Monday, February 12, 2018
ქუჯი
ისტორიულ--მხატვრული ესე
მოცალეობის ჟამს ციხე-ქალაქის ციტადელზე უყვარდა ასვლა. კოლხური შესახედაობის, ქერა, ცისფერთვალება, ტანაშოლტილმა ვაჟკაცმა კოშკის საფეხურები ენერგიულად აირბინა...ზაფხული იყო, სახეზე თბილი ნიავი მიელამუნა, მოსასხამის კალთები აუფრილა. გული სიამით აევსო, ირგვლივ გამეფებული სიმშვიდით ტკბებოდა...საოცრად ლამაზი იყო ეგრისის მიდამოები, მდინარე ტეხურის პირას აშენებული ციხე- გოჯი ქუჯის სიამაყე იყო. წინაპრების მიერ დატოვებულ ამ,,საგანძურს " ახალი სული შთაბერა, გალავანი სამ რიგად შემოავლებინა, ხოლო ციტადელი უფრო ააზიდვინა. ეგრისელებს მყარი თავშესაფარი ჰქონდათ. მამის გარდაცვალების შემდეგ ენერგიულად შეუდგა ეგრისის მართვას. საკუთრივ ეგრისი, ჩრდილოელი ტომები აბაზგები, აფშილები მას ემორჩილებოდნენ, მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა სამცხის( მესხეთის) და აჭარის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე(დღევანდელი გურია), იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ასევე ქუჯის სამმართველო იყო.მაკედონელის ძლიერი იმპერიის დაშლის შემდეგ ეგრისს საშიშროებას უქმნიდა სელევკიანების სამეფო, ამასთან უფრო დაუნდობლად გამოიყურებოდა ლისიმაქე.ქუჯი ყოველთვის ცდილობდა სასაზღვრო ტერიტორიების გამაგრებას, მაგრამ ისიც კარგად ჰქონდა გააზრებული, რომ თუ სამხრეთელები მოინდომებდნენ, ის უძლური აღმოჩნდებოდა მარტოს გაეწია წინააღმდეგობა, ლიხს აქეთ კი აზო ბატონობდა--არიან ქართველი, მამისგან გაეგონა მისი სასტიკი შემოსევის ამბავი, როგორ მოკლა მცხეთის მამასახლისი სამარა და დამკვიდრდა ქალაქ მცხეთას, კანონიერ მემკვიდრე სამარას ძმიშვილი(მაშინ სამი წლის იყო) ოჯახთან ერთად გაუჩინარდა. ახლა დედას გადსწვდა მისი ფიქრები, ავადმყოფობდა, უკურნებელ სენზე მიანიშნებდა სასახლის ექიმი, შვილის დაოჯახებაზე ოცნებობდა, ქუჯი ოცდაათ წელს გადასცილებოდა, ოდნავ ჭაღარაც შეჰპარვოდა...ფიქრებში გართულს კოშკის კიბეებზე ნაბიჯების ხმა შემოესმა, მსახურმა სტუმრის მოსვლა ამცნო. ნეტავ ვინ უნდა იყოს?-გაიფიქრა ქუჯიმ, ვინმესთან დანიშნულ შეხვედრას ვერ იხენებდა. სადარბაზო ოთახში წარმოსადეგი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი ელოდებოდა, სამოყვროდ მოსულს ჰგავდა. უცნობი ფარნავაზი აღმოჩნდა-სამარას გადაკარგული ძმისშვილი.მას ქუჯის ამბავი წინასწარ შეესწავლა, ამიტომაც არ დაუმალავს სტუმრობის მიზეზი, მთელი ღამე თათბირობდნენ, გეგმებს აწყობდნენ, ნანობდა, კოლხური მასპინძლობით დატკბობის დრო რომ არ ჰქონდა. ,,უცხო თვალისგან" შეფარვით შეძლეს მეომრების მომზადება, საფუძვლიანი შეიარაღება..დაითქვა დღე...ლეკები და ოსებიც გადმოიყვანეს და შეერთებული ძალით მოულოდნელად თავს დაესხნენ აზონს და მის მომხრეებს.როგორც კი ბრძოლის სასწორი ფარნავაზისკენ გადმოიხარა, აზო მაშინვე გაიქცა, გამარჯვების პირველი ეტაპი იზეიმეს,,ქართველებმა" და ეგრისელებმა..აზო არ აპირებდა დამარცხებასთან შეგუებას, ეს კარგად იცოდნენ ფარნავაზმა და ქუჯიმ...დაასწრეს და პონტოს ტერიტორიაზე დაბანაკდნენ, მტძოლის ველზე დაეცა. ფარნავაზმა ძლიერი სახელმწიფო ჩამოაყალიბა, გაატარა სხვადასხვა სახის რეფორმები...ქუჯი ხშირად სტუმრობდა..მალე დამოყვრდნენ..ფარნავაზის უმცროსი და შეირთო ცოლად...ერთგული მოკავშირე და მტკიცე მეგობარი ჰყავდა ქუჯის სახით ფარნავაზს. ქართლის(იბერიის) სამეფო ანგარიშგასაწევი ძალა გახდა წინა აზიაში. განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა სელევკიანთა სამეფოს მმართველ ანტიოქეს პირველთან. რასაც ვერ ვიტყვით ეგრისთან დაკავშირებით, სამთავროს შიგნით გახშირდა ურთიერთქიშპობის მაგალითები, საგარეო საშიშროებად ლისიმაქეს გააქტიურებაც კმაროდა...