Friday, November 10, 2017

შიდა დაკვირვების გაკვეთილი

1.კლასი
VII
2.მოსწავლეთა რაოდენობა
8
3.სსს.მ მოსწავლე
არ არის
4.გაკვეთილის თემა
რომის იმპერია
5.ესგ-თი გათვალისწინებული სტანდარტი
ისტ. VII 1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან    
     2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მხარის და გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა რუკაზე;
     ისტ. VII 3.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფო მმართველების ფორმები.
      ისტ. VII 4.მოსწ. შეუძლიათ იმსჯელონ პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
      ისტ. VII 5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა და მათი წარმომდგენლები.
     ისტ. VII  6.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
    
                                                                                                                 
6.მიზანი
სახელმწიფოს მმართველობის ფორმების-მონარქიის, იმპერიის, რესპუბლიკის არსში გარკვევა, გაიგებენ თუ როგორ ხორციელდებოდა დასახელებული მმართველობის ფორმები რომში, შეადარებენ სხვა ქვეყანაში არსებულ რეჟიმებს, გაანალიზებენ დადებით და უარყოფით მოვლენებს რომის საშინაო და საგარეო ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, შეაფასებენ და დასკვნას გააკეთებენ-არსებობდა ( ან არსებობს ) იდეალური მმართველობის ფორმები.
7.ამოცანები
მოსწავლეებს მოუწევთ განვლილი მასალიდან მსგავსი თემების შედარება, პოლიტიკური რეჟიმების, ფორმების განსხვავებულობის აღმოჩენა. მოძიებული მასალების და სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის შეჯერება, დემონსტრირება პრეზენტაციის, გონებრივი იერიშის დახმარებით. ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა ფუნქციების მორგება, მსჯელობა,კომპიუტერის დახმარებით სლაიდ-შოუს გაკეთება, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების გაკეთება
8.განსავითარებელი უნარ-ჩვევები
მსჯელობა, ანალიზი, სინთეზი, აღწერა, კვლევა, შეფასება, ფაქტების დახარისხება.
9.მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას მმართველობის ფორმების შესახებ კონკრეტული სახელმწიფოს მაგალითზე ( რომი) შეადარებენ სხვა ქვეყნის მმართველობის ფორმასთან.სხვადასხვა  იმპერატორების  მმართველობასთან  დაკავშირებით   ქვეყანა  რა  შემთხვევაში  აღწევდა  წარმატებებს  პოლიტიკაში,ან  წარუმატებლობას.ყურადღებას  გაამახვილებენ  რომის  იმპერიის  განვითარების  ძირითად  ეტაპებზე.
10.რესურსები
სახელმძღვანელო, კომპიუტერი,  თაბახის ფურცლები, მარკერები, ფორმატის  ქაღალდები,
11.გაკვეთილის  მსვლელობა, მენეჯმენტი
ა)აქტივობა--საორგანიზაციო  საკითხების მოგვარება            1 წთ      
ბ)მოტივაციის ამაღლების  მიზნით  პოზიტიური  ფრაზებით  მოსწავლეების  გამხნევება ,საინტერესო  ინფორმაციის    გაჟღერება   2  წთ                                                                                                                        
გ)გაკვეთილის  მიზნის  დემონსტრირება 1წთ                                             
დ)წინარე  ცოდნის  გამოსავლენად  გონებრივი  იერიშის  გამოყენება, წერითი  დავალების  შემოწმება,  მოსწავლეების  მიერ  მოპოვებული  ინფორმაციების პრეზენტირება--ინდივიდუალურად  წარმოადგენენ  თავიანთ  ნაშრომებს  10 წთ                                                  
ე)ახალი მასალის  ტექსტის  გაცნობის  მიზნით  მოსწავლეების  დაყოფა  ორ  ჯგუფად, დავალებების  მიცემა                                            
1-ლი  ჯგუფის  დავალება ----ა)ერთპიროვნული  მმართველობის  დამყარება--იულიუს  კეისარი  ბ)კეისრის  მემკვიდრეები  --ოქტავიანე  და  ანტონიუსი  გ)რომის  ,,ოქროს  ხანა“                                   
      კითხვები,  რომლებსაც უნდა  გასცენ  პასუხები:                                     
1.რატომ  შეექმნა  რესპუბლიკას  საშიშროება ?                                                      
2.როგორ  შეძლო  კეისარმა     ერთპიროვნული  მმართველობის დამყარება  ?                                                                                                              
3.სად დაუშვა  კეისარმა  შეცდომა ,რომლის  მსხვერპლი  შეიქმნა  ?     
4.რა  გავლენას  ახდენს ძალაუფლებისთვის  ბრძოლა  ახლობელი  ადამიანების   ურთიერთობაზე   ?                                                                       
5,რა  იყო  ავგუსტუსის  წარმატების  საწინდარი?                                                              
მე--2  ჯგუფის  დავალება----ა )რომის იმპერიის   მიერ  ტერიტორიების დაპყრობა  დამორჩილების  გაგრძელება                           
ბ)ტრაიანე                                                                                                                  
გ),,ნაშვილები  კეისრების“  ხანა                                                                           
დ)მარკუს  ავრელიუსი                                                                                      
ე)მე-3  საუკუნის  შუა  ხანები--კრიზისი  რომში                                          
ვ)იმპერატორი  დიოკლეტიანე (დომინანტობა,დეცენტრალიზაცია,ქრისტიანობის  დევნა,  იმპერიის  დაშლის  ნიშნები)                                                                             
     კითხვები:  1)რამ  გამოიწვია  ,,ნაშვილები  იმპერატორების“           
ასპარეზზე  გამოსვლა                                                                                    
2)რას  უკავშირდებოდა  მე-3  სუკ. შუა  ხანების  კრიზისი                     
3)დიოკლეტიანეს  რეფორმებს  შეეძლო  თუ  არა  იმპერიის შენარჩუნება                                                                                                    
      ჯგუფების  მუშაობა--10წთ                                                                        
ვ)პრეზენტაციის   გაკეთება 3-3  წუთი                                                         
ზ)კითხვებზე  პასუხის  გაცემა 2-2 წთ                                                          
თ)მინი--დისკუსია--მართველობის  რომელ  ფორმას  მიიჩნევთ  რომისთვის  საუკეთესოდ? 5 წთ                                                                   
ი)საშინაო  დავალება--ინფორმაციის  მოძიება მათთვის  საინტერესო  იმპერატორზე, ან მოვლენაზე.                                             
  დასაწერად---თხზულება  რომის  იმპერიის  განვითარების  ძირითადი   ეტაპები                                                                                      
კ)შეფასება--(3  წთ) მოსწავლეების  მიერ  თვითშეფსება,მასწავლებლის  მიერ  მოსწავლეების  განმავითარებელი  და  განმსაზღვრელი  შეფასება
                                                                                                                                                                              
