Saturday, November 11, 2017

სასწავლო პროექტი "უტყვი მეტყველი"




პროექტის აქტუალობა
აწმყო და მითუმეტეს მომავალი წარსულის გარეშე მყიფეა თითქმის ყველა ადამიანი მიისწრაფვის იქითკენ, რომ კარგ გააცნობიეროს როგორ ფესვებზე დგას, საიდან მოდის, რომ ასე უკეთესად შეეძლოს მომავალი ცხოვრების შენება.

რობლემა

 ისტორიის სახელმძღვანელოში უფლისციხის შესახებ ცნობები მწირეა, შეუძლებელია მასზე დაყრდნობით მოსწავლეებს შეექმნა მის მნიშვნელობაზე წარმოდგენა. ამასთან, მოსწავლეებს ისტორიული ძეგლი არ ჰქონდათ ნანახი
მიზანი 
უფლისციხის შესახებ ინფორმაციების მოძიება, გაგება იმის, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ ძეგლს აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ მისი შუაგულისთვის; დათვალიერების მომენტში თეორიულად მოძიებული მასალების რეალობაში გადატანა, ძეგლის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობეის ფუნქციების გარკვევა

ამოცანები
მოძიებული მასალების დახარისხება, შეჯერება, შეხვედრების ორგანიზება, მოსწავლეების შესაძლებლობების გამოვლენა ექსკურსიის დაგეგმვა და განხორციელება (სპონსორის მოძიება, ტრანსპორტი), ექსკურსიის დღის სწორად და მიზანმიმართულად წარმართვა, ვიდეო და ფოტო მასალების   გადაღება, პრეზენტაციისთვის მზადება. განსავითარებელი უნარები ურთიერთთანამშრომლობის,    ანალიზის, სინთეზის, კვლევის, დახარისხება-შეჯერების.

მოსალოდნელი შედეგები

მოსწავლეები თავს გაართმევენ უფლისციხის ისტორიის    მოძიებას და შესწავლას. ექსკურსიის დროს კი გულდასმით დაათვალიერებენ ძეგლის კომპლექსს, გაერკვევიან სხვა და სხვა ნაგებობების დანიშნულებაში, შეძლებენ დასკვნების       გაკეთებას და პრეზენტირებას.


სვლელობა  - ოქტომბრის პირველივე რიცხვებიდან დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, დავალებები განაწილდა მერვე მეცხრე კლასის მოსწავლეებს შორის, მუშაობა წარიმართა ოთხ ეტაპად: პირველი ეტაპი 1-6 ოქტომბერი - უფლისციხის შესახებ ინფორმაციის მოძიება; მეორე ეტაპი 6-10 ოტქომბერი - ექსკურსიის დეტალების დადგენა და ძეგლის დასათვალიერებლად გამგზავრება. მესამე ეტაპი 10-15 ოქტომბერი - გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალების დახარისხება და ატვირთვა. 15/10 - 5/11 -მეოთხე ეტაპი - მზადება პრეზენტაციისათის და საჯარაოდ წარდგენა.


პირველმა პრეზენტატორმა წარმოადგინა მარშრუტი ჩვენი სოფლიდან (ჩხოროწყუს რაიონი სოფ.მუხური) გორის რაიონ სოფელ უფლისციხემდე.

მეორე და მესამე პრეზენტატორებმა წარმოადგინეს უფლისციხის ისტორია და ძეგლის შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები. 