ქუჯიმ გადაწყვეტილება მიიღო--ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად შესულიყო ქართლის სამეფოში, რაც უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა... ციტადელზე უკვე ხანშიშესული, მაგრამ ახოვნებაშენარჩუნებული ქუჯი იდგა, ისევ ტკბებოდა მშობლიური ეგრისის მშვენებით...ციხესიმაგრის ეზოში კი დიდი ბებიის მოსახელე ქუჯის ქალიშილის და მისი თანატოლების კისკისი ისმოდა.
ისტორიულ-მხატვრული ესე
დესპანი ქალები
დილის მზის სხივები ფრთხილად ,,იკვლევდა გზას" ერისთავ-ერისთავ რატის სასახლისაკენ.ირგვლივ გამეფებულ მყუდროებას ცხენის ფლოქვების ხმა არღვევდა, მეჯინიბე აქეთ-იქეთ ატარებდა სწრაფი ჭენებისაგან გახვითქულ ცხენს.
სასახლის ტალანში ახალგაზრდა ერისთავის სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა, რამდენიმე წუთის წინ დაბრუნებულიყო რატი ისნის სასახლიდან. წინა დღეს მეფის დარბაზობას ესწრებოდა. დედის კარებზე ფრთხილად დააკაკუნა და შესვლის ნებართვას დაელოდა. მუხლზე დაჩოქილმა თაყვანი სცა მშობელს.კრავაის სახე გაუნათდა, დილის ლოცვა უკვე მოესწრო. პირისპირ დასხდნენ სასაუბროდ. თამარი იბარებდა კრავაის, ხვაშაქ ცოქალთან უკვე გაეგზავნა მალემსბროლელი. ყუთლუ არსლანის და მისი დასის ამბოხებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიეღო თამარს, მაგრამ ჯერ გამჟღავნებული არ ჰქონდა. თუ რატომ იბარებდა ორივე მანდილოსანს, ბურანით იყო მოცული. კრავაის დაფიქრების დრო არ ჰქონდა, სამზადისს შეუდგა და მცირე ამალასთან გაუდგა გზას.ფიქრებით თამარის ბავშვობას გადასწვდა,ხშირად სტუმრობდნენ ერთმანეთს თამარის მამიდა რუსუდანი და კრავაი, თამარი ყოველთვის თან ახლდა მამიდას. ყველა მისი წარმატების მომსწრე და მონაწილე იყო. ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე მიიღო თამარმა ქვეყნის მართვის საკმაო გამოცდილება. წინააღმდეგობები ყოველ ნაბიჯზე იჩენდა თავს. ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნების მიზნით დათანხმდა დიდებულების მოთხოვნას--მეორეჯერ ეკურთხებინათ ქალი-მეფე.მისი ძალაუფლება სრულყვეს ,,შვიდსავე სამეფოსათა" წარმომადგენლებმა, ამით განიმტკიცეს თავიანთი პოზიციები. კრავაის კარგად ახსოვდა თამარის გარეგნული სიმშვიდე, მალე მორიგი პროტესტი --ერთგული, სანდო ადამიანების გაწირვა მოითხოვეს მეფისგან დიდებულებმა. ყუბასარმა და აფრიდონმა პატრონს გაუგეს, მის გადაწყვეტილებას პატივი სცეს, სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა მათზე თამარი. ფეოდალთა შორის ახალი პრობლემები წარმოიშვა, თუ ვის ჩაეგდო ხელში გამონთავისფლბული ადგილები, ურთიერთს დაუწყეს ,,ზიდვა". მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა., სამეფო კარზე ამოსუნთქვის საშუალება არ იყო.ახლა კი ყუთლუ არსლანი და მისი დასი. კრავაიმ იცოდა, რომ ყუთლუ დაპატიმრებული იყო, ხოლო მისი მომხრეები ამბოხს აპირებდნენ. რისთვის უნდა იბარებდეს? ---ეს კითხვა აწვალებდა მთელი გზა კრავაის. საღამო ჟამს ისნის სასახლეში დიდი პატივით მიიღეს. ხუაშაქ ცოქალი უფრო ადრე მოსულიყო. ერთად ეახლნენ მეფეს. თამარს დაღლილი სახე ჰქონდა. მამიდა რუსუდანიც იქ იყო. ურთიერთმოკითხვის შემდეგ პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ. მეფის სურვილი იყო --კრავაი და ხვაშაქი ამბოხებულებთან წასულიყვნენ მოსალაპარაკებლად. დასაფიქრებლად ერთი დრე ითხოვეს ,,დესპანმა ქალებმა". განიხილეს ყველა შესაძლო ვარიანტი, სიტუაცია, მოულოდნელობისათვის მზად იყვნენ.