            



მუხურის  საჯარო  სკოლის  ისტორიის  პედაგოგის  მაია  მებონიას  შიდა  დაკვირვების  გაკვეთილის 
                        რეფლექსია
გაკვეთილი  ჩავატარე  2017  წლის  30  ოქტომბერს
    კლასში  ირიცხება  8  მოსწავლე .  გაკვეთილს  ყველა  ესწრებოდა.
გეგმით  განსაზღვრული  საკითხების  მოდიფიცირება  არ  დამჭირვებია.
გაკვეთილი  შეესაბამებოდა  ესგ--თი  გათვალისწინებულ  სტანდარტებს;მიუხედავად  იმისა,  რომ აღნიშნულ  თემას  ეთმობა  ორი  საგაკვეთილო  საათი(რომის  რესპუბლიკა  1სთ.  რომის  იმპერია-1  სთ.),მოსწავლეებმა  ასაკის   შესაფერისად  შეძლეს  დაეკავშირებინათ  ფაქტები და  მოვლენები  რომის  ისტორიულ  ეპოქასთან;
    საზღვრავდნენ  რომის  გეოგრაფიულ  მდებარეობას და  ასევე   მის  მიერ  დაპყრობილ  ტერიტორიებსაც.
    შეძლეს  დაეხასიათებინათ  და  ემსჯელათ  რომის  მმართველების მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაზე;
     რომის მმართველობის ფორმები შეადარეს საბერძნეთის დემოკრატიულ და ასურეთის იმპერიულ მმართველობას;
      ასევე შეძლეს გამოეყოთ რომის სოციალური სტრუქტურა;
     და ბოლოს გაიაზრეს თუ როგორი სირთულით ხასიათდებოდა რომში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრება.
   გაკვეთილის მიზანი კარგად იყო ფორმურლირებული, რაც დაგვეხმარა მე და ჩემს მოსწავლეებს გაკვეთილის პროცესის მობილიზებულად წარმართვაში;
   მოსწავლეებისთვის ნათლად მქონდა განმარტებული თემის სირთულე და მასთან დაკავშირებული საკითხების მრავალფეროვნება. უნდა ვთქვა, რომ მოსწავლეები მეტ-ნაკლებად მოეკიდნენ თემის შესწავლას.
  სასწავლო გარემო პასუხობდა საგაკვთილო მოთხოვნებს. გამოვიყენეთ გეგმით გათვალისწინებული რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერები, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფორმატის ქაღალდები.
   საკლასო ოთახში წინასწარ მქონდა გაკრული შეფასების რუბრიკები სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით. ასევე საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებული ილუსტრაციები და პლაკატები.
    გაკვეთილი დავიწყე ხალისიანად, პოზიტიური ფრაზებით, კომპიუტერის დახმარებით ერთ-ერთმა მოსწავლემ კლასს წარუდგინა თავისი გაკეთებული სლაიდ-შოუ რომისთვის დამახასიათებელ ისტორიულ მოვლენებზე. მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ ნაჩვენები ფოტოსურათები. ერთობლივმა შეძახილებმა მოსწავლეები გაამხნევა და ამით შევძელი მათი მომზადება წინარე ცოდნის გამოვლენისთვის. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა მოკლე პრეზენტაცია მოძიებული მასალების და სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციის შეჯერების შედეგად.
