Wednesday, February 27, 2019

,,ბავშვთა სოფელი"

2018 წლის 16 ნოემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკო კლუბ ეგრისის გუნდის წევრები (ილონა შენგელია, ბექა გახარია, მეგი ნაჭყებია, მარი ნაჭყებია, ზვიადი ცირდავა, თაკო გახარია, ლანა თოლორდავა და მაია მებონია) ეწვივნენ ჩხოროწყუს მცირე საოჯახო ტიპის სახლ ,, ბავშვთა სოფელს“ რომელიც ფუნქციონირებს შვიდი წელია ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაცია SOS -ს ეგიდით. სტუმრობის მიზანი იყო კლუბის წევრებს გაეცნოთ იქ მცხოვრები ბავშვები, გაეგოთ თუ როგორ ცხოვრობდნენ, რა აწუხებდათ, რა უხაროდათ. აღნიშნულ სახლში ამჟამად ცხოვრობს რვა ბავშვი, რომლებსაც მზრუნველობას არ აკლებენ დედობილი ეკა შენგელია და მამობილი ბესიკ ლაგვილავა. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გარემონტებულ სახლში ბავშვები თავს დაცულად გრძნობენ. სიმყუდროვე, სისუფთავე, წესრიგი თვალშისაცემია. ბავშვები დადიან სკოლაში ჩვეულებრივად მეცადინეობენ, ზოგიერთი მათგანი მისდევს სპორტს, არიან ისეთებიც , რომლებსაც უყვართ ხატვა, მუსიკა. უვლიან შინაურ ცხოველებსაც. აქვთ მოწესრიგებული ეზო. შეხვედრის დროს სტუმარი და მასპინძელი ბავშვები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შეხედულებებს, ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე. აღნიშნული იქნა რომ ასეთი სტუმრობა იქნებოდა მრავალჯერადი, როცა მოესურვებოდათ მათ შეეძლოთ წვეოდნენ მუხურის საჯარო სკოლაში. გუნდის წევრები დარწმუნდნენ რომ მსგავსი ტიპის სახლები მზრურნველობა მოკლებული ბავშვებისთვის აუცილებელია მითუმეტეს ისეთი როგორიც ჩხოროწყუში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლია.

No comments:

Post a Comment