დილაადრიანად მხლებლების გარეშე გაუდგნენ გზას. მანდილოსნების გამოჩენაზე ამბოხებულები შეცბუნდნენ. გამართლდა თამარის ვარაუდი, საბრძოლველად აღტკინებულ მამაკცთა ,,განიარაღება" მხოლოდ ქალს თუ შეეძლო და მითუმეტეს ისეთი პატივსაცემი მანდილოსნების , როგორებიც კრავაი და ხუაშაქი, გახლდათ, ისინი,, უძლურნი " აღმოჩნდნენ. ერთმანეთის მონაცვლეობით, თბილი ხავერდოვანი ხმით ესაუბრებოდნენ ამბოხებულებს, თითოეული სიტყვა მიზანმიმართული იყო. დავუშვათ, დათმო მეფემ--აგრძელებდა კრავაი,-თქვენ აღიჭურვეთ საკანონმდებლო უფლებით, როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, გაქვთ კი ამის გამოცდილება? მიმართა რა კითხვით, კრავაი შეყოვნდა, პასუხს არავინ აძლევდა, ხმას მეტი სიმტკიცე შეჰმატა და გააგრძელა, რომ უპირველეს უნდა გავითვალისწინოთ მტრების პოზიცია, ისინი ყოველ ნაბიჯზე არიან ჩასაფრებული და ელოდებიან ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას...და ბოლოს , მეფის ხელისუფლების დასუსტების შემდეგ, რასაც ,,კარავი", ბუნებრივია ,გამოიწვევს,თქვენ უნდა იტვირთოთ ქვეყნის ავ-კარგი... ამბოხებულებმა დრო ითხოვეს მოსათათბირებლად გავიდნენ. ხვაშაქი და კრავაი მარტოდ დარჩნენ, თავი ღირსეულად ეჭირათ,ერთმანეთს არც დალაპარაკებიან..ხვაშაქს ხელები უთრთოდა, კრავაი კი შუბლზე ოფლის ცივ წვეთებს გრძნობდა...ვიწრო სარკმლიდან დღის შუქი მკრთალად შემოდიოდა..,,განაჩენის მოლოდინში დრო ნელა გადიოდა, გულში ათასჯერ გამეორებულს ისევ იმეორებდნენ და უფალს დახმარებას თხოვდნენ...ნაბიჯების ხმამ დაარღვია სიჩუმე..შემოვიდნენ..გაუსაძლისი სიჩუმე...ბოლოს ერთ-ერთმა დაიწყო, რომ დათმობაზე მიდიოდნენ..იქნებ მოესმათ..არა, გარკვევით გაიგონეს...მერე სხვებმაც დაამატეს, თან ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის წარმატებისთვის იღებდნენ...რა უნდა ეპასუხათ, მადლობას ხომ არ ეტყოდნენ..ახლა სხვა რამ იყო საჭირო, სიტუაციის შესაფრისი, მაგრამ ეს ძალზე რთული გამოდგა მანამდე ენად გაკრეფილი მანდილოსნებისთვის...ისევ კრავაიმ იმარჯვა...უფალს მადლობა შესწირა ...უნდოდა ,ეთქვა--მეფეს ერთად ხლებოდნენ, მაგრამ ამბოხებულებმა დაასწრეს და ეს სურვილი თვითონ გამოთქვეს.. თამარს ამცნეს, რომ კრავაი და ხუაშაქი ერთად ბრუნდებოდნენ ამბოხებულებთან ერთად...ხატის წინ დაემხო და თვალცრემლიანი მადლობას უძღვნიდა უფალს.. გვირგვინისა და რეგალიების გარეშე შეეგება...მეფე ქალმა მოუწონა გადაწყვეტილება, ამიერიდან ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა, შეიწყნარა, ხელშეუხლებლობის გარანტია უბოძა.. ამბოხებულებმა სასახლე დატოვეს, ლაღად და თავისუფლად გრძნობდნენ თავს, თითქოს უზარმაზარი ტვირთი ჩამოიხსნესო მხრებიდან და რა ხდებოდა ამ დროს ისნის სასახლის ერთ-ერთ ოთახში? ნუთუ ეს ის ქალბატონები იყვნენ, რომლებსაც რამდენიმე ხნის წინ ერთი ძარღვიც კი არ ,,უფეთქავდათ" სახეზე...უფროს-- უმცროსობის ეტიკეტის საზღვარი წაშლილიყო, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიდნენ, მარტოდ დარჩენილები ,,გამარჯვებას" ქალურად აღნიშნავდნენ...

