Monday, March 11, 2019
შეხვედრა თემის წარმომადგენლებთან
2018 წლის 16 დეკემბერს მუხურის საჯარო სკოლის კლუბ „ეგრისი“-ს წევრები (თაკო გახარია, მეგი ნაჭყებია, მარი ნაჭყებია, ლანა თოლორდავა, ბექა გახარია, ვახო ბაძაღუა, ზვიადი ცირდავა, ილონა შენგელია, ლუკა შენგელია, მაია მებონია) შეხვდნენ სოფლის თემის წარმომადგენლებს. შეხვედრა მოეწყო ოჯახურ გარემოში ალაფურშეტის თანხლებით. შეხვედრას ორგანიზაცია გაუკეთეს კლუბის წევრებმა. აგრეთვე ესწრებოდა მუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ურთიერთობის განყოფილების პირველი კატეგორიის სპეციალისტი თამაზ მოსიძე.
შეხვედრის თემა იყო ა)შეშის მოპოვება დამზადება და გამოყენება. ბ)ბიომასის ბრიკეტი
შეხვედრა უფრო უშუალო რომ ყოფილიყო, პირველ რიგში კლუბის წევრები დაინტერესდნენ, თუ როგორ იყენებდნენ ზამთრისთვის შეშას, რა წესებს იცავდნენ, ჰქონდათ თუ არა რამე ალტერნატიური საშუალება და ა.შ. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა შეშას ძირითადად არასწორად იყენებს, რაც მათ ოჯახში ვერ ქმნის კომფორტულ გარემოს. გამოიკვეთა რომ მოსახლეობას ზამთრის განმავლობაში სჭირდებოდა 600- 700 ლარის შეშა.
პრეზენტატორებმა (მარიამ ნაჭყებიამ და ლანა თოლორდავამ) შეკრებილ მოსახლეობას გააცნეს შეშის დამზადების წესები, მოსამზადებელი ეტაპი, ხე-ტყის მოჭრისთის საჭირო იარაღების ნუსხა, ხის ჭრის დრო, პროცესი. გასხიპვისა და მორების დამზადების წესები თუ როგორ უნდა დაეპოთ და შეენახათ შეშა. ხაზი გაუსვეს მშრალი შეშის უპირატესობას, ვიზუალურად ინტერნეტის საშუალებით აჩვენეს მშრალ და ნედლ შეშას შორის წვის პროცესში განსხვავება. ასევე გააცნეს ხე-ტყის მოპოვების წესები სამართლის დარღვევის შემთხვევაში სანქციები და ჯარიმები. ნაჩვენები იქნა ვიდეო რგოლი „მეტი სითბო- ნაკლები შეშა“
საინტერესო აღმოჩნდა - შეშის საუკეთესო ალტერნატივის ბიომასის ბრიკეტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრის მონაწილეებისთვის ეს უცნობი იყო. ყურადღება გაამახვილებინეს ბრიკეტის უპირატესობებზე შეშასთან შედარებით. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის კლუბის წევრებმა შეკრებილებს კომპიუტერის დახმარებით აჩვენეს ბრიკეტის დამამზადებელი აპარატი და დამზადების პროცესი. გააცნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გახსნილი მსგავსი საწარმოს მუშაობის პროცესი. ყოველივე ამით კლუბის წევრებმა მოსახლეობა დააინტერესეს რომ მსგავსი საწარმოს გახსნა ნებისმიერ სოფელში თუ ქალაქში შესაძლებელია, რაც დაზოგავს ტყის საფარს.
ერთ-ერთი მონაწილის კითხვაზე, რომ უახლოეს დროში შესაძლებელია ბუნებრივი აირით გათბობის საშუალებების ჩანაცვლება პრეზენტატორებმა გარკვევით აუხსნეს, რომ ბიომასის ბრიკეტი არის ეკოლოგიურად სუფთა ბევრად უფრო იაფი და უსაფრთხო საშუალება.