საქართველოში  სამი  უდიდესი  კლდეში  ნაკვეთი  კომპლექსი  არსებობს  :უფლისციხე,  დავით-გარეჯა  და  ვარძია.  ამათგან  უძველესია  უფლისციხე.
    უფლისციხე  მდებარეობს  მტკვრის  მარჯვენა  სანაპიროზე, ქალაქ  გორიდან  10  კილომეტრის  მანძილზე,  კვერნაქის  ქედის  სამხრეთ  ფერდობზე.
       უფლიციხე  საქართველოში  ანტიკური  ხანის  ერთადერთი  ძეგლია,რომელიც  ამჟამად  მიწის  ზემოთაა  შემორჩენილი.იგი  წარმოადგენს  ანტიკურ  ქალაქს, რომელიც  კლდეშია  ნაკვეთი  და  აქვს  ქუჩები,  მოედნები,წყალსაწრეტი  არხები,სხვადასხვა  ნაგებობები,  ოთხი  კარიბჭე,  მტკვარზე  ჩამავალი  საიდუმლო   გვირაბი,  გალავანი  და  სხვა...
   ძვ.წლის  მე-2  და  1-ლ  ათასწლეულების  მიჯნაზე  უფლისციხის  მიდამოები  ერთ-ერთ  ძლიერ  თემს  საცხოვრებლად  გამოუყენებია.
  ძვ.წ.  მე-10--მე-6 სს. უფლისციხე  შიდა  ქართლის  გაბატონებული  თემის  ბელადის(უფლის)  ციხეა.როგორც  ჩანს,  სწორედ, ამ  დროს  შეერქვა  მას  უფლიციხე--,,უფლის“,  ,,ბელადის“  ციხე-ქალაქი. 
     არსებობს  ლეგენდა,  რომ  უფლისციხე  მონების  მიერაა  აგებული. მონას  აძლევდნენ წერაქვს, რომლის  პირიც  უბრალო  ლითონის  იყო,  ხოლო  შემდეგ  ძვირფასი  ლითონი  მოდიოდა.  მონას  მანამ  უნდა  ემუშავა,  სანამ  უბრალო  ლითონი  არ  გაიცვითებოდა,  მერე  საჩუქრად  თავისუფლებას  და  ძვირფას  ლითონს  იღებდა.
  არქეოლოგიური  მასალები  ამტკიცებს,  რომ  აქ  მოსახლეობა  ძვ.მე-16-15სს.  უკვე ცხოვრობდა, უკვე  მე-10-მე-6სს  უკვე  სატაძრო  ქალაქია,  ახალი  წლის  1-3 სს კი  უკვე  მნიშვნელოვანი  სამხედრო-სტრატეგიული  მნიშვნელობის   და  საკულტო  ქალაქია.
      ქრისტიანობის  შემოღების  შემდეგ  ქალაქის  როლი  შესუსტდა,  მაგრამ  ციხე- სიმაგრედ  მაინც  დარჩა.   მონღოლთა  შემოსევების  შედეგად ის  როგორც  ქალაქი  საბოლოოდ  მოიშალა. უკანასკნელ  საუკუნეებში  ის  მწყემსების  თავშესაფარი  გახდა,  ამიტომაცაა  კედლები  გამურული.1920  წელს  მიწისძვრამ კომპლექსი დააზიანა.
გათრების შედეგად ნაპოვნია მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ჭურჭლის ფრაგმენტები.
უფლისციხე დაკავშირებული იყო აბრეშუმის გზასთან. დღესაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი, კვერნაქის ქედიდა გამოყვანილი იყო წყალსადენი. ასევეგვირაბის მეშვეობით უკავშირდებოდა მდინარე მტკვარს.
დარბაზები და ნაგებობები გამოირჩევა არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით. ანტიკური თეატრონი გამოირჩევა დახვეწილი ორნამენტებით, შუაში სცენით, მაყურებელთა დასაჯდომით. თეატრონიდან „თამარის დარბაზისკენ „ მიმავალ გზაზე გვხვდება საპყრობილე, რომელიც ორმოს წარმოადგენს.
VI საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოუკვეთავთ დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა. უფლისწულის ეკლესია, რომელიც აგებულია კლდოვან საფუძველზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეკლესია ყოველგვარი საძირკვლის გარეშე თავად კლდეზეა აგებული. ამბობენ, რომ მშენებლები კვერცხის გულს იყენებდნენ. დღეს ტაძარი განახლებულია.
ეკლესიის გარეთ არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და 16 წელი რომ შეუსრულდებოდა ქვევრს ეკლესიაში ტოვებდნენ.

თანამედროვე პერიოდში კომპლექსი ნელ-ნელა ზიანდება, ბევრ ნაგებობას ემუქრება დაშლა, როგორც გიდმა აღნიშნა, მას სჭირდება რესტავრაცია და დაცვა, რაც ამ ეტაპზე არ ხერხდება.







  




















Friday, November 10, 2017

შიდა დაკვირვების გაკვეთილი

1.კლასი
VII
2.მოსწავლეთა რაოდენობა
8
3.სსს.მ მოსწავლე
არ არის
4.გაკვეთილის თემა
რომის იმპერია
5.ესგ-თი გათვალისწინებული სტანდარტი
ისტ. VII 1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან    
     2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მხარის და გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა რუკაზე;
     ისტ. VII 3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფო მმართველების ფორმები.
      ისტ. VII 4.მოსწ. შეუძლიათ იმსჯელონ პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
      ისტ. VII 5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომდგენლები.
     ისტ. VII  6.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
    