Saturday, November 11, 2017
სასწავლო პროექტი "უტყვი მეტყველი"
პროექტის აქტუალობა
|
აწმყო და მითუმეტეს მომავალი წარსულის გარეშე მყიფეა თითქმის ყველა ადამიანი მიისწრაფვის იქითკენ, რომ კარგ გააცნობიეროს როგორ ფესვებზე დგას, საიდან მოდის, რომ ასე უკეთესად შეეძლოს მომავალი ცხოვრების შენება.
|
პრობლემა
|
ისტორიის სახელმძღვანელოში უფლისციხის შესახებ ცნობები მწირეა, შეუძლებელია მასზე დაყრდნობით მოსწავლეებს შეექმნა მის მნიშვნელობაზე წარმოდგენა. ამასთან, მოსწავლეებს ისტორიული ძეგლი არ ჰქონდათ ნანახი
|
მიზანი
|
უფლისციხის შესახებ ინფორმაციების მოძიება, გაგება იმის, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ ძეგლს აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ მისი შუაგულისთვის; დათვალიერების მომენტში თეორიულად მოძიებული მასალების რეალობაში გადატანა, ძეგლის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობების ფუნქციების გარკვევა
|
ამოცანები
|
მოძიებული მასალების დახარისხება, შეჯერება, შეხვედრების
ორგანიზება, მოსწავლეების შესაძლებლობების გამოვლენა ექსკურსიის დაგეგმვა და განხორციელება (სპონსორის მოძიება, ტრანსპორტი), ექსკურსიის დღის სწორად და მიზანმიმართულად წარმართვა, ვიდეო და ფოტო მასალების გადაღება,
პრეზენტაციისთვის მზადება. განსავითარებელი უნარები ურთიერთთანამშრომლობის, ანალიზის, სინთეზის, კვლევის, დახარისხება-შეჯერების.
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები თავს გაართმევენ უფლისციხის ისტორიის მოძიებას
და შესწავლას. ექსკურსიის დროს კი გულდასმით დაათვალიერებენ ძეგლის კომპლექსს, გაერკვევიან სხვა და სხვა ნაგებობების დანიშნულებაში, შეძლებენ დასკვნების გაკეთებას და პრეზენტირებას.
|
მსვლელობა - ოქტომბრის პირველივე რიცხვებიდან დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, დავალებები განაწილდა მერვე მეცხრე კლასის მოსწავლეებს შორის, მუშაობა წარიმართა ოთხ ეტაპად: პირველი ეტაპი 1-6 ოქტომბერი - უფლისციხის შესახებ ინფორმაციის მოძიება; მეორე ეტაპი 6-10 ოტქომბერი - ექსკურსიის დეტალების დადგენა და ძეგლის დასათვალიერებლად გამგზავრება. მესამე ეტაპი 10-15 ოქტომბერი - გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალების დახარისხება და ატვირთვა. 15/10 - 5/11 -მეოთხე ეტაპი - მზადება პრეზენტაციისათის და საჯარაოდ წარდგენა.
პირველმა პრეზენტატორმა წარმოადგინა მარშრუტი ჩვენი სოფლიდან (ჩხოროწყუს რაიონი სოფ.მუხური) გორის რაიონ სოფელ უფლისციხემდე.
მეორე და მესამე პრეზენტატორებმა წარმოადგინეს უფლისციხის ისტორია და ძეგლის შესახებ არსებული ლეგენდები და თქმულებები.