კოლხური ბზა
. კოლხური ბზის ამბავი ძალზე პოპულარული თემაა და საზოგადოება მეტ-ნაკლებ ყურადღებას იჩენს მის მიმართ, მოკლედ ამ თემას იყენებენ სხვადასხვა მიზნებისთვის(, ეკოკლუბ ,,ეგრისის“ წევრებმაც (მეგი ნაჭყებია, მარიამ ნაჭყებია, ლუკა შენგელია, ილონა შენგელია, ზვიად ცირდავა, თაკო გახარია, ბექა გახარია, ვახო ბაძაღუა, მაია მებონია, ლანა თოლორდავა )ვერ აუარეს გვერდი ამ ფაქტს, მითუმეტეს აღნიშნული მცენარის ლოკაციის ადგილას რამდენიმე კილომეტრი აშორებთ.პირველ რიგში, მოიძიეს ინფორმაცია ბზის შესახებ. მარადმწვანე, ჟანგბადის უზარმაზარი წყარო,ტყეების მშვენება, ფერდობების ჩამორეცხვებისგან დამცავი, უნიკალური სამშენებლო რესურსი დღეს გადაშენების პირასაა.ბზის გადარჩენას ცდილობს ბევრი ორგანიზაცია სამთავრობო თუ არასამთავრობო, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. კლუბის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი თვალით ენახათ, თუ რა განსაცდელის წინაშეა ბუნების ეს უნიკალური ქმნილება.ნანახმა მოლოდინს გადააჭრბა,გულსაკლავად გამოიყურებოდნენ კოლხური ბზის კორომები, სიცოცხლეწართმეულები, ხავსით შემოსილები.
რეინჯერ როლანდ ცირამუას თქმით ბზის მტერი მწერი ალურა ყოფილა, კიდევ სოკოვანი დაავადება-ბზის სიდამწვრე, კიდევ ადამიანების მიერ მისი განუკითხავი მოჭრა საშენ მასალად , რასაც ემატება ბზობის დღესასწაულისთვის მისი გამოყენება.
რამდენჯერმე შეწამვლის მიუხედავად ბზის ავადმყოფობა პროგრესირებს, ის თითქმის არ ცოცხლობს.კლუბის წევრები დაინტერესდნენ, თუ როდის შეიწამლა ბზა ლუგელას ხეობაში, ბატონ რეინჯერს ასეთი ფაქტი არ ახსოვს მისი მუშაობის პერიოდში. ბავშვებისთვის გაუგებარი იყო ის ფაქტი, თუ რატომ არ შეძლება აიკაფოს გამხმარი ბზა და დაირგოს ახალი ნერგები.მითუმეტეს ნერგების შოვნა არაა რთული,არსებობს კერძო სანერგეები, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციები. რეინჯერის თქმით, თვითნებურად მისი მოჭრა(თუნდაც გამხმარის), აკრძალულია.გამონაკლის შემთხვევაში უნდა გქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული დოკუმენტი ნებართვის შესახებ.
კლუბის წევრებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ დროულად და თანმიმდევრობით რომ შეეწამლათ ბზა, ის გადარჩებოდა. ხეობიდან დაბრუნებულები შეხვდნენ სოფელ მუხურის რწმუნებულს, მერის წარმომადგენელს სოფლის ადგილობრივ ერთეულში ბატონ იგორ თოლორდავას.კითხვაზე --თუ როდის შეიწამლა ბზა და თუ ვინმე ზრუნავს მის გადასარჩენად, გარკვეული პასუხი ვერ მიიღეს. გაირკვა, რომ ასეთ საკითხებზე სატყეოს სააგენტო მუშაობს. იმის ,,შიშით“, რომ იქაც მსგავს პასუხს მიიღებდნენ, ამ ჯერზე დროებით ,,შესვენება“ გადაწყვიტეს. ბზის გადარჩენა რომ შესაძლებელია ქიმიური საშუალებით, ამას მოწმობს ჩხოროწყუს ცენტრში მოვლილი ბზის ბუჩქები.
მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ ბზის გადარჩენა ლუგელას ხეობაში თითქმის შეუძლებელია. იქიდან მონაბერ ჰაერს არასდროს არ შეაზავებს ბზის განუმეორებელი სურნელება. ისღა დარჩენიათ, შეუერთდნენ UNDP(CEF) მცირე გრანტების პროგრამის მხარდამჭერ ჩხოროწყუელ მოსწავლეებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ბზის კონსერვაციაში.საკუთარ ეზოებში,სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე დარგონ და მოუარონ, თუმცა ეს არ შეცვლის მის ბუნებრივ ადგილსამყოფელს, სადც მეტი სარგებლობა მოჰქონდა ადამიანებისათვის.
ჯანსაღი გარემო
ეკოკლუბის წევრების უპირველესი საზრუნავი ჩვენს ირგვლივ არსებული გარემოა. გაცნობიერებული გვაქვს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მოწესრიგებულ გარემოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ამასთან ჩვენი სოფელი-მუხური ტურისტული ზონაა, რაც გვავალდებულებს სტუმრებისთვის ის მიმზიდველი იყოს. ხშირად ვასუფთავებთ ტერიტორიებს, ვიყენებთ ჩვენს მიერ დაზადებულ ბანერებს. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ერთად ვიზრუნოთ მოწესრიგებული გაარემოსთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)