როცა გამოსავლის პოვნას ვცდილობ....
მე-7 და მე--8 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოები ასაკისთვის შეუფერებელი და რთული საკითხებით არის შედგენილი , ეს ყველამ ვიცით...ფაქტების, მოვლენების დასამახსოვრებლად შარშან მივმართე ,,რა, სად, როდის?" ფორმატს... ჩემი მე-8 და კიდევ სამი სხვა სკოლის მოსწავლეები შეეცადნენ ერთმანეთისთვის დაემტკიცებინათ, რომ ისტორია არაა დაუძლეველი...2018 წლის 5 მაისს ახლა უკვე მომდევნო მერვე კლასი შევახვედრე სხვა სკოლის თანატოლებს...წინ კი უძღვოდა ერთვიანი ინტენსიური მუშაობა, რომ დაემახსოვრებინათ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიული მოვლენები...შედეგი---ბავშვები ამბობენ: იმდენჯერ გავიმეორეთ ერთი და იგივე საკითხი, ალბათ, ცხოვრებაში არ დაგვავიწყდებაო ...კარგია ყველაფერი, რაც კარგად მთავრდება--ახლაც გავიმარჯვეთ..
No comments:
Post a Comment