საქართველოში სამი უდიდესი კლდეში
ნაკვეთი კომპლექსი არსებობს
:უფლისციხე, დავით-გარეჯა და ვარძია. ამათგან
უძველესია უფლისციხე.
უფლისციხე
მდებარეობს მტკვრის მარჯვენა
სანაპიროზე, ქალაქ გორიდან 10 კილომეტრის მანძილზე,
კვერნაქის ქედის სამხრეთ
ფერდობზე.
უფლიციხე
საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია,რომელიც ამჟამად
მიწის ზემოთაა შემორჩენილი.იგი წარმოადგენს
ანტიკურ ქალაქს, რომელიც კლდეშია
ნაკვეთი და აქვს ქუჩები, მოედნები,წყალსაწრეტი არხები,სხვადასხვა ნაგებობები,
ოთხი კარიბჭე, მტკვარზე
ჩამავალი საიდუმლო გვირაბი,
გალავანი და სხვა...
ძვ.წლის
მე-2 და 1-ლ ათასწლეულების მიჯნაზე
უფლისციხის მიდამოები ერთ-ერთ
ძლიერ თემს საცხოვრებლად
გამოუყენებია.
ძვ.წ.
მე-10--მე-6 სს. უფლისციხე შიდა ქართლის
გაბატონებული თემის ბელადის(უფლის) ციხეა.როგორც
ჩანს, სწორედ, ამ დროს შეერქვა მას უფლიციხე--,,უფლის“, ,,ბელადის“
ციხე-ქალაქი.
არსებობს ლეგენდა,
რომ უფლისციხე მონების
მიერაა აგებული. მონას აძლევდნენ წერაქვს, რომლის პირიც უბრალო ლითონის
იყო, ხოლო შემდეგ
ძვირფასი ლითონი მოდიოდა.
მონას მანამ უნდა ემუშავა, სანამ უბრალო ლითონი
არ გაიცვითებოდა, მერე საჩუქრად თავისუფლებას
და ძვირფას ლითონს
იღებდა.
არქეოლოგიური
მასალები ამტკიცებს, რომ აქ მოსახლეობა
ძვ.მე-16-15სს. უკვე ცხოვრობდა, უკვე მე-10-მე-6სს
უკვე სატაძრო ქალაქია,
ახალი წლის 1-3 სს კი
უკვე მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობის
და საკულტო ქალაქია.
ქრისტიანობის შემოღების
შემდეგ ქალაქის როლი შესუსტდა, მაგრამ
ციხე- სიმაგრედ მაინც დარჩა.
მონღოლთა შემოსევების შედეგად ის
როგორც ქალაქი საბოლოოდ
მოიშალა. უკანასკნელ საუკუნეებში ის მწყემსების თავშესაფარი
გახდა, ამიტომაცაა კედლები
გამურული.1920 წელს მიწისძვრამ კომპლექსი დააზიანა.
გათრების შედეგად
ნაპოვნია მძივები, ბრინჯაოს ბეჭდები, ჭურჭლის ფრაგმენტები.
უფლისციხე დაკავშირებული
იყო აბრეშუმის გზასთან. დღესაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი, კვერნაქის ქედიდა
გამოყვანილი იყო წყალსადენი. ასევეგვირაბის მეშვეობით უკავშირდებოდა მდინარე მტკვარს.
დარბაზები და ნაგებობები
გამოირჩევა არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით. ანტიკური თეატრონი გამოირჩევა
დახვეწილი ორნამენტებით, შუაში სცენით, მაყურებელთა დასაჯდომით. თეატრონიდან „თამარის
დარბაზისკენ „ მიმავალ გზაზე გვხვდება საპყრობილე, რომელიც ორმოს წარმოადგენს.
VI საუკუნის
მეორე ნახევარში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გამოუკვეთავთ დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა.
უფლისწულის ეკლესია, რომელიც აგებულია კლდოვან საფუძველზე. აღსანიშნავია ის ფაქტი,
რომ ეკლესია ყოველგვარი საძირკვლის გარეშე თავად კლდეზეა აგებული. ამბობენ, რომ მშენებლები
კვერცხის გულს იყენებდნენ. დღეს ტაძარი განახლებულია.
ეკლესიის გარეთ
არის შესაწირი ქვევრები. როცა ოჯახში ბავშვი იბადებოდა, ღვინოს ქვევრში ასხამდნენ და
16 წელი რომ შეუსრულდებოდა ქვევრს ეკლესიაში ტოვებდნენ.
თანამედროვე პერიოდში
კომპლექსი ნელ-ნელა ზიანდება, ბევრ ნაგებობას ემუქრება დაშლა, როგორც გიდმა აღნიშნა,
მას სჭირდება რესტავრაცია და დაცვა, რაც ამ ეტაპზე არ ხერხდება.
