Friday, June 8, 2018
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2015 წელს საფუძველი ჩაუყარა საგანმანათლებლო პროექტს ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" 2017 წლის დეკემბრში გამოცხადდა პროექტის ახალი ეტაპი. დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაო. დავაკომპლექტე გუნდი-5 ძირითადი და ერთი სათადარიგო მონაწილით. ანკეტის შევსების შემდეგ დავრეგისტრირდით. 2018 წლის 26 თებერვალს მივიღეთ დასამუშავებელი ლიტერატურა ა) ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა" (ეროვნული არქივის მასალები). ბ),,საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია, დროებითი პარლამენტი და დროებითი მთავრობა", 3)საქართველოს დამფუძნებელი კრება,მრავალპარტიული დემოკრატიის მოღვაწეობა ეროვნუ სახელმწიფოს აშენებისა და სრულყოფისათვის 4)ქვეყნის ეკონომიური და სოციალური განვითარების მთავრობისეული პროგრამა, პოლიტიკური პარტიების პოზიცია 5)საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება.
ნახევარფინალური ტური ,,რა, სად , როდის?" ფორმატში ჩატარდა ქალაქ ქუთაისში. ჩვენი გუნდის მიერ მიღებული 10 ქულა არ აღმოჩდა საკმარისი ფინალში გადასავლელად, მაგრამ მომზადების პროცესში მოსწავლეებმა ბევრი ინფორმაცია გაიგეს საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)





No comments:
Post a Comment