                                                                                                                 
6.მიზანი
სახელმწიფოს მმართველობის ფორმების-მონარქიის, იმპერიის, რესპუბლიკის არსში გარკვევა, გაიგებენ თუ როგორ ხორციელდებოდა დასახელებული მმართველობის ფორმები რომში, შეადარებენ სხვა ქვეყანაში არსებულ რეჟიმებს, გაანალიზებენ დადებით და უარყოფით მოვლენებს რომის საშინაო და საგარეო ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, შეაფასებენ და დასკვნას გააკეთებენ-არსებობდა ( ან არსებობს ) იდეალური მმართველობის ფორმები.
7.ამოცანები
მოსწავლეებს მოუწევთ განვლილი მასალიდან მსგავსი თემების შედარება, პოლიტიკური რეჟიმების, ფორმების განსხვავებულობის აღმოჩენა. მოძიებული მასალების და სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის შეჯერება, დემონსტრირება პრეზენტაციის, გონებრივი იერიშის დახმარებით. ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა ფუნქციების მორგება, მსჯელობა,კომპიუტერის დახმარებით სლაიდ-შოუს გაკეთება, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების გაკეთება
8.განსავითარებელი უნარ-ჩვევები
მსჯელობა, ანალიზი, სინთეზი, აღწერა, კვლევა, შეფასება, ფაქტების დახარისხება.
9.მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას მმართველობის ფორმების შესახებ კონკრეტული სახელმწიფოს მაგალითზე ( რომი) შეადარებენ სხვა ქვეყნის მმართველობის ფორმასთან.სხვადასხვა  იმპერატორების  მმართველობასთან  დაკავშირებით   ქვეყანა  რა  შემთხვევაში  აღწევდა  წარმატებებს  პოლიტიკაში,ან  წარუმატებლობას.ყურადღებას  გაამახვილებენ  რომის  იმპერიის  განვითარების  ძირითად  ეტაპებზე.
10.რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  თაბახის ფურცლები, მარკერები, ფორმატის  ქაღალდები,
11.გაკვეთილის  მსვლელობა, მენეჯმენტი
ა)აქტივობა--საორგანიზაციო  საკითხების მოგვარება            1 წთ      
ბ)მოტივაციის ამაღლების  მიზნით  პოზიტიური  ფრაზებით  მოსწავლეების  გამხნევება ,საინტერესო  ინფორმაციის    გაჟღერება   2  წთ                                                                                                                        
გ)გაკვეთილის  მიზნის  დემონსტრირება 1წთ                                             
დ)წინარე  ცოდნის  გამოსავლენად  გონებრივი  იერიშის  გამოყენება, წერითი  დავალების  შემოწმება,  მოსწავლეების  მიერ  მოპოვებული  ინფორმაციების პრეზენტირება--ინდივიდუალურად  წარმოადგენენ  თავიანთ  ნაშრომებს  10 წთ                                                  
ე)ახალი მასალის  ტექსტის  გაცნობის  მიზნით  მოსწავლეების  დაყოფა  ორ  ჯგუფად, დავალებების  მიცემა                                            
1-ლი  ჯგუფის  დავალება ----ა)ერთპიროვნული  მმართველობის  დამყარება--იულიუს  კეისარი  ბ)კეისრის  მემკვიდრეები  --ოქტავიანე  და  ანტონიუსი  გ)რომის  ,,ოქროს  ხანა“                                   
      კითხვები,  რომლებსაც უნდა  გასცენ  პასუხები:                                     
1.რატომ  შეექმნა  რესპუბლიკას  საშიშროება ?                                                      
2.როგორ  შეძლო  კეისარმა     ერთპიროვნული  მმართველობის დამყარება  ?                                                                                                              
3.სად დაუშვა  კეისარმა  შეცდომა ,რომლის  მსხვერპლი  შეიქმნა  ?     
4.რა  გავლენას  ახდენს ძალაუფლებისთვის  ბრძოლა  ახლობელი  ადამიანების   ურთიერთობაზე   ?                                                                       
5,რა  იყო  ავგუსტუსის  წარმატების  საწინდარი?                                                              
მე--2  ჯგუფის  დავალება----ა )რომის იმპერიის   მიერ  ტერიტორიების დაპყრობა  დამორჩილების  გაგრძელება                           
ბ)ტრაიანე                                                                                                                  
გ),,ნაშვილები  კეისრების“  ხანა                                                                           
დ)მარკუს  ავრელიუსი                                                                                      
ე)მე-3  საუკუნის  შუა  ხანები--კრიზისი  რომში                                          
ვ)იმპერატორი  დიოკლეტიანე (დომინანტობა,დეცენტრალიზაცია,ქრისტიანობის  დევნა,  იმპერიის  დაშლის  ნიშნები)                                                                             
     კითხვები:  1)რამ  გამოიწვია  ,,ნაშვილები  იმპერატორების“           
ასპარეზზე  გამოსვლა                                                                                    
2)რას  უკავშირდებოდა  მე-3  სუკ. შუა  ხანების  კრიზისი                     
3)დიოკლეტიანეს  რეფორმებს  შეეძლო  თუ  არა  იმპერიის შენარჩუნება                                                                                                    
      ჯგუფების  მუშაობა--10წთ                                                                        
ვ)პრეზენტაციის   გაკეთება 3-3  წუთი                                                         
ზ)კითხვებზე  პასუხის  გაცემა 2-2 წთ                                                          
თ)მინი--დისკუსია--მართველობის  რომელ  ფორმას  მიიჩნევთ  რომისთვის  საუკეთესოდ? 5 წთ                                                                   
ი)საშინაო  დავალება--ინფორმაციის  მოძიება მათთვის  საინტერესო  იმპერატორზე, ან მოვლენაზე.                                             
  დასაწერად---თხზულება  რომის  იმპერიის  განვითარების  ძირითადი   ეტაპები                                                                                      
კ)შეფასება--(3  წთ) მოსწავლეების  მიერ  თვითშეფსება,მასწავლებლის  მიერ  მოსწავლეების  განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი  შეფასება
                                                                                                                                                                              