Friday, November 10, 2017
შიდა დაკვირვების გაკვეთილი
|
1.კლასი
|
VII
|
|
2.მოსწავლეთა რაოდენობა
|
8
|
|
3.სსს.მ მოსწავლე
|
არ არის
|
|
4.გაკვეთილის თემა
|
რომის იმპერია
|
|
5.ესგ-თი გათვალისწინებული სტანდარტი
|
ისტ. VII 1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის
ისტორიულ ეპოქებთან
2.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს
სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მხარის და გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა
რუკაზე;
ისტ. VII 3.მოსწავლეს შეუძლია
დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფო
მმართველების ფორმები.
ისტ. VII 4.მოსწ. შეუძლიათ
იმსჯელონ პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
ისტ. VII 5. მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა სოციალური ფენის სტრუქტურა
და მათი წარმომდგენლები.
ისტ. VII 6.მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა
საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
|
|
6.მიზანი
|
სახელმწიფოს მმართველობის ფორმების-მონარქიის, იმპერიის, რესპუბლიკის
არსში გარკვევა, გაიგებენ თუ როგორ ხორციელდებოდა დასახელებული მმართველობის ფორმები
რომში, შეადარებენ სხვა ქვეყანაში არსებულ რეჟიმებს, გაანალიზებენ დადებით და უარყოფით
მოვლენებს რომის საშინაო და საგარეო ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, შეაფასებენ
და დასკვნას გააკეთებენ-არსებობდა ( ან არსებობს ) იდეალური მმართველობის ფორმები.
|
|
7.ამოცანები
|
მოსწავლეებს მოუწევთ განვლილი მასალიდან მსგავსი თემების შედარება, პოლიტიკური
რეჟიმების, ფორმების განსხვავებულობის აღმოჩენა. მოძიებული მასალების და სახელმძღვანელოში
მოცემული ინფორმაციის შეჯერება, დემონსტრირება პრეზენტაციის, გონებრივი იერიშის დახმარებით.
ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის მიღება, სხვადასხვა ფუნქციების მორგება, მსჯელობა,კომპიუტერის
დახმარებით სლაიდ-შოუს გაკეთება, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების გაკეთება
|
|
8.განსავითარებელი უნარ-ჩვევები
|
მსჯელობა, ანალიზი, სინთეზი, აღწერა, კვლევა, შეფასება, ფაქტების დახარისხება.
|
|
9.მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას მმართველობის ფორმების შესახებ კონკრეტული
სახელმწიფოს მაგალითზე ( რომი) შეადარებენ სხვა ქვეყნის მმართველობის ფორმასთან.სხვადასხვა იმპერატორების მმართველობასთან დაკავშირებით ქვეყანა
რა შემთხვევაში აღწევდა
წარმატებებს პოლიტიკაში,ან წარუმატებლობას.ყურადღებას გაამახვილებენ რომის
იმპერიის განვითარების ძირითად
ეტაპებზე.
|
|
10.რესურსები
|
სახელმძღვანელო, კომპიუტერი,
თაბახის ფურცლები, მარკერები, ფორმატის
ქაღალდები,
|
|
11.გაკვეთილის მსვლელობა, მენეჯმენტი
|
ა)აქტივობა--საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება 1 წთ
ბ)მოტივაციის ამაღლების მიზნით პოზიტიური
ფრაზებით მოსწავლეების გამხნევება ,საინტერესო ინფორმაციის გაჟღერება 2 წთ
გ)გაკვეთილის მიზნის დემონსტრირება 1წთ
დ)წინარე ცოდნის გამოსავლენად გონებრივი
იერიშის გამოყენება, წერითი დავალების
შემოწმება, მოსწავლეების მიერ
მოპოვებული ინფორმაციების პრეზენტირება--ინდივიდუალურად წარმოადგენენ თავიანთ
ნაშრომებს 10 წთ
ე)ახალი მასალის ტექსტის გაცნობის
მიზნით მოსწავლეების დაყოფა
ორ ჯგუფად, დავალებების მიცემა
1-ლი ჯგუფის დავალება ----ა)ერთპიროვნული მმართველობის დამყარება--იულიუს კეისარი
ბ)კეისრის მემკვიდრეები --ოქტავიანე
და ანტონიუსი გ)რომის
,,ოქროს ხანა“
კითხვები, რომლებსაც უნდა გასცენ
პასუხები:
1.რატომ შეექმნა რესპუბლიკას
საშიშროება ?
