Saturday, July 1, 2017

სოციალური  პროექტი---სადაც  ბულინგია,  იქ  თავისუფლება 
                                                   არაა

პროექტის აქტუალობა--საზოგადოება(მოსწავლეები,  მშობლები ) მეტნაკლებად  ფლობენ  ინფორმაციას  ბულინგის  შესახებ,  მათ არ  იციან,  როგორ  დაიცვან   თავი  ძალადობისგან, რა  საჭირო  ღონისძიებები,  პრევენციული  ზომები  მიიღონ  ძალადობის  თავიდან  ასაცილებლად, ამავე  დროს  როგორ  დაიცვან  ბულინგის  მსხვერპლი
     მიზანი--ბულინგის  შესახებ  ინფორმაციის               მოძიება,აუდიტორიის      შერჩევა,  პრეზენტაციის  გაკეთება,  ფილმის  ჩვენება  ბულინგის  შესახებ,  დისკუსია.
     ამოცანები---სხვადასხვა  სახის,რაოდენობის  ინფორმაციის  მოძიების  შემდეგ  მისი  დახარისხება,  სკოლაში  ბულინგის  მაგალითების  დაფიქსირება,  გამოკითხვის  ჩატარება,პრეზენტაციის  მომზადება.
       შედეგები(უკუკავშირი)  ა)  ინფორმაციის  მიღების  შედეგად  ცნობიერების  ამაღლება. ბ)მოსწავლეები  შეეცდებიან  თავი  დაიცვან  ბულინგისგან,  ამასთან  თვითონაც  არ  გახდნენ  მოძალადეები  გ)მშობლები  გაითვალისწინებენ  ბულინგის  მძიმე  შედეგებს  და  შეეცდებიან  შვილებთან იყონ  მეგობრულები.
           მიზნობრივი  ჯგუფი--მე-5,  მე-6,მე-7, მე-8,  მე-9  კლასის  მოსწავლეები,  მშობლები,  მასწავლებლები
   გრაფიკი--დასაწყისი--2017 წლის 20  მარტიდან  2017  წლის 26  აპრილამდე3
      20-25  მარტი--ბულინგის  შესახებ  თეორიული  მასალის  მოძიება
      27—31  მარტი--ფილმების  შერჩევა
3—8  აპრილი---რეალურ  სიტუაციებზე  დაკვირვება,გამოკითხვები
  10—14  აპრილი---აუდიტორიის  შერჩევა
  17—21  აპრილი---პრეზენტაციის  მომზადება
24---25  აპრილი-ოთახის  მომზადება(კომპიუტერი, პროექტორი და  სხვა)
   26--აპრილი---პრეზენტაციის  დღე
                 პროექტის  რეფლექსია
ბულინგის  შესახებ პროექტის  გაკეთება  გადამაწყვეტინა მსგა
ვსი  ფაქტების არსებობამ  ჩვენს  რეალობაში,როგორც   სკოლაში  ისე    საზოგადოებაში
            პროექტზე  მუშაობა  შევთავაზე  მე-9  კლასის   მოსწავლეს --ცირა  ჩიქოვანს.
         გეგმის  მიხედვით ვმოქმედებდით,თუმცა  გვიწევდა  მოდიფიცირება
        ბულინგის  შესახებ  ინფორმაციის მოპოვება  არ  გაძნელებულა, მაგრამ  მათი  მიზნობრივად  გამოყენება  უფრო  რთული  აღმოჩნდა
       პრობლემები  შეგვექმნა რეალური  მაგალითების  დროს,არავის არ  უნდოდა  ღიად  ესაუბრა  ფაქტებზე,ყველას  ინკოგნიტად  სურდა  დარჩენა. სიმართლე  მწარეა--ცემის,სიტყვიერი  უხეშობის  ფაქტები  არის  როგორც სკოლაში,  ისე  ოჯახებში.
    პრეზენტაცია  გაკეთდა სკოლის  მეორე კორპუსში.  ესწრებოდნენ მოსწავლეები,  მასწავლებლები,  მშობლები.ბულინგის  შესახებ  ზოგადი  ინფორმაციის  შემდეგ  ნაჩვენები  იქნა  ამერიკული  მოკლემეტრაჟიანი  ფილმი.
 პრეზენტატორმა  დასმულ  კითხვებს კარგად  გაართვა  თავი,მან  ფაქტებით  გაამყარა  თავისი  პოზიციები.აღნიშნა,  რომ  ყველა  რესპონტენდს  სურდა ანონიმურად  დაესახელებინა,რაც ნიშნავს,  რომ  საზოგადოებაში  ამ  მხრივ  დაბალია განათლების  დონე.
      საინტერესო  სახე  მიიღო  დისკუსიამ,იყო  აზრთა  სხვადასხვაობა,კამათი.უმრავლესობა  წინააღმდეგია  ძალადობის,  მაგრამ  არც  თუ  ცოტა  აღმოჩნდა ,,მკაცრად  აღზრდის  მომხრე.
  ბოლოს პრეზენტატორმა  გააცნო   აუდიტორიას,,მშობელთა  საინფორმაციო  ცენტრის“(PIC) მიერ  დაწყებული  პროექტი,,საზოგადოების  ცნობიერების   ამაღლების  კამპანია  ბულინგის  წინაარმდეგ“
    პროექტის  მდგრადობა  გამოიხატა  იმაში,  რომ  ის  არაა  ერთჯერადი,არამედ უფრო  გაფართოებული  და  დახვეწილი  სახით  გაგრძელდება.ამის გარანტი  იყო დამსწრე  საზოგადოების  ინტერესი  აღნიშნული  საკითხის  მიმართ.
      (პროექტის  ამსახველი  ვიდეო  და  სხვა  მასალა  შეგიძლიათ  იხილოთ  ბლოგზე maiameboniablogspot.com)

                                                                                        

No comments:

Post a Comment