Sunday, June 18, 2017

კონკურსი მუზეუმში

კონკურსი მუზეუმში
2017 წლის 27 თებრვალს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში ჩატარდა კონკურსი
"ეს ჩვენი ისტორიაა", მონაწილეებს უნდა გაეკეთებინათ პრეზენტაცია მშობლიური სოფლის, კუთხილ შესახებ ხალხში გავრცელებულ თქმულებებზე
ჩემი ხელმძღვანელობით მე 9 კლასის მოსწვალემ ცირა ჩიქოვანმა მოიპოვა საინტერესო ინფორმაციები ჩვენი სოფლის მთის მდიანრეების თუ მღვიმეების შესახებ (მთა გვამარდაზე, ნაცხაზე, შურუბუმს მღვიმეზე, ქოოს დასახლებაზე, თარზენზე, ტობო-ვარჩხილთან ახლოს "დაკარგულ ბჟე-წყალზე", მაფელუს ღელეზე

ცირა ჩიქოვანმა მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია, როს გამოც დაიმსახურა მეორე ხარისხის დიპოლომი. თან ვურთავ პრეზენტაციის ვიდეოს და დიპლომს.

Friday, June 16, 2017

გეგმა

მუხურის თემის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის მაია მებონიას სამოდელო გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია.
კლასი
მე-8
მოსწავლეთა რაოდენობა
9(სსმ კლასში არ არის)
გაკვეთილის თემა
რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოში
გაკვეთილის ტიპი
პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
ესგ-თი გათვალისწინებული მისაღწევი შედეგები
ა)ისტ.მე-8.1.მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოველენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან.
ბ) ისტ.მე-8 .2 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები.
გ)ისტ.მე-8.6.მოსწავლეს შეუძლია შისწავლოს კონფლიქტების მიზეზები ,განვითარება და შედეგები.
დ)ისტ.მე-8.12 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის აუცილებელი  პირობები.
ე)ისტ.მე-8 .13 მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებით გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე.
გაკვეთილის მიზანი
ა)პერსპექტივაში -დაფიქრდებიან საქართველო რუსეთის სამომავლო ურთიერთობაზე და წარმოიდგენენ თავიანთ როლს ამ პრობლების მოგვარებაში.
ბ)კონკრეტულ სიტუაციაში-აღწერენ 1980წლიდან დღემდე რუსეთის მიერ საქართველოში გატარებული პოლიტიკის მიმდინარეობაზე,გაანალიზებენ შედეგებს ,შეაჯამებენ და შეაფასებენ.გამოიტანენე დასკვნას,რომ ყველა ადამიანის ულებაა,იცხოვროს დამოუკიდებელ თავისუფალ ქვეყანაში,რომ ვმართოთ სახელმწიფო ისე ,როგორც გვინდა და არა როგორც მისი სურვილია.
განსავითარებელი უნარ-ჩვევები
საკუთარი აზრის ჩამოყალიბების ,სხვისი შეხედულებების პატივისცემის,პირადი და გუნდური პასუხისმგებლობის,თანამშრომლობის,პრობლემის გამოკვეთის ,მისი გააზრების,ანალიზის,სინთეზის,კრიტიკული აზრის განვითარების და ისტ-ს გამოყენების პრაქტიკის გაუმჯობესების.
ამოცანები
მოსწავლეებს მოუწევთ ბევრი ინფორმაციის მოძიება და დახარისხება ინტერნეტიდან,წიგნებიდან,შეხვედრები იმ ადამიანებთან ,რომლებსაც შეხება ჰქონდათ მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მოვლენებთან,შეფასების კრიტერიუმების შერჩევა ,პრეზენტაციის ტექნიკის დახვეწა,საკლასო ოთახის შესაბამისად მოწყობა და ბოლოს შეძენილი უნარ-ჩვევების და მიღებული ცოდნის დემონსტრირება.
რესურსები
კომპიუტერი,პროექტორი,თაბახის ფურცლები,ფორმატები,მარკერები,სახელმძღვანელო,შეფასების კრიტერიუმის პლაკატი და სხვა აუცილებელი სასწავლო ნივთი.
გაკვეთილის მსვლელობა