            



მუხურის  საჯარო  სკოლის  ისტორიის  პედაგოგის  მაია  მებონიას  შიდა  დაკვირვების  გაკვეთილის 
                        რეფლექსია
გაკვეთილი  ჩავატარე  2017  წლის  30  ოქტომბერს
    კლასში  ირიცხება  8  მოსწავლე .  გაკვეთილს  ყველა  ესწრებოდა.
გეგმით  განსაზღვრული  საკითხების  მოდიფიცირება  არ  დამჭირვებია.
გაკვეთილი  შეესაბამებოდა  ესგ--თი  გათვალისწინებულ  სტანდარტებს;მიუხედავად  იმისა,  რომ აღნიშნულ  თემას  ეთმობა  ორი  საგაკვეთილო  საათი(რომის  რესპუბლიკა  1სთ.  რომის  იმპერია-1  სთ.),მოსწავლეებმა  ასაკის   შესაფერისად  შეძლეს  დაეკავშირებინათ  ფაქტები და  მოვლენები  რომის  ისტორიულ  ეპოქასთან;
    საზღვრავდნენ  რომის  გეოგრაფიულ  მდებარეობას და  ასევე   მის  მიერ  დაპყრობილ  ტერიტორიებსაც.
    შეძლეს  დაეხასიათებინათ  და  ემსჯელათ  რომის  მმართველების მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაზე;
     რომის მმართველობის ფორმები შეადარეს საბერძნეთის დემოკრატიულ და ასურეთის იმპერიულ მმართველობას;
      ასევე შეძლეს გამოეყოთ რომის სოციალური სტრუქტურა;
     და ბოლოს გაიაზრეს თუ როგორი სირთულით ხასიათდებოდა რომში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრება.
   გაკვეთილის მიზანი კარგად იყო ფორმურლირებული, რაც დაგვეხმარა მე და ჩემს მოსწავლეებს გაკვეთილის პროცესის მობილიზებულად წარმართვაში;
   მოსწავლეებისთვის ნათლად მქონდა განმარტებული თემის სირთულე და მასთან დაკავშირებული საკითხების მრავალფეროვნება. უნდა ვთქვა, რომ მოსწავლეები მეტ-ნაკლებად მოეკიდნენ თემის შესწავლას.
  სასწავლო გარემო პასუხობდა საგაკვთილო მოთხოვნებს. გამოვიყენეთ გეგმით გათვალისწინებული რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერები, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფორმატის ქაღალდები.
   საკლასო ოთახში წინასწარ მქონდა გაკრული შეფასების რუბრიკები სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით. ასევე საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებული ილუსტრაციები და პლაკატები.
    გაკვეთილი დავიწყე ხალისიანად, პოზიტიური ფრაზებით, კომპიუტერის დახმარებით ერთ-ერთმა მოსწავლემ კლასს წარუდგინა თავისი გაკეთებული სლაიდ-შოუ რომისთვის დამახასიათებელ ისტორიულ მოვლენებზე. მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ ნაჩვენები ფოტოსურათები. ერთობლივმა შეძახილებმა მოსწავლეები გაამხნევა და ამით შევძელი მათი მომზადება წინარე ცოდნის გამოვლენისთვის. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა მოკლე პრეზენტაცია მოძიებული მასალების და სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის შეჯერების შედეგად.