2.როგორ შეძლო კეისარმა
ერთპიროვნული მმართველობის დამყარება ?
3.სად დაუშვა კეისარმა შეცდომა ,რომლის მსხვერპლი
შეიქმნა ?
4.რა გავლენას ახდენს ძალაუფლებისთვის ბრძოლა
ახლობელი ადამიანების ურთიერთობაზე ?
5,რა იყო ავგუსტუსის
წარმატების საწინდარი?
მე--2 ჯგუფის დავალება----ა )რომის იმპერიის მიერ
ტერიტორიების დაპყრობა დამორჩილების გაგრძელება
ბ)ტრაიანე
გ),,ნაშვილები კეისრების“ ხანა
დ)მარკუს ავრელიუსი
ე)მე-3 საუკუნის შუა ხანები--კრიზისი რომში
ვ)იმპერატორი დიოკლეტიანე (დომინანტობა,დეცენტრალიზაცია,ქრისტიანობის დევნა,
იმპერიის დაშლის ნიშნები)
კითხვები: 1)რამ
გამოიწვია ,,ნაშვილები იმპერატორების“
ასპარეზზე გამოსვლა
2)რას უკავშირდებოდა მე-3
სუკ. შუა ხანების კრიზისი
3)დიოკლეტიანეს რეფორმებს შეეძლო
თუ არა იმპერიის შენარჩუნება
ჯგუფების მუშაობა--10წთ
ვ)პრეზენტაციის გაკეთება
3-3 წუთი
ზ)კითხვებზე პასუხის გაცემა 2-2 წთ
თ)მინი--დისკუსია--მართველობის
რომელ ფორმას მიიჩნევთ
რომისთვის საუკეთესოდ? 5 წთ
ი)საშინაო დავალება--ინფორმაციის მოძიება მათთვის საინტერესო
იმპერატორზე, ან მოვლენაზე.
დასაწერად---თხზულება რომის
იმპერიის განვითარების ძირითადი
ეტაპები
კ)შეფასება--(3 წთ) მოსწავლეების მიერ
თვითშეფსება,მასწავლებლის მიერ მოსწავლეების განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
|
მუხურის საჯარო სკოლის
ისტორიის პედაგოგის მაია მებონიას შიდა დაკვირვების გაკვეთილის
რეფლექსია
გაკვეთილი ჩავატარე 2017 წლის 30 ოქტომბერს
კლასში ირიცხება
8 მოსწავლე . გაკვეთილს
ყველა ესწრებოდა.
გეგმით განსაზღვრული
საკითხების მოდიფიცირება არ დამჭირვებია.
გაკვეთილი შეესაბამებოდა ესგ--თი
გათვალისწინებულ სტანდარტებს;მიუხედავად იმისა,
რომ აღნიშნულ თემას ეთმობა
ორი საგაკვეთილო საათი(რომის
რესპუბლიკა 1სთ. რომის იმპერია-1 სთ.),მოსწავლეებმა ასაკის
შესაფერისად შეძლეს დაეკავშირებინათ ფაქტები და
მოვლენები რომის ისტორიულ
ეპოქასთან;
საზღვრავდნენ რომის გეოგრაფიულ მდებარეობას და ასევე
მის მიერ დაპყრობილ
ტერიტორიებსაც.
შეძლეს დაეხასიათებინათ და ემსჯელათ რომის მმართველების
მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაზე;
რომის
მმართველობის ფორმები შეადარეს საბერძნეთის დემოკრატიულ და ასურეთის იმპერიულ მმართველობას;
ასევე
შეძლეს გამოეყოთ რომის სოციალური სტრუქტურა;
და ბოლოს
გაიაზრეს თუ როგორი სირთულით ხასიათდებოდა რომში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრება.
გაკვეთილის
მიზანი კარგად იყო ფორმურლირებული, რაც დაგვეხმარა მე და ჩემს მოსწავლეებს გაკვეთილის
პროცესის მობილიზებულად წარმართვაში;
მოსწავლეებისთვის
ნათლად მქონდა განმარტებული თემის სირთულე და მასთან დაკავშირებული საკითხების მრავალფეროვნება.
უნდა ვთქვა, რომ მოსწავლეები მეტ-ნაკლებად მოეკიდნენ თემის შესწავლას.
სასწავლო
გარემო პასუხობდა საგაკვთილო მოთხოვნებს. გამოვიყენეთ გეგმით გათვალისწინებული რესურსები:
სახელმძღვანელო, კომპიუტერები, თაბახის ფურცლები, მარკერები, ფორმატის ქაღალდები.