1.აქტივობა-კლასის ორგანიზება,მოტივაციის ამაღლება(სასიამოვნო,პოზიტიურ ფაქტზე ყურადღების გამახვილება)
2.აქტივობა-გაკვეთილის თემის მიზნის გარკვევა(მოსწავლეები თვითონ ჩამოაყალიბებენ მიზანს)სრულყოფილი სახით ვაჩვენებ პროექტორით ,ასევე გამოიკვრება კლასში ფორმატის ქაღალდზე .
3.აქტივობა-დავსვამ მაპროვოცირებელ კითხვებს:ა)რისი მოლოდინი გაქვთ დღევანდელი საგაკვეთილო პროცესისაგან?
ბ)რამდენად ფასეულია თქვენთვის იმის ცოდნა,რაც საგაკვეთილო თემას უკავშირდება.
4.ატივობა-წინარე ცოდნის საილუსტრაციოდ მოსწავლეები წარმოადგენენ,,ორმაგი ჩანაწერების დღიურს“-შესრულებულს საშინაო დავალებების რვეულებში.
ე.ი იციან : ა)ავტონომიური ოლქების ,რესპუბლიკების შეექმნის მიზეზები
ბ) იუგოსლავიის დაშლის პროცესები
გ)ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტები სსრკ-ს დაშლის შემდეგ.
დ)პოლიტიკური კონფლიქტები პოსტ საბჭოთა სივრცეში(რუსეთის ომი ჩეჩნეთში,დნესტრისპირეთში)
ე) რეგიონალური კონფლიქტების საქართველოში.დასახელებულ ფაქტებზე მოკლე დასკვნას დავწერთ ფორმატის ქაღალდზე
წინარე ცოდნის შესახებ გავაკეთებ განმავითარებელ შეფასებას.
6.აქტივობა-გამოვიყენებ მეთოდს,,დაწყვილდი,დაფიქრდი,გაუზიარე“
სამ ბარათზე დაწერილი იქნება განსხვავებული დავალებები,სამი ჯგუფი იმუშავებს ამ დავალებებზე:ა)1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია თბილისში-მოკლე ინფორმაცია.ტრაგედიის მიზეზები და შედეგები.
ბ)1990-1992 წლებში სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარების შესახებ.
გ)1989-1993 წლებში აფხაზეთის კონფლიქტი.
7.აქტივობა- პრზენტაცია
სამი მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას,დაეხმარებიან ჯგუფის წევრები.
პრეზენტატორები გამოიყენებენ პროექტორს უჩვენებენ კონფლიქტების ამსახველ კადრებს
პრეზენტატორებს სავარაუდოდ დაესმებათ დამაზუსტებელი კითხვები:
ა)შესაძელებელი იყო თუ არა 9 აპრილის ტრაგედიის თავიდან აცილება?
ბ)დღევანდელი გადასახედიდან როგორ შეაფასებდით სამხრეტ ოსეთში შექმნილ სიტუაციას.
დ)აფხაზეთთან ურთიერთობის გამოსასწორებლად რომელი გზა მიგაჩნიათ მართებულად?
8.აქტივობა-T დიაგრამის გამოყენების საშუალებით მოსწავლეები დააჯგუფებენ რუსეთთან შემდგომი ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში დადებით და უარყობით შედეგებს.
პრეზენტაციას  და ჯგუფურ მუშაობას შევაფასებ როგორც განმავითარებელი ისე განმსაზღვრელი შეფასებით.
9.აქტივობა-მზადება მინი-დისკუსიისათვის.პროექორით  ვაჩვენებ 2008 წლის აგვისტოს ომის კადრებს.
დავსვამ მაპროვოცირებელ შეკითხვებს
ა)დაშვებულ იქნა თუ არა შეცდომა ბრძოლის წინ ჩვენი ქვეყნის მხრიდან.
ბ)შესაძლებებლი იყო თუ არა კონფლიქტის თავიდან აცილება?
10.აქტივობა-მინი-დისკუსია.მოსწავლეები დააფიქსირებენ განსხვავებულ შეხედულებებს და მოსაზრებებს.ეცდებიან ,რომ მივიდნენ რეალურ დასკვნამდე.
შევაფასებ დისკუსიაში მონაწილე აქტიურ მოსწავლეებს განმსაზღვრელი ქულით.
საშინაო დავალება
პროექტორით ვუჩვენებ საშინაო დავალების პირობას:2008 წლის აგვისტოს ომი-ჩვენი ისტორიის კიდევ ერთი შავი ლაქა(თხზულება,ჩანახატი,საკუთარი ლექსი ან მოთხრობა,სლაიდ -შოუ,პრეზენტაცია)
შეფასება და თვითშეფასება
თვითშეფასებისთვის მოსწავლეებს დავურიგებ,,გასასვლელ ბარათებს“(ვიცოდი,ვისწავლე,მინდა ვიცოდე)
გავაკეთებ საბოლოო განმავითარებელ შეფასებას და შევავსებთ შეფასების რუბრიკებს.

