Wednesday, May 15, 2019

2019 წლის 21 იანვარს ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრები (ლანა თოლორდავა, მარიამ ნაჭყებია, თაკო გახარია, მეგი ნაჭყებია, ბექა დახარია, ლაშა თოლორდავა, ლუკა შენგელია, ილონა შენგელია, ზვიად ცირდავა, მაია მებონია) ეწვივნენ სოფელში მცხოვრებ ხელოსან თემურ ბენდელიანს, რომელიც ხისგან ამზადებს სხვადასხვა ნაკეთობებს. ხეზე მუშაობა ბატონ თემურს ოცდახუთი წლის წინ დაუწყია. ის ცნობილი იყო როგორც აკვნების ოსტატი, შემდეგში წარმოება უფრო გააფართოვა და სხვადასხვა ავეჯების შექმნა დაიწყო. მან ბავშვებს დაათვალიერებინა თავისი სახელოსნო,რომელიც 2018 წლის ბოლოს ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი დაზგა-დანადგარებით განაახლა. ბავშვების ყურადღება მიიპყრო ხის საბავშვო სათამაშოებმა და სუვენირებმა. ოსტატმა მათ განუმარტა, რომ აღნიშნულ ნივთებს ის აკეთებს ხის მასალის ნაკლები დანახარჯებით, ძირითადად გამოუსადეგარი ფიცრის ნარჩენებისგან. მთავარია, ისინი ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხოა. ხელოსანმა ბავშვებს დეტალურად გააცნო თითოეული დაზგის მნიშვნელობა, აჩვენა, თუ რა ფუნქციას ასრულებს ისინი. დაეხმარა მათ, რომ ეცადათ თვითონ გაემზადებინათ რამდენიმე მარტივი ფიგურა. ყოველივე ამან დიდი ინტერესი გამოიწვია. ოსტატთან სტუმრობა მომავალი პროფესიის არჩევის მიზნით კლუბის წევრებისთვის სასარგებლო იყო. მთავარია, მოგწონდეს და გიყვარდეს შენი პროფესია თუ ხელობა, როგორც ეს ბატონ თემურის შემთხვევაშია.

Monday, March 11, 2019

შეხვედრა თემის წარმომადგენლებთან

2018 წლის 16 დეკემბერს მუხურის საჯარო სკოლის კლუბ „ეგრისი“-ს წევრები (თაკო გახარია, მეგი ნაჭყებია, მარი ნაჭყებია, ლანა თოლორდავა, ბექა გახარია, ვახო ბაძაღუა, ზვიადი ცირდავა, ილონა შენგელია, ლუკა შენგელია, მაია მებონია) შეხვდნენ სოფლის თემის წარმომადგენლებს. შეხვედრა მოეწყო ოჯახურ გარემოში ალაფურშეტის თანხლებით. შეხვედრას ორგანიზაცია გაუკეთეს კლუბის წევრებმა. აგრეთვე ესწრებოდა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ურთიერთობის განყოფილების პირველი კატეგორიის სპეციალისტი თამაზ მოსიძე. შეხვედრის თემა იყო ა)შეშის მოპოვება დამზადება და გამოყენება. ბ)ბიომასის ბრიკეტი შეხვედრა უფრო უშუალო რომ ყოფილიყო, პირველ რიგში კლუბის წევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ იყენებდნენ ზამთრისთვის შეშას, რა წესებს იცავდნენ, ჰქონდათ თუ არა რამე ალტერნატიური საშუალება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა შეშას ძირითადად არასწორად იყენებს, რაც მათ ოჯახში ვერ ქმნის კომფორტულ გარემოს. გამოიკვეთა რომ მოსახლეობას ზამთრის განმავლობაში სჭირდებოდა 600- 700 ლარის შეშა. პრეზენტატორებმა (მარიამ ნაჭყებიამ და ლანა თოლორდავამ) შეკრებილ მოსახლეობას გააცნეს შეშის დამზადების წესები, მოსამზადებელი ეტაპი, ხე-ტყის მოჭრისთის საჭირო იარაღების ნუსხა, ხის ჭრის დრო, პროცესი. გასხიპვისა და მორების დამზადების წესები თუ როგორ უნდა დაეპოთ და შეენახათ შეშა. ხაზი გაუსვეს მშრალი შეშის უპირატესობას, ვიზუალურად ინტერნეტის საშუალებით აჩვენეს მშრალ და ნედლ შეშას შორის წვის პროცესში განსხვავება. ასევე გააცნეს ხე-ტყის მოპოვების წესები სამართლის დარღვევის შემთხვევაში სანქციები და ჯარიმები. ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლი „მეტი სითბო- ნაკლები შეშა“ საინტერესო აღმოჩნდა - შეშის საუკეთესო ალტერნატივის ბიომასის ბრიკეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრის მონაწილეებისთვის ეს უცნობი იყო. ყურადღება გაამახვილებინეს ბრიკეტის უპირატესობებზე შეშასთან შედარებით. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კლუბის წევრებმა შეკრებილებს კომპიუტერის დახმარებით აჩვენეს ბრიკეტის დამამზადებელი აპარატი და დამზადების პროცესი. გააცნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გახსნილი მსგავსი საწარმოს მუშაობის პროცესი. ყოველივე ამით კლუბის წევრებმა მოსახლეობა დააინტერესეს რომ მსგავსი საწარმოს გახსნა ნებისმიერ სოფელში თუ ქალაქში შესაძლებელია, რაც დაზოგავს ტყის საფარს. ერთ-ერთი მონაწილის კითხვაზე, რომ უახლოეს დროში შესაძლებელია ბუნებრივი აირით გათბობის საშუალებების ჩანაცვლება პრეზენტატორებმა გარკვევით აუხსნეს, რომ ბიომასის ბრიკეტი არის ეკოლოგიურად სუფთა ბევრად უფრო იაფი და უსაფრთხო საშუალება.