საკლასო
ოთახში წინასწარ მქონდა გაკრული შეფასების რუბრიკები სხვადასხვა აქტივობასთან დაკავშირებით.
ასევე საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებული ილუსტრაციები და პლაკატები.
გაკვეთილი
დავიწყე ხალისიანად, პოზიტიური ფრაზებით, კომპიუტერის დახმარებით ერთ-ერთმა მოსწავლემ
კლასს წარუდგინა თავისი გაკეთებული სლაიდ-შოუ რომისთვის დამახასიათებელ ისტორიულ მოვლენებზე.
მოსწავლეებს უნდა გამოეცნოთ ნაჩვენები ფოტოსურათები. ერთობლივმა შეძახილებმა მოსწავლეები
გაამხნევა და ამით შევძელი მათი მომზადება წინარე ცოდნის გამოვლენისთვის. თითოეულმა
მათგანმა წარმოადგინა მოკლე პრეზენტაცია მოძიებული მასალების და სახელმძღვანელოში მოცემული
ინფორმაციის შეჯერების შედეგად.
მასალის მოცულობის სიდიდისგან გამომდინარე გეგმით გათვალისწინებულ დროს გადავამეტე
ხუთი წუთით. წინარე ცოდნის გამთლიანების მიზნით მივმართე გონებრივი იერიშის მეთოდს.
ბოლოს დავსვი კითხვა: რამ განაპირობა რესპუბლიკის რღვევა რომში?. პასუხმა ლოგიკურად
გადაგვიყვანა ახალ მასალაზე. რადგანაც დამთავრება და დაწყება ორივე იულიუს კეისარს
ეხებოდა.
ახალი
მასალის ტექსტის გაცნობის მიზნით კლასი დავყავი ორ ჯგუფად. დავალებები განვუმარტე როგორც
ვერბალურად, ასევე წერილობით მივეცი. მუშაობის დაწყებისთანვე გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები
ვერ თანამშრომლობდნენ, უყურადღებოდ ეკიდებოდნენ ტექსტის კითხვას. მომიწია მათთან ინდივიდუალური
მუშაობა, ვაძლევდი მითითებებს. დროის ამოწურვის
გამო ვერ ახერხებდნენ მთავარი
კითხვების მომზადებას, ამიტომაც ყოველი
შემთხვევისთვის წინასწარ მომზადებული კითხვების
საშუალებით დავეხმარე. პრეზენტატორებმა ძირითადად
შეძლეს მონახაზი გაეკეთებინათ ,გადმოეცათ მათთვის
გასაგები ფაქტები და მოვლენები.გამთლიანების მიზნით
ჩემი აქტიური ჩარევით--განვმარტეთ მათთვის
გაუგებარი ცნებები და ფრაზები,
როგორიცაა: დომინანტი, პრინციპატი,
დეცენტრალიზაცია და ა. შ.
საჭირო იყო გამოწვევა,
რომ კლასს გაგებული
მასალა და მიღებული ცოდნა რა შემთხვევაში
გამოეყენებინათ, ამიტომაც მივმართე მინი-დისკუსიას, ბავშვები აქტიურობდნენ, ჩვენს რეალობასთან გადმოჰქონდათ რომისა და ათენის დემოკრატიული
მმართველობის ნიშნები და გამოთქვეს
უკმაყოფილება, რომ მიახლოებულიც
არა ვართ დემოკრაატიის სტანდარტებთან.
საშინაო დავალების
პირობა წინასწარ დაწერილი
მქონდა ფორმატის ქაღალდზე,
რათა მოსწავლეებს აუჩქარებლად
შესძლებოდათ მისი აღქმა.
შეფასება ღიად და განმარტებებით
გავაკეთე.განმსაზღვრელი შეფასება ყველა მოსწავლეს, ხოლო განმავითარებელი შეფასების
დროს ყურადღება გავამახვილე როგორც დადებით,
ისე უაროფით მხარეებზე,მომავალში მოგვიწევს
ურთიერთთანამშრომლობაზე ყურადღების დათმობა,
სწრაფი კითხვის უნარების
შემუშავება, მეტყველების დონის ამაღლება.
მთლიანობაში გაკვეთილი
იყო დინამიური, მოთხოვნებთან
შესაბამისი ,მაგრამ მომავალში მეტი აქცენტი უნდა გავაკეთო მოსწავლეთა
პროდუქტიულ ინტერაქციაზე, სტრატეგიების
ცოდნის კონსტრუირებასა და რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე.
გაკვეთილზე გამოყენებული მასალები
Subscribe to:
Posts (Atom)