       გაკვეთილის რეფლექსია.

2017 წლის   8 ივნისს ჩავატარე სამოდელო    გაკვეთილი    VIII კლასში.
გეგმის დაწერამდე საკუთარ თავს დავუსვი სამი შეკითხვა:
1. რას უნდა მიაღწიონ ჩემმა მოსწავლეებმა?
2. როგორ უნდა მივაღწიოთ    სასურველ   შედეგს?
3. როგორ გავიგოთ-მიღწეულია თუ არა შედეგი?

გაკვეთილის სწორად    წარმართვაში დამეხმარა სამკუთხედი.

                                    სწავლების 
                          მიზნები და შინაარსი                             
                         
სწავლების შეფასება
მეთოდები                                                                                  
გაკვეთილის თემის (რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოში) დასახელების და მიზნის გარკვევის შემდეგ ნათელი გახდა, რომ გაკვეთილი იყო პრობლემაზე ორიენტირებული.
 ვხელმძღვანელობდი ესგ-თი გათვალისწინებული მისაღწევი შედეგებით. მოსწავლეებმა ძირითადად შეძლეს ერთმანეთთან დაეკავშირებინათ
ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან, დაახასიათეს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები, შეისწავლეს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება, შედეგები, დახასიათეს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანარსებობისთვის  აუცილებელი  პირობები.
გაკვეთილის მიზანი   თითქმის მიღწეულია, მოსწავლეები დაფიქრდნენ რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობაზე, წარმოიდგინეს თავიანთი როლი ამ პრობლემის მოგვარების პროცესში.                                                          
      შევარჩიეთ   შეფასების  კრიტერიუმები,   მოვაწყვეთ  საკლასო  ოთახი  შესაბამისად,  გამოკრული  იყო  შეფასების  კრიტერიუმების      რუბრიკები,  გვქონდა   კომპიუტერი,  პროექტორი,  თაბახის  ქაღალდები,  მარკერები  და  სხვა  საჭირო    ნივთები.                                                                                                   კლასში  არ  არის  სპეციალური  საჭიროების  მქონე  მოსწავლე.გაკვეთილს  ყველა  მოსწავლე  ესწრებოდა.  მოტივაციის შექმნის  შემდეგ  დავსვი  მაპროვოცირებელი  კითხვები.   პასუხები  არ  იყო  სრულყოფილი,  მოითხოვდა  დაზუსტებას (მოსწავლეებში შეინიშნებოდა  ემოციური   განწყობა,  დაბნეულობა,  რაც  გამოწვეული  იყო  შეფასების ჯგუფის  წევრების დასწრებით) საშინაო  დავალების  დახმარებით  გასაგები  გახდა  წინარე  ცოდნა,რომლის  გამოვლენაში  დამეხმარა   ,,ორმაგი  ჩანაწერების  დღიური“.თითქმის  ყველა  მოსწავლემ  შეძლო ნასწავლი  და  ნაცნობი  ფაქტების  და  მოვლენების  აღწერა,   მაგრამ  როგორც  განმავითარებელი  შეფასების  დროს  ავღნიშნე,მეტი  ყურადღება  უნდა  მიაქციონ  საკუთარი  დამოკიდებულების  დაფიქსირებას,   დასვან      მეტი  შეკითხვა,  მიიღონ  პასუხები.                                                                                 ,,დაწყვილდი,  დაფიქრდი,   გაუზიარე“  სტრატეგიის  დახმარებით  ჯგუფებს  მივეცი  განსხვავებული  დავალებები.   