მუხურის თემის საჯარო
სკოლის ისტორიის მასწავლებლის მაია მებონიას სამოდელო გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია.
კლასი
|
მე-8
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
9(სსმ კლასში არ არის)
|
გაკვეთილის თემა
|
რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოში
|
გაკვეთილის ტიპი
|
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
|
ესგ-თი გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები
|
ა)ისტ.მე-8.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოველენები შესაბამის
ისტორიულ ეპოქასთან.
ბ) ისტ.მე-8 .2 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული
მიგრაციული პროცესები.
გ)ისტ.მე-8.6.მოსწავლეს შეუძლია შისწავლოს კონფლიქტების მიზეზები ,განვითარება
და შედეგები.
დ)ისტ.მე-8.12 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი
თანაარსებობისათვის აუცილებელი პირობები.
ე)ისტ.მე-8 .13 მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პოლიტიკური და ეკონომიკური
პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.
|
გაკვეთილის მიზანი
|
ა)პერსპექტივაში -დაფიქრდებიან საქართველო რუსეთის სამომავლო ურთიერთობაზე
და წარმოიდგენენ თავიანთ როლს ამ პრობლების მოგვარებაში.
ბ)კონკრეტულ სიტუაციაში-აღწერენ 1980წლიდან დღემდე რუსეთის მიერ საქართველოში
გატარებული პოლიტიკის მიმდინარეობაზე,გაანალიზებენ შედეგებს ,შეაჯამებენ და შეაფასებენ.გამოიტანენე
დასკვნას,რომ ყველა ადამიანის ულებაა,იცხოვროს დამოუკიდებელ თავისუფალ ქვეყანაში,რომ
ვმართოთ სახელმწიფო ისე ,როგორც გვინდა და არა როგორც მისი სურვილია.
|
განსავითარებელი უნარ-ჩვევები
|
საკუთარი აზრის ჩამოყალიბების ,სხვისი შეხედულებების პატივისცემის,პირადი
და გუნდური პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის,პრობლემის გამოკვეთის ,მისი გააზრების,ანალიზის,სინთეზის,კრიტიკული
აზრის განვითარების და ისტ-ს გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესების.
|
ამოცანები
|
მოსწავლეებს მოუწევთ ბევრი ინფორმაციის მოძიება და დახარისხება ინტერნეტიდან,წიგნებიდან,შეხვედრები
იმ ადამიანებთან ,რომლებსაც შეხება ჰქონდათ მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მოვლენებთან,შეფასების
კრიტერიუმების შერჩევა ,პრეზენტაციის ტექნიკის დახვეწა,საკლასო ოთახის შესაბამისად
მოწყობა და ბოლოს შეძენილი უნარ-ჩვევების და მიღებული ცოდნის დემონსტრირება.
|
რესურსები
|
კომპიუტერი,პროექტორი,თაბახის ფურცლები,ფორმატები,მარკერები,სახელმძღვანელო,შეფასების
კრიტერიუმის პლაკატი და სხვა აუცილებელი სასწავლო ნივთი.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
1.აქტივობა-კლასის
ორგანიზება,მოტივაციის ამაღლება(სასიამოვნო,პოზიტიურ ფაქტზე ყურადღების გამახვილება)
2.აქტივობა-გაკვეთილის
თემის მიზნის გარკვევა(მოსწავლეები თვითონ ჩამოაყალიბებენ მიზანს)სრულყოფილი სახით
ვაჩვენებ პროექტორით ,ასევე გამოიკვრება კლასში ფორმატის ქაღალდზე .
3.აქტივობა-დავსვამ
მაპროვოცირებელ კითხვებს:ა)რისი მოლოდინი გაქვთ დღევანდელი საგაკვეთილო პროცესისაგან?
ბ)რამდენად
ფასეულია თქვენთვის იმის ცოდნა,რაც საგაკვეთილო თემას უკავშირდება.
4.ატივობა-წინარე
ცოდნის საილუსტრაციოდ მოსწავლეები წარმოადგენენ,,ორმაგი ჩანაწერების დღიურს“-შესრულებულს
საშინაო დავალებების რვეულებში.
ე.ი იციან
: ა)ავტონომიური ოლქების ,რესპუბლიკების შეექმნის მიზეზები
ბ) იუგოსლავიის
დაშლის პროცესები
გ)ეთნიკურ-პოლიტიკური
კონფლიქტები სსრკ-ს დაშლის შემდეგ.
დ)პოლიტიკური
კონფლიქტები პოსტ საბჭოთა სივრცეში(რუსეთის ომი ჩეჩნეთში,დნესტრისპირეთში)
ე) რეგიონალური
კონფლიქტების საქართველოში.დასახელებულ ფაქტებზე მოკლე დასკვნას დავწერთ ფორმატის
ქაღალდზე
წინარე ცოდნის
შესახებ გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.