კოლხური ბზა

. კოლხური ბზის ამბავი ძალზე პოპულარული თემაა და საზოგადოება მეტ-ნაკლებ ყურადღებას იჩენს მის მიმართ, მოკლედ ამ თემას იყენებენ სხვადასხვა მიზნებისთვის(, ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრებმაც (მეგი ნაჭყებია, მარიამ ნაჭყებია, ლუკა შენგელია, ილონა შენგელია, ზვიად ცირდავა, თაკო გახარია, ბექა გახარია, ვახო ბაძაღუა, მაია მებონია, ლანა თოლორდავა )ვერ აუარეს გვერდი ამ ფაქტს, მითუმეტეს აღნიშნული მცენარის ლოკაციის ადგილას რამდენიმე კილომეტრი აშორებთ.პირველ რიგში, მოიძიეს ინფორმაცია ბზის შესახებ. მარადმწვანე, ჟანგბადის უზარმაზარი წყარო,ტყეების მშვენება, ფერდობების ჩამორეცხვებისგან დამცავი, უნიკალური სამშენებლო რესურსი დღეს გადაშენების პირასაა.ბზის გადარჩენას ცდილობს ბევრი ორგანიზაცია სამთავრობო თუ არასამთავრობო, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. კლუბის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი თვალით ენახათ, თუ რა განსაცდელის წინაშეა ბუნების ეს უნიკალური ქმნილება.ნანახმა მოლოდინს გადააჭრბა,გულსაკლავად გამოიყურებოდნენ კოლხური ბზის კორომები, სიცოცხლეწართმეულები, ხავსით შემოსილები. რეინჯერ როლანდ ცირამუას თქმით ბზის მტერი მწერი ალურა ყოფილა, კიდევ სოკოვანი დაავადება-ბზის სიდამწვრე, კიდევ ადამიანების მიერ მისი განუკითხავი მოჭრა საშენ მასალად , რასაც ემატება ბზობის დღესასწაულისთვის მისი გამოყენება. რამდენჯერმე შეწამვლის მიუხედავად ბზის ავადმყოფობა პროგრესირებს, ის თითქმის არ ცოცხლობს.კლუბის წევრები დაინტერესდნენ, თუ როდის შეიწამლა ბზა ლუგელას ხეობაში, ბატონ რეინჯერს ასეთი ფაქტი არ ახსოვს მისი მუშაობის პერიოდში. ბავშვებისთვის გაუგებარი იყო ის ფაქტი, თუ რატომ არ შეძლება აიკაფოს გამხმარი ბზა და დაირგოს ახალი ნერგები.მითუმეტეს ნერგების შოვნა არაა რთული,არსებობს კერძო სანერგეები, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციები. რეინჯერის თქმით, თვითნებურად მისი მოჭრა(თუნდაც გამხმარის), აკრძალულია.გამონაკლის შემთხვევაში უნდა გქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული დოკუმენტი ნებართვის შესახებ. კლუბის წევრებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ დროულად და თანმიმდევრობით რომ შეეწამლათ ბზა, ის გადარჩებოდა. ხეობიდან დაბრუნებულები შეხვდნენ სოფელ მუხურის რწმუნებულს, მერის წარმომადგენელს სოფლის ადგილობრივ ერთეულში ბატონ იგორ თოლორდავას.კითხვაზე --თუ როდის შეიწამლა ბზა და თუ ვინმე ზრუნავს მის გადასარჩენად, გარკვეული პასუხი ვერ მიიღეს. გაირკვა, რომ ასეთ საკითხებზე სატყეოს სააგენტო მუშაობს. იმის ,,შიშით“, რომ იქაც მსგავს პასუხს მიიღებდნენ, ამ ჯერზე დროებით ,,შესვენება“ გადაწყვიტეს. ბზის გადარჩენა რომ შესაძლებელია ქიმიური საშუალებით, ამას მოწმობს ჩხოროწყუს ცენტრში მოვლილი ბზის ბუჩქები. მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ბზის გადარჩენა ლუგელას ხეობაში თითქმის შეუძლებელია. იქიდან მონაბერ ჰაერს არასდროს არ შეაზავებს ბზის განუმეორებელი სურნელება. ისღა დარჩენიათ, შეუერთდნენ UNDP(CEF) მცირე გრანტების პროგრამის მხარდამჭერ ჩხოროწყუელ მოსწავლეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ბზის კონსერვაციაში.საკუთარ ეზოებში,სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე დარგონ და მოუარონ, თუმცა ეს არ შეცვლის მის ბუნებრივ ადგილსამყოფელს, სადც მეტი სარგებლობა მოჰქონდა ადამიანებისათვის.