სამმა  მოსწავლემ გააკეთა  პრეზენტაცია,იყენებდნენ  პროექტორს,აჩვენებდნენ  ვიდეო  და  ფოტო  მასალებს,  ჩართული  იყვნენ  ჯგუფის  სხვა  წევრებიც,რომლებიც  ძირითადად  აკეთებდნენ  კომენტარებს.პრეზენტატორებმა  უპასუხეს  კითხვებს,პასუხები  დამაკმაყოფილებელი  იყო  ,თუმცა  ვისურვებდი  მეტ  სიზუსტეს  და დამაჯერებლობას.       პირველი  პრეზენტატორი უმეტესწილად  იქცევდა  ყურადღებას,ის  არ  იყენებდა  ჩანაწერებს,ლოგიკურად   გადადიოდა  ერთი  იდეიდან  მეორეზე,ნაწილობრივ  იყო  დამოკიდებული  სლაიდებზე,  მეტყველებდა  მკაფიოდ.დანარჩენი  ორ  პრეზენტატორს  ეტყობოდა  დაბნეულობა,  იყენებდნენ  ჩანაწერებს,  თუმცა  სათქმელის  მოტანა მსმენელამდე  მაინც  შეძლეს,მომავალში  მათ  მოუწევთ  პრეზენტაციის  თითქმის  ყველა ასპექტზე  მუშაობა.                  რაც  შეეხება  ჯგუფურ  მუშაობას,  მოსწავლეებს  გაცნობიერებული  ჰქონდათ   სამუშაო  მიზანი ,  იცავდნენ  წესებს,  თანამშროლობდნენ  ერთმანეთთან. მინი--დისკუსიის  დროს  მოსწავლეები  უფრო  გახსნილები  და  თამამები  ჩანდნენ,  აფიქსირებდნენ  საკუთარ  შეხედულებებს,  გამოთქვამდნენ  საპირისპირო  მოსაზრებებს,გამომდინარე  საკითხის  ნეგატიურობიდან   მოსწავლეებში  შეინიშნებოდა  ემოციები,ძირითადად  იცავდნენ თანამშრომლობის  წესებს, მაგრამ  ერთვებოდნენ  სხვის  საუბარში,  რის  გამოც  ჩემგან  შენიშვნებს  ღებულობდნენ.                                                                 კონსტრუირებისა   და  რეფლექსია---გამთლიანებისათვის  გამოვიყენე  ,,გასასვლელი  ბილეთები“(ვიცოდი,  ვისწავლე, მინდა  ვიცოდე)  მოსწავლეები  განსაკუთრებით  კრიტიკულები  იყვნენ  თვითშეფასების  დროს,  აღნიშნეს,  რომ   უჭირთ  ნააზრევის, ნასწავლის  გადმოცემა,  რაც  გამოწვეულია  საერთო  განათლების,მეტყველების  დაბალი  დონით.მომიწევს  მოსწავლეები  მივაჩვიო  აუდიტორიის  წინაშე  გამოსვლას, კრეატიულობას,  დამოუკიდებლად  მუშაობას.                            გაკვეთილის  ბოლოს    დავწერე  განმსაზრვრელი  შეფასებები.   განმავითარებელ  შეფასებას  თითქმის  ყველა  აქტივობის  შემდეგ  ვაკეთებდი.                                                                                  საშინაო   დავალება  სადისკუსიო  თემიდან  გამომდინარე  მივეცი(პროექტორითაც  და  პლაკატზეც)                                         სამოქმედო  გეგმაში  ცვლილების  შეტანა  არ  დამჭირვებია,  მაგრამ  იყო  ერთი  საკითხი--ინტერვიუს  აღების  შესახებ,  რაც  აუცილებელ  კომპონენტად  მიმაჩნდა  მსგავსი  ტიპის  გაკვეთილისთვის. მომიწევს   ,მოსწავლეებთან  ვიმუშაო  ამ მიმართულებით  და  საერთოდ  უფრო  ეფექტური  გავხადო  ჩემი  მუშაობა.                                                                                               შემოგთავაზებთ  გაკვეთილზე  გამოყენებული   პლაკატების  ნაწილს  და  ფოტოებს..      
                     
Sunday, June 11, 2017

პროექტი ,,მე და კონსტიტუცია".

  ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია“ პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა სკოლის IX-XII კლასელებისთვის. კონკურსის სახელწოდებაა „მე და კონსტიტუცია.“ პროექტის პარტნიორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სკოლაში შექმნილ 4 კაციან გუნდს. თითო სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. გუნდში უნდა იყოს 4 უფროსკლასელი და მას უნდა ხელმძღვანელობდეს 1 მასწავლებელი. პირველ ადგილზე გასული 4 მოსწავლე ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად გაემგზავრება ბრიუსელში. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები და მათი ხელმძღვანელი საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს, მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები და მათი მასწავლებელი საჩუქრად მიიღებენ პლანშეტურ კომპიუტერებს.  
კონკურსის წესები:   პირველი ტური:   კონკურსის პირველ ეტაპზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველი გუნდი ამზადებს ვიდეოს თემაზე: მე და კონსტიტუცია. ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა აჭარბებდეს 2 წუთს. ფორმატი შეუზღუდავია. ვიდეო შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: · შინაარსობრივი გამართულობა · კრეატიულობა ვიდეოების გამოგზავნა შესაძლებელია 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: demlabinfo@gmail.com  თქვენ მიერ გამოგზავნილ წერილში აუცილებლად მიუთითეთ: გუნდის სახელი, რეგიონი, სოფელი/ქალაქი,  სკოლა, სკოლის დირექტორის და გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი.    ვიდეო, რომელიც თავისი შინაარსით ლახავს სხვა ადამიანთა პატივსა და ღირსებას, ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან. საუკეთესო ნამუშევრებს თითოეული რეგიონიდან და დედაქალაქიდან შეარჩევს კომპეტენტური ჟიური. ჟიურის წევრები არიან: „დემოკრატიის ლაბორატორიის“ წარმომადგენელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და კონსტიტუციის სპეციალისტი. საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება საქართველოს ყველა რეგიონსა და დედაქალაქში.  
მეორე ტური:   მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ ბრეინ-რინგის სტილის კონკურსში. გუნდები მათივე რეგიონში გამოვლენილ სხვა გამარჯვებულ გუნდებს შეეჯიბრებიან. მოსწავლეებს დაუსვამენ სპეციალურად მათთვის შედგენილ შეკითხვებს კონსტიტუციის შესახებ. პასუხების საშუალებით შემოწმდება როგორც ცოდნა კონსტიტუციის შინაარსის თვალსაზრისით, ასევე ანალიზისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი. მოპოვებული ქულების რაოდენობის მიხედვით თითოეული რეგიონიდან (ასევე დედაქალაქიდან) გამოვლინდება თითო გამარჯვებული გუნდი.  ყველა რეგიონსა და დედაქალაქში კონკურსის დაწყების წინ მოსწავლეებს სპეციალისტები ჩაუტარებენ მოკლე ლექციებს კონსტიტუციისა და სახელმწიფო მოწყობის შესახებ.
მესამე ტური:   მესამე ტურში, ანუ ფინალში გასული გუნდები სამ დასკვნით ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას.    1. გუნდებს დაევალებათ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრება-პრეზენტაცია თემაზე: კონსტიტუციის საუკეთესო და პირველ რიგში შესაცვლელი მხარეები. პრეზენტაცია შეფასდება სამი კრიტერიუმით: შინაარსი, კრეატიულობა, მსჯელობის უნარი.  2. კაპიტნების კონკურსი: გუნდების კაპიტნები უპასუხებენ სპეციალურად მათთვის მომზადებულ 10 შეკითხვას და თითოეული სწორი პასუხისთვის მიენიჭებათ შესაბამისი ქულა. 3. გუნდებს ეძლევათ საკვანძო ტერმინები კონსტიტუციიდან. მიცემული დროის მონაკვეთის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ და გადმოსცენ ტერმინის არსი მოკლე ნომრის, სკეჩის ან პრეზენტაციის საშუალებით და წინასწარ მომზადებული რეკვიზიტების დახმარებით. ფორმატი შეზღუდული არ არის.    იმარჯვებს და პირველ სამ ადგილს ინაწილებს ის სამი გუნდი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. ქულებს დააჯამებს და გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ჟიური.    კონკურსის მონაწილეებს ფეისბუქ გვერდის საშუალებით მიეწოდებათ განახლებადი დეტალური ინფორმაცია კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის გამართვის ადგილის, ვადებისა და სხვა დამატებითი პირობების შესახებ.    