       მასალის მოცულობის სიდიდისგან გამომდინარე გეგმით გათვალისწინებულ დროს გადავამეტე ხუთი წუთით. წინარე ცოდნის გამთლიანების მიზნით მივმართე გონებრივი იერიშის მეთოდს. ბოლოს დავსვი კითხვა: რამ განაპირობა რესპუბლიკის რღვევა რომში?. პასუხმა ლოგიკურად გადაგვიყვანა ახალ მასალაზე. რადგანაც დამთავრება და დაწყება ორივე იულიუს კეისარს ეხებოდა.
       ახალი მასალის ტექსტის გაცნობის მიზნით კლასი დავყავი ორ ჯგუფად. დავალებები განვუმარტე როგორც ვერბალურად, ასევე წერილობით მივეცი. მუშაობის დაწყებისთანვე გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები ვერ თანამშრომლობდნენ, უყურადღებოდ ეკიდებოდნენ ტექსტის კითხვას. მომიწია მათთან ინდივიდუალური მუშაობა, ვაძლევდი მითითებებს.   დროის  ამოწურვის  გამო ვერ  ახერხებდნენ  მთავარი  კითხვების  მომზადებას, ამიტომაც  ყოველი  შემთხვევისთვის  წინასწარ მომზადებული  კითხვების  საშუალებით  დავეხმარე. პრეზენტატორებმა  ძირითადად  შეძლეს  მონახაზი  გაეკეთებინათ ,გადმოეცათ  მათთვის  გასაგები ფაქტები  და  მოვლენები.გამთლიანების  მიზნით  ჩემი  აქტიური  ჩარევით--განვმარტეთ  მათთვის  გაუგებარი  ცნებები  და  ფრაზები, როგორიცაა:  დომინანტი,  პრინციპატი,  დეცენტრალიზაცია და   ა. შ.
    საჭირო  იყო  გამოწვევა, რომ   კლასს  გაგებული  მასალა და  მიღებული  ცოდნა  რა  შემთხვევაში  გამოეყენებინათ,  ამიტომაც მივმართე  მინი-დისკუსიას, ბავშვები  აქტიურობდნენ, ჩვენს რეალობასთან  გადმოჰქონდათ რომისა  და  ათენის  დემოკრატიული  მმართველობის  ნიშნები  და გამოთქვეს  უკმაყოფილება,  რომ  მიახლოებულიც  არა  ვართ  დემოკრაატიის   სტანდარტებთან.
    საშინაო დავალების  პირობა  წინასწარ  დაწერილი  მქონდა  ფორმატის  ქაღალდზე,  რათა  მოსწავლეებს  აუჩქარებლად  შესძლებოდათ  მისი  აღქმა.
     შეფასება  ღიად  და  განმარტებებით  გავაკეთე.განმსაზღვრელი  შეფასება  ყველა  მოსწავლეს,  ხოლო  განმავითარებელი  შეფასების  დროს  ყურადღება  გავამახვილე როგორც  დადებით,  ისე  უაროფით  მხარეებზე,მომავალში  მოგვიწევს  ურთიერთთანამშრომლობაზე  ყურადღების  დათმობა,  სწრაფი  კითხვის  უნარების  შემუშავება,  მეტყველების  დონის  ამაღლება.
      მთლიანობაში  გაკვეთილი  იყო  დინამიური,  მოთხოვნებთან  შესაბამისი  ,მაგრამ მომავალში  მეტი  აქცენტი  უნდა  გავაკეთო    მოსწავლეთა  პროდუქტიულ  ინტერაქციაზე, სტრატეგიების ცოდნის  კონსტრუირებასა  და  რეფლექსია-გამთლიანების  ფაზაზე.

გაკვეთილზე გამოყენებული მასალები






















No comments:

Post a Comment