ჯანსაღი გარემო

ეკოკლუბის წევრების უპირველესი საზრუნავი ჩვენს ირგვლივ არსებული გარემოა. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოწესრიგებულ გარემოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამასთან ჩვენი სოფელი-მუხური ტურისტული ზონაა, რაც გვავალდებულებს სტუმრებისთვის ის მიმზიდველი იყოს. ხშირად ვასუფთავებთ ტერიტორიებს, ვიყენებთ ჩვენს მიერ დაზადებულ ბანერებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ერთად ვიზრუნოთ მოწესრიგებული გაარემოსთვის.

Wednesday, February 27, 2019

,,ბავშვთა სოფელი"

2018 წლის 16 ნოემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკო კლუბ ეგრისის გუნდის წევრები (ილონა შენგელია, ბექა გახარია, მეგი ნაჭყებია, მარი ნაჭყებია, ზვიადი ცირდავა, თაკო გახარია, ლანა თოლორდავა და მაია მებონია) ეწვივნენ ჩხოროწყუს მცირე საოჯახო ტიპის სახლ ,, ბავშვთა სოფელს“ რომელიც ფუნქციონირებს შვიდი წელია ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაცია SOS -ს ეგიდით. სტუმრობის მიზანი იყო კლუბის წევრებს გაეცნოთ იქ მცხოვრები ბავშვები, გაეგოთ თუ როგორ ცხოვრობდნენ, რა აწუხებდათ, რა უხაროდათ. აღნიშნულ სახლში ამჟამად ცხოვრობს რვა ბავშვი, რომლებსაც მზრუნველობას არ აკლებენ დედობილი ეკა შენგელია და მამობილი ბესიკ ლაგვილავა. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გარემონტებულ სახლში ბავშვები თავს დაცულად გრძნობენ. სიმყუდროვე, სისუფთავე, წესრიგი თვალშისაცემია. ბავშვები დადიან სკოლაში ჩვეულებრივად მეცადინეობენ, ზოგიერთი მათგანი მისდევს სპორტს, არიან ისეთებიც , რომლებსაც უყვართ ხატვა, მუსიკა. უვლიან შინაურ ცხოველებსაც. აქვთ მოწესრიგებული ეზო. შეხვედრის დროს სტუმარი და მასპინძელი ბავშვები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შეხედულებებს, ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე. აღნიშნული იქნა რომ ასეთი სტუმრობა იქნებოდა მრავალჯერადი, როცა მოესურვებოდათ მათ შეეძლოთ წვეოდნენ მუხურის საჯარო სკოლაში. გუნდის წევრები დარწმუნდნენ რომ მსგავსი ტიპის სახლები მზრურნველობა მოკლებული ბავშვებისთვის აუცილებელია მითუმეტეს ისეთი როგორიც ჩხოროწყუში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლია.

