Friday, July 14, 2017

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
„ცივი ომის“ დროინდელი კონფლიქტები (ვიეტნამი, ავღანეთი)
დისციპლინა
ისტორია
სწავლების საფეხური,მოსწავლეთა რაოდენობა
8 კლასი,15 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
,,ცივი ომის“, როგორც უარყოფითი მოვლენის არსში გარკვევა, ზესახელმწიფოების მიერ  უდანაშაულო ქვეყნების  ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტების გამოვლენა, გაცნობიერება იმისა, რომ როგორც ქვეყანა არ აღმოჩნდე ბოროტი ზრახვების   სამიზნე, როგორც მოქალაქეს,ჰქონდეს სწორი გზის მოძებნის უნარი.
ისტორიულ წყაროებზე მუშაობის და საჭირო ინფორმაციის ამოღების უნარების განვითარება (იგულისხმება,როგორც ჩვეულებრივი წერილობითი, ისე ინტერნეტიდან მოპოვებული  მასალები)
ესგ-თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგები-ინდიკატორები
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები ისტორიულ ეპოქასთან.
შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები,განვითარება და შედეგები.
შეუძლია, დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებელი პირობები.
აქტივობები,მათი მიზნები და თანმიმდევრულად გამოყენება გაკვეთილზე.
მოტივაციის შექმნის მიზნით სახალისო, საინტერესო თემაზე ყურადღების  გამახვილება (2 წ)
ორგანიზაციული საკიტხების (2წ)
საშინაო დავალება (ტექსტის წაკითხვა ტერმინების,ცნებების,განმარტება მათთვის სასურველი წყაროდან ინფორმაციების მოძიება)
ვ.მ.ვ.  მეთოდით გავიგებთ რა იცოდა, რა უნდა იცოდეს,  და რა ისწავლა (8წ)
კლასი დაიყოფა 2 ჯგუფათ  (ჯგუფური მუშააობის წესები მათთვის ცნობილია)
1-ლ   ჯგუფს განსახილველად მიეცემა თემა - ვიეტნამის ომი
მე-2  ჯგუფს - ავღანეთის ომი.
ჯგუფურ მუშაობას  დაეთმობა (10წ)
დაკვირებას აწარმოებს მასწავლებელი.
პრეზენტაციები (12წ)
პრეზენტატორები ძირითადად განიხიავენ ჯგუფში შექმნილი აზრთა სხვადასხვაობის შეჯერებას , დაყრდნობიან სახელსმძვანელოში მოცემული ტექსტის განვითარებას, რასაც დაუმატებენ მოძიებულ მასალებს პროექტორი  საშუალებით უჩვენებნ ინტერნეტ-მასალებს აღნიშნული თემის  შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს (5წ) რა თქმა უნდა მასწავლებელიც სვამს შეკითვებს. ინფორმაციის ბუნდოვანების შემთხვევაში ის კლასს  განუმარტავს,უზუსტებს მოვლენის არსს.
გამოიკვეთება საბჭოტა კავშირისა და აშშ-ს მიერ  „სუსტი“ ქვეყნების „გამოყენების“  ფაქტები, ორი იდეეოლოგიის მიერ მსოფლიოს დანაწილების მცდელობები,შეცდომები, რომელსაც უშვებდნენ ვიეტნამელი და ავღანელი ხალხის მთავრობებ. „დომინოს  პრინციპის“  „ასიმეტრიული ომის“ სავალალო შედეგები,
დარჩება ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა- შემდეგ გაკვეთილზე დაიგეგმება  დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით (გამოყენებული იქნება ისტ-ს ტექნოლოგია, ვიდეო და ინტერნეტ მასალები).
მიღწეული შედეგები, შეფასება
ჯგუფრი მუშაობის,პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის დახმარებით მასწავლებელი შეაჯამებს ქულებს, გამოიყენებს განმავითარებელ შეფასებას.
მოსწავლეებმა გაიგეს „ცივი ომის“ წამომწყები ქვეყნების მიზნები, ვიეტნამელი  და ავღანელი ხალხის განსხვავებული დამოკიდებულება აგრესორი ქვეყნების მიმართ , გაეცნენ ლიდერების პოზიციებს, გაანალიზეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ,მოიძიეს პრობლემის  გადაჭრის გზები, შეძლეს დადებითი და უარყოფითი შეფასება, გამოიკვეთა აშშ-ს და სსრკ-ს მოსახლეობის, უბრალო ხლხის დამოკიდებულება ამ ომების მიმართ, რამაც გადამწყვეტი ომი ითამაშა ბრძოლების შეწყვეტაზე .
საკლასო მენეჯმენტი,საგანმანათებლო რესურსები
სახელმძღვანელო ფიფლჩარტის ქალღადები, მარკერები , თაბახის ფურცელები,ავტოკამლები,კომპიუტერი, პროექტორი, გამოყნებულ იქნა ელექტრონული ვერსიები.

No comments:

Post a Comment