6.აქტივობა-გამოვიყენებ
მეთოდს,,დაწყვილდი,დაფიქრდი,გაუზიარე“
სამ ბარათზე
დაწერილი იქნება განსხვავებული დავალებები,სამი ჯგუფი იმუშავებს ამ დავალებებზე:ა)1989
წლის 9 აპრილის ტრაგედია თბილისში-მოკლე ინფორმაცია.ტრაგედიის მიზეზები და შედეგები.
ბ)1990-1992
წლებში სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების შესახებ.
გ)1989-1993
წლებში აფხაზეთის კონფლიქტი.
7.აქტივობა-
პრზენტაცია
სამი მოსწავლე
გააკეთებს პრეზენტაციას,დაეხმარებიან ჯგუფის წევრები.
პრეზენტატორები
გამოიყენებენ პროექტორს უჩვენებენ კონფლიქტების ამსახველ კადრებს
პრეზენტატორებს
სავარაუდოდ დაესმებათ დამაზუსტებელი კითხვები:
ა)შესაძელებელი
იყო თუ არა 9 აპრილის ტრაგედიის თავიდან აცილება?
ბ)დღევანდელი
გადასახედიდან როგორ შეაფასებდით სამხრეტ ოსეთში შექმნილ სიტუაციას.
დ)აფხაზეთთან
ურთიერთობის გამოსასწორებლად რომელი გზა მიგაჩნიათ მართებულად?
8.აქტივობა-T დიაგრამის გამოყენების საშუალებით
მოსწავლეები დააჯგუფებენ რუსეთთან შემდგომი ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში
დადებით და უარყობით შედეგებს.
პრეზენტაციას და ჯგუფურ მუშაობას შევაფასებ როგორც განმავითარებელი
ისე განმსაზღვრელი შეფასებით.
9.აქტივობა-მზადება
მინი-დისკუსიისათვის.პროექორით ვაჩვენებ
2008 წლის აგვისტოს ომის კადრებს.
დავსვამ მაპროვოცირებელ
შეკითხვებს
ა)დაშვებულ
იქნა თუ არა შეცდომა ბრძოლის წინ ჩვენი ქვეყნის მხრიდან.
ბ)შესაძლებებლი
იყო თუ არა კონფლიქტის თავიდან აცილება?
10.აქტივობა-მინი-დისკუსია.მოსწავლეები
დააფიქსირებენ განსხვავებულ შეხედულებებს და მოსაზრებებს.ეცდებიან ,რომ მივიდნენ
რეალურ დასკვნამდე.
შევაფასებ დისკუსიაში
მონაწილე აქტიურ მოსწავლეებს განმსაზღვრელი ქულით.
|
საშინაო დავალება
|
პროექტორით ვუჩვენებ საშინაო დავალების პირობას:2008 წლის აგვისტოს ომი-ჩვენი
ისტორიის კიდევ ერთი შავი ლაქა(თხზულება,ჩანახატი,საკუთარი ლექსი ან მოთხრობა,სლაიდ
-შოუ,პრეზენტაცია)
|
შეფასება და თვითშეფასება
|
თვითშეფასებისთვის მოსწავლეებს დავურიგებ,,გასასვლელ ბარათებს“(ვიცოდი,ვისწავლე,მინდა
ვიცოდე)
გავაკეთებ საბოლოო განმავითარებელ შეფასებას და შევავსებთ შეფასების
რუბრიკებს.

გაკვეთილის რეფლექსია.
2017 წლის 8 ივნისს
ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი
VIII კლასში.
გეგმის დაწერამდე საკუთარ თავს დავუსვი სამი შეკითხვა:
1. რას უნდა მიაღწიონ ჩემმა მოსწავლეებმა?
2. როგორ უნდა მივაღწიოთ
სასურველ შედეგს?
3. როგორ გავიგოთ-მიღწეულია თუ არა შედეგი?
გაკვეთილის სწორად წარმართვაში დამეხმარა სამკუთხედი.
სწავლების
მიზნები და შინაარსი
სწავლების შეფასება
მეთოდები
გაკვეთილის თემის (რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოში)
დასახელების და მიზნის გარკვევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ გაკვეთილი იყო პრობლემაზე
ორიენტირებული.
ვხელმძღვანელობდი ესგ-თი გათვალისწინებული მისაღწევი
შედეგებით. მოსწავლეებმა ძირითადად შეძლეს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ
ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან, დაახასიათეს
კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები, შეისწავლეს კონფლიქტების მიზეზები,
განვითარება, შედეგები, დახასიათეს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანარსებობისთვის აუცილებელი
პირობები.
გაკვეთილის მიზანი
თითქმის მიღწეულია, მოსწავლეები დაფიქრდნენ რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე,
წარმოიდგინეს თავიანთი როლი ამ პრობლემის მოგვარების პროცესში.
შევარჩიეთ
შეფასების კრიტერიუმები, მოვაწყვეთ
საკლასო ოთახი შესაბამისად,
გამოკრული იყო შეფასების
კრიტერიუმების რუბრიკები, გვქონდა
კომპიუტერი, პროექტორი, თაბახის
ქაღალდები, მარკერები და სხვა საჭირო
ნივთები. კლასში არ არის სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლე.გაკვეთილს ყველა მოსწავლე ესწრებოდა.