სტუმრად მეღვინე-მკვლევარ მიშა ცირდავასთან

2018 წლის 18 ნოემბერს მუხურის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები( მეგი ნაჭყებია, თაკო გახარია, ილონა შენგელია, ზვიად ცირდავა, ლუკა შენგელია, ვახტანგ ბაძაღუა, ბექა გახარია, ლანა თოლორდავა, მარიამ ნაჭყებია და მაია მებონია ), ეწვივნენ მეღვინე-მკვლევარ მიშა ცირდავას. (ცხოვრობს სოფელ მუხურში).ბატონი მიშა უკვე მესამე წელია დაინტერესებულია თითქმის მივიწყებული მეგრული ჯიშის ვაზის მოძიებით და მისი პოპულარიზაციით, ხშირად ჩანს სხვადასხვა მედიასივრცეში, გამოდის კონფერენციებზე, ხვდება უცხოელ სტუმრებს. ეკოკლუბის წევრებმა საჭიროდ ჩათვალეს ასეთ საინტერესო პიროვნებას წვეოდნენ და თვითონ გაცნობოდნენ საინტერესო ინფორმაციას. აი, რა უამბო მიშამ ბავშვებს: კოლოში, ჭვიტილური,ჩექობალი, მაჭვატური და კიდევ 60- მდე სახეობის ვაზი ხარობდა სამეგრელოს მთიან ნაწილში, ისტორიული წყაროების მიხედვით აქ საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ, თუმცა მეგრული ჯიშების დიდი ნაწილი განადგურდა, რის გამოც მეგრულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ. მიშა ფიქრობს, რომ სხვა გარემოში გამოყვანილი ნერგები ბუნებრიობას კარგავენ, ამიტომაც ძველ ჯიშებს ისევ სამეგრელოში ეძებს, განსაკუთრებით დაინტერესებულია ჭვიტილურით და კოლოშით. დიდი ხნის ძებნის შემდეგ , მიაკვლია და თავის ეზოში გაახარა. ჭვიტილური სამეგრელოს აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი მაღალხარისხოვან საღვინე ჯგუფს მიეკუთვნება. იზრდებოდა მაღლარად, რადგან ამგვარი ვაზების მოვლა გაძნელებული იყო,მოსახლეობამ იგი ნელ-ნელა უყურადღებოდ მიატოვა, ამას დაემატა სოკოვანი დავადებები, ფილოქსერა და თითქმის გადაშენების გზაზე დადგა.დღევანდელი მონაცემებით სპეციალისტებმა ჭვიტილურის ღვინოს ახასიათებს ჰარმონიულობა, სასიამოვნო გემო, ბუკეტიანობა, ნორმალური ალკოჰოლიანობა, ამასთან კარგად ინახება და ტრასპორტაბელურია. მიშა ცირდავას ღვინის მარანი მშენებლობოის პროცესშია, ქვევრების ჩადების პროცესს ესწრებოდნენ ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები, მათ დააგემოვნეს ღვინო(ჯერჯერობით ყურძენს მეღვინე სხვისგან იძენს და ღვინოს მცირე რაოდენობით აყენებს), ბავშვების სტუმრობის დროს კოლოში უკვე გამზადებული ჰქონდა დასაწურად.მარანის სახელწოდებაა--ობენე. მეგრულ ღვინოს ევროპის ბაზარზე გასვლის პერსპექტივა აქვს--დარწმუნებულია მკვლევარ-მეღვინე, რაც ამ კუთხის მაცხოვრებლების ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის საწინდარია. მასპინძელმა კიდევ ერთ საინტერესო ნივთზე გააკეთა აქცენტი-ეს იყო მეძუძური დედის ქანდაკება თასით ხელში(ბრინჯაოსგან დამზადებული).ამ ქანდაკების ორიგინალი აღმოჩენილია სოფელ ცაიშში(ზუგდიდი) ძვ.წ. მე-6-7 სს. თარიღდება და უსწრებს ვანში ნანახ ,,თამადის“ ქანდაკებას. ბატონმა მიშამ ჩათვალა, რომ როგორც მეღვინეს, რომელიც აპირებს ამ საქმიანობის გაფართოებას სიმბოლურად ჰქონოდა ეს ნივთი, დასტური იმისა , რომ კოლხეთი უძველესი მეღვინეობის მხარე იყო. მიზანი, მოსწავლეები გაცნობოდნენ თანასოფლელ მიშა ცირდავას წამოწყებულ საქმიანობას, მიღწეულიქნა, ამასთან დარწმუნდნენ, მათ მშობლიურ კუთხეს ტურიზმის მხრივ პერსპექტივა გაუჩნდება.