       მასალის მოცულობის სიდიდისგან გამომდინარე გეგმით გათვალისწინებულ დროს გადავამეტე ხუთი წუთით. წინარე ცოდნის გამთლიანების მიზნით მივმართე გონებრივი იერიშის მეთოდს. ბოლოს დავსვი კითხვა: რამ განაპირობა რესპუბლიკის რღვევა რომში?. პასუხმა ლოგიკურად გადაგვიყვანა ახალ მასალაზე. რადგანაც დამთავრება და დაწყება ორივე იულიუს კეისარს ეხებოდა.
       ახალი მასალის ტექსტის გაცნობის მიზნით კლასი დავყავი ორ ჯგუფად. დავალებები განვუმარტე როგორც ვერბალურად, ასევე წერილობით მივეცი. მუშაობის დაწყებისთანვე გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ვერ თანამშრომლობდნენ, უყურადღებოდ ეკიდებოდნენ ტექსტის კითხვას. მომიწია მათთან ინდივიდუალური მუშაობა, ვაძლევდი მითითებებს.   დროის  ამოწურვის  გამო ვერ  ახერხებდნენ  მთავარი  კითხვების  მომზადებას, ამიტომაც  ყოველი  შემთხვევისთვის  წინასწარ მომზადებული  კითხვების  საშუალებით  დავეხმარე. პრეზენტატორებმა  ძირითადად  შეძლეს  მონახაზი  გაეკეთებინათ ,გადმოეცათ  მათთვის  გასაგები ფაქტები  და  მოვლენები.გამთლიანების  მიზნით  ჩემი  აქტიური  ჩარევით--განვმარტეთ  მათთვის  გაუგებარი  ცნებები  და  ფრაზები, როგორიცაა:  დომინანტი,  პრინციპატი,  დეცენტრალიზაცია და   ა. შ.
    საჭირო  იყო  გამოწვევა, რომ   კლასს  გაგებული  მასალა და  მიღებული  ცოდნა  რა  შემთხვევაში  გამოეყენებინათ,  ამიტომაც მივმართე  მინი-დისკუსიას, ბავშვები  აქტიურობდნენ, ჩვენს რეალობასთან  გადმოჰქონდათ რომისა  და  ათენის  დემოკრატიული  მმართველობის  ნიშნები  და გამოთქვეს  უკმაყოფილება,  რომ  მიახლოებულიც  არა  ვართ  დემოკრაატიის   სტანდარტებთან.
    საშინაო დავალების  პირობა  წინასწარ  დაწერილი  მქონდა  ფორმატის  ქაღალდზე,  რათა  მოსწავლეებს  აუჩქარებლად  შესძლებოდათ  მისი  აღქმა.
     შეფასება  ღიად  და  განმარტებებით  გავაკეთე.განმსაზღვრელი  შეფასება  ყველა  მოსწავლეს,  ხოლო  განმავითარებელი  შეფასების  დროს  ყურადღება  გავამახვილე როგორც  დადებით,  ისე  უაროფით  მხარეებზე,მომავალში  მოგვიწევს  ურთიერთთანამშრომლობაზე  ყურადღების  დათმობა,  სწრაფი  კითხვის  უნარების  შემუშავება,  მეტყველების  დონის  ამაღლება.
      მთლიანობაში  გაკვეთილი  იყო  დინამიური,  მოთხოვნებთან  შესაბამისი  ,მაგრამ მომავალში  მეტი  აქცენტი  უნდა  გავაკეთო    მოსწავლეთა  პროდუქტიულ  ინტერაქციაზე, სტრატეგიების ცოდნის  კონსტრუირებასა  და  რეფლექსია-გამთლიანების  ფაზაზე.

