასვან      მეტი  შეკითხვა,  მიიღონ  პასუხები.                                                                                 ,,დაწყვილდი,  დაფიქრდი,   გაუზიარე“  სტრატეგიის  დახმარებით  ჯგუფებს  მივეცი  განსხვავებული  დავალებები.   სამმა  მოსწავლემ გააკეთა  პრეზენტაცია,იყენებდნენ  პროექტორს,აჩვენებდნენ  ვიდეო  და  ფოტო  მასალებს,  ჩართული  იყვნენ  ჯგუფის  სხვა  წევრებიც,რომლებიც  ძირითადად  აკეთებდნენ  კომენტარებს.პრეზენტატორებმა  უპასუხეს  კითხვებს,პასუხები  დამაკმაყოფილებელი  იყო  ,თუმცა  ვისურვებდი  მეტ  სიზუსტეს  და დამაჯერებლობას.       პირველი  პრეზენტატორი უმეტესწილად  იქცევდა  ყურადღებას,ის  არ  იყენებდა  ჩანაწერებს,ლოგიკურად   გადადიოდა  ერთი  იდეიდან  მეორეზე,ნაწილობრივ  იყო  დამოკიდებული  სლაიდებზე,  მეტყველებდა  მკაფიოდ.დანარჩენი  ორ  პრეზენტატორს  ეტყობოდა  დაბნეულობა,  იყენებდნენ  ჩანაწერებს,  თუმცა  სათქმელის  მოტანა მსმენელამდე  მაინც  შეძლეს,მომავალში  მათ  მოუწევთ  პრეზენტაციის  თითქმის  ყველა ასპექტზე  მუშაობა.                  რაც  შეეხება  ჯგუფურ  მუშაობას,  მოსწავლეებს  გაცნობიერებული  ჰქონდათ   სამუშაო  მიზანი ,  იცავდნენ  წესებს,  თანამშროლობდნენ  ერთმანეთთან. მინი--დისკუსიის  დროს  მოსწავლეები  უფრო  გახსნილები  და  თამამები  ჩანდნენ,  აფიქსირებდნენ  საკუთარ  შეხედულებებს,  გამოთქვამდნენ  საპირისპირო  მოსაზრებებს,გამომდინარე  საკითხის  ნეგატიურობიდან   მოსწავლეებში  შეინიშნებოდა  ემოციები,ძირითადად  იცავდნენ თანამშრომლობის  წესებს, მაგრამ  ერთვებოდნენ  სხვის  საუბარში,  რის  გამოც  ჩემგან  შენიშვნებს  ღებულობდნენ.                                                                 კონსტრუირებისა   და  რეფლექსია---გამთლიანებისათვის  გამოვიყენე  ,,გასასვლელი  ბილეთები“(ვიცოდი,  ვისწავლე, მინდა  ვიცოდე)  მოსწავლეები  განსაკუთრებით  კრიტიკულები  იყვნენ  თვითშეფასების  დროს,  აღნიშნეს,  რომ   უჭირთ  ნააზრევის, ნასწავლის  გადმოცემა,  რაც  გამოწვეულია  საერთო  განათლების,მეტყველების  დაბალი  დონით.მომიწევს  მოსწავლეები  მივაჩვიო  აუდიტორიის  წინაშე  გამოსვლას, კრეატიულობას,  დამოუკიდებლად  მუშაობას.                            გაკვეთილის  ბოლოს    დავწერე  განმსაზრვრელი  შეფასებები.   განმავითარებელ  შეფასებას  თითქმის  ყველა  აქტივობის  შემდეგ  ვაკეთებდი.                                                                                  საშინაო   დავალება  სადისკუსიო  თემიდან  გამომდინარე  მივეცი(პროექტორითაც  და  პლაკატზეც)                                         სამოქმედო  გეგმაში  ცვლილების  შეტანა  არ  დამჭირვებია,  მაგრამ  იყო  ერთი  საკითხი--ინტერვიუს  აღების  შესახებ,  რაც  აუცილებელ  კომპონენტად  მიმაჩნდა  მსგავსი  ტიპის  გაკვეთილისთვის. მომიწევს   ,მოსწავლეებთან  ვიმუშაო  ამ მიმართულებით  და  საერთოდ  უფრო  ეფექტური  გავხადო  ჩემი  მუშაობა.                                                                                               შემოგთავაზებთ  გაკვეთილზე  გამოყენებული   პლაკატების  ნაწილს  და  ფოტოებს..