ეკოკლუბი ,,ეგრისი"

2018 წლის 24 ოქტომბერს გუნდ ,,ეგრისის" წევრები( ლანა თოლორდავა, ილონა შენგელია, მეგი ნაჭყებია, თაკო გახარია) შეხვდნენ ჩხოროწყუს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ რომან თოლორდავას, იმ მიზნით, რომ მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ფლორის ენდემური ჯიშების შესახებ . რომან თოლორდავამ გუნდის წევრებს ყურადღება გაამახვილებინა კოლხურ ყოჩივარდაზე , როგორც ენდემური ჯგუფის მცენარეზე .აღნიშნა, რომ ეს მცენარე აღმოჩენილია ჯერ კიდევ ნიკო კეცხოველის სიცოცხლეში მისი ექსპედიციის წევრების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე, 2010 წელს კი ილიას სახელობის უნივერსიტეტის ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა ჯგუფმა, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ქიუს ბოტანიკური ბაღის მილენიუმის თესლის ბანკის პარტნიორია, აღმოაჩინა კოლხური ყოჩივარდის გავრცელების ახალი უბნები დასავლეთ საართველოში . ინფომრაცია ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა, რადგანაც აღნიშნული მცენარე ხარობს ხობისწყლის ხეობაში . დოლომიტიანი-კირქვიანი კლდეების ნაპრალებში . მცენარეს გადაშენების საფრთხე ემუქრება ამიტომ მიმიდნარეობს მისი კონსერვაცია . გუნდის წევრებმა მიიღეს გდაწყვეტილება, რომ ეწვიონ ღუნჯას ხეობას, მოიძიონ კოლხური ყოჩივარდა წამოიღონ მისი ბოლქვები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან გაახარონ . შეუქმნან მას შესაფერისი პირობები და ამით წვლილი შეიტანონ მისი გადაშენების თავიდან აცილებაში , რადგანაც ეს მცენარე არის როგორც სამკურნალო ისე დეკორატიული მნიშვნელობის, ყოჩივარდა ხალხურ მადიცინაში გამოიყენება ღვიძლის და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, პრონტიტის და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ, ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს. სისტემატიური თავისტკივილის დროს ცხვირის ნესტოებში ფესური თბილი წვენს იწვეთებენ. ყოჩივარდას ფესურის პრეპარატებს ხალხური მედიცინა იყენებს მენსტრუაციის დარღვევების და მასთან დაკავშირებული ნერვული აგზნებულობის დროს. რეკომენდირებულია აგრეთვე საჭმლის მონელების მოშლის და რევმატული ტკივილების შემთხვევაში. მდგრადი განვითარების მე- 15 მიზნიდან გამომდინარე აუცილებელია ზრუნვა აღნიშნული მცენარის კონსერვაციისათვის.