ორგანიზაციადემოკრატიის ლაბორატორიაპრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს ყველა სკოლის IX-XII კლასელებისთვის. კონკურსის სახელწოდებაამე და კონსტიტუცია.“ პროექტის პარტნიორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სკოლაში შექმნილ 4 კაციან გუნდს. თითო სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის მონაწილეობა. გუნდში უნდა იყოს 4 უფროსკლასელი და მას უნდა ხელმძღვანელობდეს 1 მასწავლებელი. პირველ ადგილზე გასული 4 მოსწავლე ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად გაემგზავრება ბრიუსელში. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრები და მათი ხელმძღვანელი საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს, მესამე ადგილზე გასული კონკურსანტები და მათი მასწავლებელი საჩუქრად მიიღებენ პლანშეტურ კომპიუტერებს.
კონკურსის წესები: პირველი ტური: კონკურსის პირველ ეტაპზე, კონკურსში მონაწილეობის მსურველი გუნდი ამზადებს ვიდეოს თემაზე: მე და კონსტიტუცია. ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა აჭარბებდეს 2 წუთს. ფორმატი შეუზღუდავია. ვიდეო შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: · შინაარსობრივი გამართულობა · კრეატიულობა ვიდეოების გამოგზავნა შესაძლებელია 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: demlabinfo@gmail.com თქვენ მიერ გამოგზავნილ წერილში აუცილებლად მიუთითეთ: გუნდის სახელი, რეგიონი, სოფელი/ქალაქი, სკოლა, სკოლის დირექტორის და გუნდის ხელმძღვანელი მასწავლებლის სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი. ვიდეო, რომელიც თავისი შინაარსით ლახავს სხვა ადამიანთა პატივსა და ღირსებას, ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან. საუკეთესო ნამუშევრებს თითოეული რეგიონიდან და დედაქალაქიდან შეარჩევს კომპეტენტური ჟიური. ჟიურის წევრები არიან: დემოკრატიის ლაბორატორიის წარმომადგენელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და კონსტიტუციის სპეციალისტი. საუკეთესო ნამუშევრები გამოვლინდება საქართველოს ყველა რეგიონსა და დედაქალაქში.
მეორე ტური: მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ ბრეინ-რინგის სტილის კონკურსში. გუნდები მათივე რეგიონში გამოვლენილ სხვა გამარჯვებულ გუნდებს შეეჯიბრებიან. მოსწავლეებს დაუსვამენ სპეციალურად მათთვის შედგენილ შეკითხვებს კონსტიტუციის შესახებ. პასუხების საშუალებით შემოწმდება როგორც ცოდნა კონსტიტუციის შინაარსის თვალსაზრისით, ასევე ანალიზისა და ლოგიკურად აზროვნების უნარი. მოპოვებული ქულების რაოდენობის მიხედვით თითოეული რეგიონიდან (ასევე დედაქალაქიდან) გამოვლინდება თითო გამარჯვებული გუნდი. ყველა რეგიონსა და დედაქალაქში კონკურსის დაწყების წინ მოსწავლეებს სპეციალისტები ჩაუტარებენ მოკლე ლექციებს კონსტიტუციისა და სახელმწიფო მოწყობის შესახებ.
მესამე ტური: მესამე ტურში, ანუ ფინალში გასული გუნდები სამ დასკვნით ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. 1. გუნდებს დაევალებათ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრება-პრეზენტაცია თემაზე: კონსტიტუციის საუკეთესო და პირველ რიგში შესაცვლელი მხარეები. პრეზენტაცია შეფასდება სამი კრიტერიუმით: შინაარსი, კრეატიულობა, მსჯელობის უნარი. 2. კაპიტნების კონკურსი: გუნდების კაპიტნები უპასუხებენ სპეციალურად მათთვის მომზადებულ 10 შეკითხვას და თითოეული სწორი პასუხისთვის მიენიჭებათ შესაბამისი ქულა. 3. გუნდებს ეძლევათ საკვანძო ტერმინები კონსტიტუციიდან. მიცემული დროის მონაკვეთის განმავლობაში მოსწავლეებმა უნდა მოიფიქრონ და გადმოსცენ ტერმინის არსი მოკლე ნომრის, სკეჩის ან პრეზენტაციის საშუალებით და წინასწარ მომზადებული რეკვიზიტების დახმარებით. ფორმატი შეზღუდული არ არის. იმარჯვებს და პირველ სამ ადგილს ინაწილებს ის სამი გუნდი, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. ქულებს დააჯამებს და გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ჟიური. კონკურსის მონაწილეებს ფეისბუქ გვერდის საშუალებით მიეწოდებათ განახლებადი დეტალური ინფორმაცია კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის გამართვის ადგილის, ვადებისა და სხვა დამატებითი პირობების შესახებ.

პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა 2016 წლის 1 დეკემბრიდან  2017 წლის აპრილამდე.

პროექტში ჩვენი სკოლის-მუხურის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩაბმის მიზანი იყო-საქართველოს კონსტიტუციის ,,აღმოჩენა", კონსტიტუციის როგორც ჩვენი უფლება-მოვალეობის გარანტის გათავისება, სამივე ტურის დავალებების შესრულება და ფინალში შედეგად რომის საგზურის მოპოვება.

ამოცანები:გუნდების ჩამოყალიბება გუნდის წევრებს შორის შეთანხმებული მოქმედების მოგვარება, ვიდეო გადაღების ტექნიკის ათვისება, მოსწავლეთა კრეატიულობის აღმოჩენა,კონსტიტუციის ,,კითხვის" სწავლა. 

პროექტის მსვლელობა: I ტურისთვის სურვილი გამოთქვეს X-XI   კლასის მოსწავლეებმა, ჩამოყალიბდა სამი გუნდი: I-გუნდი ,,ნეკნი" მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები,  (ქომეთიანი ანანო, ბენდელიანი თამარ, ბებია ნანო, თოლორდავ თამარ).

II-გუნდი ,,ბედის ვარსკვლავი"  X კლასის მოსწავლეები (ცირამუა ოქსანა, ჩიქოვანი ანანო,ცირამუა ანა, ბებია გოგა), 

III-გუნდი ,,ფილაგი" X კლასის მოსწავლეები (თოდუა ვასილი,გიორგი ჩიქოვანი, გახარია გიგი, ჩიქოვანი მეგი. 

თითოეულმა გუნდმა მოიფიქრა ვიდეოს სიუჟეტი, გადაღების შემდეგ მითითებულ მისამართზე ატვირთეს.

                                                                             ვიდეოების კონკურსში გაიმარჯვა გუნდმა ,,ფილაგმა".სამეგრელო-ზემოსვანეთის დანარჩენ ექვს გუნდთთან ერთად მოიპოვა მეორე ტურის საგზური.

              გუნდის წევრებმა ინტენსიურად დაიწყეს მომზადება მეორე ტურის ზესების მიხედვით. ყურადღებას ვამახვილებდით ყველა აუცილებელ და ძირითად საკიხზე . თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეები სათანადოდ მოემზადნენ.

პროექტის მეორე ტური გაიმართა ქალაქ ფოთის საქალაქო ბიბლიოთეკაში 2017 წლის 11 მარტს. მონაწილეობა მიიღო რეგიონის ექვსივე გუნდმა.

                                                                             კონკურსი დაყოფილი იყო სამ ეტაპად. მთლიანობაშ დაისვა 30 შეკითხვა, გაიმარჯვა ფოთის მეხუთე სკოლისგუნდმა.თოთხმეტი ქულით, ჩვენმა გუნდმა ,,ფილაგმა" დააგროვა 11 ქულა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მონაწილე მოსწავლეები დააჯილდოვა დიპლომებით. 
II ტურში დამარცხების ძირითადი მიზეზი  იყო  ბრეინ-რინგის სტილით დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაუცემლობა.მოსწავლეებმა ვერ მოახერხეს ერთდროულად თითის დაჭერა და გააზრება, რასაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ. 

პროექტზე მუშაობის პროცესი იყო საინტერესო როგორც ხელმძღვანელმა, ისე ჩემმა მოსწავლეებმა მივიღეთ გამოსცდილება მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობის. მომავალში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას,გავითვალისწინებთ დაშვებულ შეცდომებს და ვიბრძოლებთ გამარჟჯვებისათვის.