გაკვეთილზე გამოყენებული მასალები






















Friday, July 14, 2017

პროექტი - ქუჯი

პროექტის  სახელწოდება-    ქუჯი
2.იდეა(თემა)-ქუჯის  გამორჩეული  ადგილი  საქართველოს  ისტორიაში,როგორც  ერისთავის, მმართველის  და  როგორც  დადებითი  პიროვნული  თვისებებით  შემკული  ადამიანის
3.აქტუალობა-სეპარატიზმის  შედეგად  დანაწევრებული   საქართველოსთვის ქუჯისნაირი  პიროვნების  არსებობა  ქვეყნის  გამთლიანებისთვის  მიზანშეწონილი  იქნებოდა
4.მიზნები-ქუჯის  ,როგორც პოლიტიკურად  ერთგული  პარტნიორის,  ლიდერის  როლის  გაცნობიერება
5.მონაწილეთა  ასაკი-მეცხრე  კლასი---15  წელი
6.ვადები,ხანგრძლივობა-ერთი  თვე
7.მოსალოდნელი  შედეგები-გაეცნენ  ,,საქართველოს“  სოციალ-პოლიტიკური ვითარების  ფონზე  ეგრისის  საერისთავოს  მნიშვნელობას;მოიძიეს   ქუჯის  შესახებ ინფორმაცია,გაერკვნენ  ქუჯის  მიერ  ეგრისის  ქართლთან  მიერთების  არსში;  განაზოგადეს  ქუჯისა  და  ფარნავაზის  ურთიერთობის დეტალები
8.პროექტისთვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები-კომპიუტერი,  თაბახის   ფურცლები,  ფოტოაპარატი,  პროექტორი  ,ავტომანქანა
9.პროექტის  მსვლელობა-აენიშნულ  თემაზე  ინფორმაციის მირების  შემდეგ  მსწავლეებიინდივიდუალურად , ჯგუფურად,  წყვილებში  იწყებენ  მუშაობას---ქუჯის  შესახებ  ინფორმაციის  მოპოვებას;მასალები  შეაქვთ  კომპიუტერში,ორ-სამ  დღეში  ხდება  მოპოვებული  მასალების  განხილვა,მოსწავლეები  ერთმანეთთან  კონტაქტობენ  ინტერნეტის  დახმარებით,აკეთებენ  ალბომებს,ჩანახატებს.მასალების  თავმოყრის  შემდეგ  აკეთებენ  პრეზენტაციას  პროექტორის  დახმარებით.ვაწყობთ  ექსკურსიას  ნოქალაქევში(ციხე-გოჯში).დაბრუნების  შემდეგ  მოსწავლეები  წერენ   მხატვრულ-ისტორიულ  ესეს  ქუჯის  შესახებ
10.საგნებთან(საგნობრივ  ჯგუფთან )ეროვნუი  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი-
კავშირი  მყარდება  ქართულ -ლიტერატურასთან,გეოგრაფიასთან
მოსწავლეს  შეუძლია ა)დააკავშიროს  ფაქტები  და  მოვლენებიშესაბამის  ისტორიულ  ეპოქასთან ბ)მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს  კავკასიის  რეგიონი   გ)შეუძლია  დაახასიათოს  მშვიდობიანი  თანაარსებობის  აუცილებელი  პირობები   დ)შეუძლია   მხატვრულად  აღწეროს  ისტორილი  სინამდვილე
11.პროექტის  ხელმძღვანელი  მასწავლებელი-მაია  მებონია
12.ხელმძღვანლის  ელ.ფოსტა-Maiamebonia1961@gmail.com
13.პროექტის  ვებ-გვერდი|  ბლოგი-Maiamebonia.blogspot.com