მოტივაციის შექმნის შემდეგ დავსვი
მაპროვოცირებელი კითხვები. პასუხები
არ იყო სრულყოფილი,
მოითხოვდა დაზუსტებას (მოსწავლეებში
შეინიშნებოდა ემოციური განწყობა,
დაბნეულობა, რაც გამოწვეული
იყო შეფასების ჯგუფის წევრების დასწრებით) საშინაო დავალების
დახმარებით გასაგები გახდა წინარე ცოდნა,რომლის
გამოვლენაში დამეხმარა ,,ორმაგი
ჩანაწერების დღიური“.თითქმის ყველა მოსწავლემ შეძლო ნასწავლი და ნაცნობი ფაქტების
და მოვლენების აღწერა,
მაგრამ როგორც განმავითარებელი შეფასების
დროს ავღნიშნე,მეტი ყურადღება
უნდა მიაქციონ საკუთარი
დამოკიდებულების დაფიქსირებას, დასვან
მეტი შეკითხვა, მიიღონ
პასუხები.
,,დაწყვილდი, დაფიქრდი, გაუზიარე“
სტრატეგიის დახმარებით ჯგუფებს
მივეცი განსხვავებული დავალებები.
სამმა მოსწავლემ გააკეთა პრეზენტაცია,იყენებდნენ პროექტორს,აჩვენებდნენ ვიდეო და ფოტო მასალებს, ჩართული
იყვნენ ჯგუფის სხვა წევრებიც,რომლებიც ძირითადად
აკეთებდნენ კომენტარებს.პრეზენტატორებმა უპასუხეს
კითხვებს,პასუხები დამაკმაყოფილებელი იყო ,თუმცა ვისურვებდი
მეტ სიზუსტეს და დამაჯერებლობას. პირველი
პრეზენტატორი უმეტესწილად იქცევდა ყურადღებას,ის
არ იყენებდა ჩანაწერებს,ლოგიკურად გადადიოდა
ერთი იდეიდან მეორეზე,ნაწილობრივ იყო დამოკიდებული სლაიდებზე,
მეტყველებდა მკაფიოდ.დანარჩენი ორ პრეზენტატორს ეტყობოდა
დაბნეულობა, იყენებდნენ ჩანაწერებს,
თუმცა სათქმელის მოტანა მსმენელამდე მაინც შეძლეს,მომავალში მათ მოუწევთ პრეზენტაციის
თითქმის ყველა ასპექტზე მუშაობა. რაც შეეხება
ჯგუფურ მუშაობას, მოსწავლეებს
გაცნობიერებული ჰქონდათ სამუშაო
მიზანი , იცავდნენ წესებს,
თანამშროლობდნენ ერთმანეთთან. მინი--დისკუსიის დროს მოსწავლეები უფრო გახსნილები და თამამები ჩანდნენ,
აფიქსირებდნენ საკუთარ შეხედულებებს,
გამოთქვამდნენ საპირისპირო მოსაზრებებს,გამომდინარე საკითხის
ნეგატიურობიდან მოსწავლეებში შეინიშნებოდა
ემოციები,ძირითადად იცავდნენ თანამშრომლობის წესებს, მაგრამ ერთვებოდნენ
სხვის საუბარში, რის გამოც ჩემგან
შენიშვნებს ღებულობდნენ.
კონსტრუირებისა და რეფლექსია---გამთლიანებისათვის გამოვიყენე
,,გასასვლელი ბილეთები“(ვიცოდი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე)
მოსწავლეები განსაკუთრებით კრიტიკულები
იყვნენ თვითშეფასების დროს, აღნიშნეს, რომ უჭირთ ნააზრევის, ნასწავლის გადმოცემა,
რაც გამოწვეულია საერთო
განათლების,მეტყველების დაბალი დონით.მომიწევს მოსწავლეები
მივაჩვიო აუდიტორიის წინაშე
გამოსვლას, კრეატიულობას, დამოუკიდებლად მუშაობას. გაკვეთილის ბოლოს
დავწერე განმსაზრვრელი შეფასებები.
განმავითარებელ შეფასებას თითქმის
ყველა აქტივობის შემდეგ
ვაკეთებდი.
საშინაო დავალება სადისკუსიო
თემიდან გამომდინარე მივეცი(პროექტორითაც და პლაკატზეც) სამოქმედო გეგმაში
ცვლილების შეტანა არ დამჭირვებია, მაგრამ
იყო ერთი საკითხი--ინტერვიუს აღების
შესახებ, რაც აუცილებელ
კომპონენტად მიმაჩნდა მსგავსი
ტიპის გაკვეთილისთვის. მომიწევს ,მოსწავლეებთან ვიმუშაო
ამ მიმართულებით და საერთოდ
უფრო ეფექტური გავხადო
ჩემი მუშაობა.
შემოგთავაზებთ გაკვეთილზე გამოყენებული
პლაკატების ნაწილს და ფოტოებს..
No comments:
Post a Comment