მოსწავლის პრეზენტაცია

პრეზენტაცია

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის თემა
„ცივი ომის“ დროინდელი კონფლიქტები (ვიეტნამი, ავღანეთი)
დისციპლინა
ისტორია
სწავლების საფეხური,მოსწავლეთა რაოდენობა
8 კლასი,15 მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი
,,ცივი ომის“, როგორც უარყოფითი მოვლენის არსში გარკვევა, ზესახელმწიფოების მიერ  უდანაშაულო ქვეყნების  ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტების გამოვლენა, გაცნობიერება იმისა, რომ როგორც ქვეყანა არ აღმოჩნდე ბოროტი ზრახვების   სამიზნე, როგორც მოქალაქეს,ჰქონდეს სწორი გზის მოძებნის უნარი.
ისტორიულ წყაროებზე მუშაობის და საჭირო ინფორმაციის ამოღების უნარების განვითარება (იგულისხმება,როგორც ჩვეულებრივი წერილობითი, ისე ინტერნეტიდან მოპოვებული  მასალები)
ესგ-თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგები-ინდიკატორები
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები ისტორიულ ეპოქასთან.
შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები,განვითარება და შედეგები.
შეუძლია, დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობის აუცილებელი პირობები.
აქტივობები,მათი მიზნები და თანმიმდევრულად გამოყენება გაკვეთილზე.
მოტივაციის შექმნის მიზნით სახალისო, საინტერესო თემაზე ყურადღების  გამახვილება (2 წ)
ორგანიზაციული საკიტხების (2წ)
საშინაო დავალება (ტექსტის წაკითხვა ტერმინების,ცნებების,განმარტება მათთვის სასურველი წყაროდან ინფორმაციების მოძიება)
ვ.მ.ვ.  მეთოდით გავიგებთ რა იცოდა, რა უნდა იცოდეს,  და რა ისწავლა (8წ)
კლასი დაიყოფა 2 ჯგუფათ  (ჯგუფური მუშააობის წესები მათთვის ცნობილია)
1-ლ   ჯგუფს განსახილველად მიეცემა თემა - ვიეტნამის ომი
მე-2  ჯგუფს - ავღანეთის ომი.
ჯგუფურ მუშაობას  დაეთმობა (10წ)
დაკვირებას აწარმოებს მასწავლებელი.
პრეზენტაციები (12წ)
პრეზენტატორები ძირითადად განიხიავენ ჯგუფში შექმნილი აზრთა სხვადასხვაობის შეჯერებას , დაყრდნობიან სახელსმძვანელოში მოცემული ტექსტის განვითარებას, რასაც დაუმატებენ მოძიებულ მასალებს პროექტორი  საშუალებით უჩვენებნ ინტერნეტ-მასალებს აღნიშნული თემის  შესახებ.
პრეზენტაციების შემდეგ ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ კითხვებს (5წ) რა თქმა უნდა მასწავლებელიც სვამს შეკითვებს. ინფორმაციის ბუნდოვანების შემთხვევაში ის კლასს  განუმარტავს,უზუსტებს მოვლენის არსს.
გამოიკვეთება საბჭოტა კავშირისა და აშშ-ს მიერ  „სუსტი“ ქვეყნების „გამოყენების“  ფაქტები, ორი იდეეოლოგიის მიერ მსოფლიოს დანაწილების მცდელობები,შეცდომები, რომელსაც უშვებდნენ ვიეტნამელი და ავღანელი ხალხის მთავრობებ. „დომინოს  პრინციპის“  „ასიმეტრიული ომის“ სავალალო შედეგები,
დარჩება ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვა- შემდეგ გაკვეთილზე დაიგეგმება  დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით (გამოყენებული იქნება ისტ-ს ტექნოლოგია, ვიდეო და ინტერნეტ მასალები).
მიღწეული შედეგები, შეფასება
ჯგუფრი მუშაობის,პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის დახმარებით მასწავლებელი შეაჯამებს ქულებს, გამოიყენებს განმავითარებელ შეფასებას.
მოსწავლეებმა გაიგეს „ცივი ომის“ წამომწყები ქვეყნების მიზნები, ვიეტნამელი  და ავღანელი ხალხის განსხვავებული დამოკიდებულება აგრესორი ქვეყნების მიმართ , გაეცნენ ლიდერების პოზიციებს, გაანალიზეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება ,მოიძიეს პრობლემის  გადაჭრის გზები, შეძლეს დადებითი და უარყოფითი შეფასება, გამოიკვეთა აშშ-ს და სსრკ-ს მოსახლეობის, უბრალო ხლხის დამოკიდებულება ამ ომების მიმართ, რამაც გადამწყვეტი ომი ითამაშა ბრძოლების შეწყვეტაზე .
საკლასო მენეჯმენტი,საგანმანათებლო რესურსები
სახელმძღვანელო ფიფლჩარტის ქალღადები, მარკერები , თაბახის ფურცელები,ავტოკამლები,კომპიუტერი, პროექტორი, გამოყნებულ იქნა ელექტრონული ვერსიები.

Saturday, July 1, 2017

სოციალური  პროექტი---სადაც  ბულინგია,  იქ  თავისუფლება 
                                                   არაა

პროექტის აქტუალობა--საზოგადოება(მოსწავლეები,  მშობლები ) მეტნაკლებად  ფლობენ  ინფორმაციას  ბულინგის  შესახებ,  მათ არ  იციან,  როგორ  დაიცვან   თავი  ძალადობისგან, რა  საჭირო  ღონისძიებები,  პრევენციული  ზომები  მიიღონ  ძალადობის  თავიდან  ასაცილებლად, ამავე  დროს  როგორ  დაიცვან  ბულინგის  მსხვერპლი
     მიზანი--ბულინგის  შესახებ  ინფორმაციის               მოძიება,აუდიტორიის      შერჩევა,  პრეზენტაციის  გაკეთება,  ფილმის  ჩვენება  ბულინგის  შესახებ,  დისკუსია.
     ამოცანები---სხვადასხვა  სახის,რაოდენობის  ინფორმაციის  მოძიების  შემდეგ  მისი  დახარისხება,  სკოლაში  ბულინგის  მაგალითების  დაფიქსირება,  გამოკითხვის  ჩატარება,პრეზენტაციის  მომზადება.
       შედეგები(უკუკავშირი)  ა)  ინფორმაციის  მიღების  შედეგად  ცნობიერების  ამაღლება. ბ)მოსწავლეები  შეეცდებიან  თავი  დაიცვან  ბულინგისგან,  ამასთან  თვითონაც  არ  გახდნენ  მოძალადეები  გ)მშობლები  გაითვალისწინებენ  ბულინგის  მძიმე  შედეგებს  და  შეეცდებიან  შვილებთან იყონ  მეგობრულები.
           მიზნობრივი  ჯგუფი--მე-5,  მე-6,მე-7, მე-8,  მე-9  კლასის  მოსწავლეები,  მშობლები,  მასწავლებლები
   გრაფიკი--დასაწყისი--2017 წლის 20  მარტიდან  2017  წლის 26  აპრილამდე3
      20-25  მარტი--ბულინგის  შესახებ  თეორიული  მასალის  მოძიება
      27—31  მარტი--ფილმების  შერჩევა
3—8  აპრილი---რეალურ  სიტუაციებზე  დაკვირვება,გამოკითხვები
  10—14  აპრილი---აუდიტორიის  შერჩევა
  17—21  აპრილი---პრეზენტაციის  მომზადება
24---25  აპრილი-ოთახის  მომზადება(კომპიუტერი, პროექტორი და  სხვა)
   26--აპრილი---პრეზენტაციის  დღე
                 პროექტის  რეფლექსია
ბულინგის  შესახებ პროექტის  გაკეთება  გადამაწყვეტინა მსგა
ვსი  ფაქტების არსებობამ  ჩვენს  რეალობაში,როგორც   სკოლაში  ისე    საზოგადოებაში
            პროექტზე  მუშაობა  შევთავაზე  მე-9  კლასის   მოსწავლეს --ცირა  ჩიქოვანს.
         გეგმის  მიხედვით ვმოქმედებდით,თუმცა  გვიწევდა  მოდიფიცირება
        ბულინგის  შესახებ  ინფორმაციის მოპოვება  არ  გაძნელებულა, მაგრამ  მათი  მიზნობრივად  გამოყენება  უფრო  რთული  აღმოჩნდა
       პრობლემები  შეგვექმნა რეალური  მაგალითების  დროს,არავის არ  უნდოდა  ღიად  ესაუბრა  ფაქტებზე,ყველას  ინკოგნიტად  სურდა  დარჩენა. სიმართლე  მწარეა--ცემის,სიტყვიერი  უხეშობის  ფაქტები  არის  როგორც სკოლაში,  ისე  ოჯახებში.
    პრეზენტაცია  გაკეთდა სკოლის  მეორე კორპუსში.  ესწრებოდნენ მოსწავლეები,  მასწავლებლები,  მშობლები.ბულინგის  შესახებ  ზოგადი  ინფორმაციის  შემდეგ  ნაჩვენები  იქნა  ამერიკული  მოკლემეტრაჟიანი  ფილმი.
 პრეზენტატორმა  დასმულ  კითხვებს კარგად  გაართვა  თავი,მან  ფაქტებით  გაამყარა  თავისი  პოზიციები.აღნიშნა,  რომ  ყველა  რესპონტენდს  სურდა ანონიმურად  დაესახელებინა,რაც ნიშნავს,  რომ  საზოგადოებაში  ამ  მხრივ  დაბალია განათლების  დონე.
      საინტერესო  სახე  მიიღო  დისკუსიამ,იყო  აზრთა  სხვადასხვაობა,კამათი.უმრავლესობა  წინააღმდეგია  ძალადობის,  მაგრამ  არც  თუ  ცოტა  აღმოჩნდა ,,მკაცრად  აღზრდის  მომხრე.
  ბოლოს პრეზენტატორმა  გააცნო   აუდიტორიას,,მშობელთა  საინფორმაციო  ცენტრის“(PIC) მიერ  დაწყებული  პროექტი,,საზოგადოების  ცნობიერების   ამაღლების  კამპანია  ბულინგის  წინაარმდეგ“
    პროექტის  მდგრადობა  გამოიხატა  იმაში,  რომ  ის  არაა  ერთჯერადი,არამედ უფრო  გაფართოებული  და  დახვეწილი  სახით  გაგრძელდება.ამის გარანტი  იყო დამსწრე  საზოგადოების  ინტერესი  აღნიშნული  საკითხის  მიმართ.
      (პროექტის  ამსახველი  ვიდეო  და  სხვა  მასალა  შეგიძლიათ  იხილოთ  ბლოგზე maiameboniablogspot.com)