თემა:VII კლასის სახელმძღვანელოს თემების შეუსაბამობა ამავე კლასის მოსწავლეების
დონესთან
2012-2013 სასწ.წელს სკოლამ და საგნის მასწავლებლებმა
მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდ
ავირჩიეთ წიგნი გიორგი სანიკიძის, ლევან გორდეზიანის, ლალი ფირცხალავას ავტორობით.
დასახელებული ავტორების პროფესიონალიზმში დაეჭვება შეუძლებელია, რადგაანც საკითხები
საკმაოდ ღრმად არის გაშუქებული, მაგრამ გააჩნია ვისთვის - „მკითხველების“ დონე (ისინი
მხოლოდ და მხოლოდ მე-7 კლასელები არიან) არაა საკმარისი მოცემული თემების აღსაქმელად.
რატომ გვავიწყდება, რომ ისინი რამდენიმე თვის წინ უმარტივეს საკითხებს სწავლობდნენ
„ჩენი საქართველოს“ სახელმძღვანელოთი. მარტივიდან რთულზე გადასვლისას შუალედურ მდგომარეობის
არსებობის დაშვებაც ხომ შეიძლება?!
ასეთი „ტონით“ საუბრის უფლებას მაძლევს ის სამი წელი,
რომელმაც ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობის გამოცდილება დამიგროვა და მოსწავლეების მიერ
ათვისების დაბალი დონე მიჩვენა.
წიგნი შედგენილია, საათები გაწერილია, განმტკიცების
მიზნით რამდენიმე საათის ბავშვის სასარგებლოდ გამოყენება შეუძლებელია. სულმოუთქმელად
გადავდივართ ერთი ქვეყნის ისტორიიდან მეორეზე, დაფიქრების საშუალებაც არ გვაქვს.
90 თემიდან 62 სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაა. კვირის
მანძილზე 3 გაკვეთილი-სამი სახელმწიფოს შესახებ.
მაგალითად: მე-5 გაკვეთლი - ხუანხის აუზი - ძვ.ჩინეთი
მე-6- გაკვეთილი - ინდის აუზი - ძვ. ინდოეთი
მე-7 გაკვეთილი - ხეთების სამეფო
ამას ემატება ის, რომ მოსწავლეები ფსიქოლოგიურად ითრგუნებიან,
ეშინიათ მომდვენო მასალის სირთულის და უჩნდებათ ზერელე დამოკიდებულება გაკვეთილის და
საგნის მიმართ.
მთავარი თარიღები, ომები, იმპერატორები, ვაჭრობის ამბები
და ა.შ. თუ
შევთანხმდებით იმაზე, რომ გაკვეთილები მარტო გაცნობითი ხასიათის იქნება და მოსწავლეს
არ მოეთხოვეა „თავში რამე დატოვოს“, მაშინ საქმე ადვილად მოგვარდება, მაგრამ ჩემთვის
მნიშვნელოვანია, მოსწავლე აშუქებდეს მოვლენებს ისტორიულ ფაქტების გამოყენებით, ცდილობდეს
გაითავისოს და მომავალში გამოიყენოს. ზოგიერთს ჰგონია, თუ თარიღებს იზეპირებს, საქმე
მოგვარებულია. ისოტრიის გაკვეთილი მარტო თარიღებია არაა; საქმე გვაქვს ათენის დემოკრატიასთან,
მის ფუძემდებლებთან, რომელიც რომმა გამოიარა- მეფე, რესპუბლიკა, იმპერია, კათოლიკური
ეკელსია და ერტიკოსები - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, თითოეული მათგანი მოითხოვს „ფრთხილ“
მიდგომას, რათა ბავშვმა დასაწყისშივე არასწორად
არ აღიქვას. ამ პროცესს კი ასაკით უფროსი მოსწავლე სჭირდება.
ჩემი მხრიდან ინტერესი ძალიან დიდი იყო - იქნებ მე არ ვარ მოწოდების სიამღლეზე,
იქნებ მე ვცდები. ამიტომაც, შანსს არ ვუშვებდი ხელიდან. ჩემს კოლეგებთან შეხვედრებს
ვიყენებდი იმისთვის, რომ გამერკვია, როგორი საიტუაცია ჰქონდათ, მათ მოსწავლეებს აწუხებდათ თუ არა მსგავსი პრობლემები. ვხვდებოდი
და ვესაუბრებოდი სხვა სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს. საინტერესო იყო მათი „მეთოდების“
მოსმენა. თუ როგორ ცდილობდნენ დაიმახსოვრონ, თავს ძალას როგორ ატანენ ერთ გაკვეთილში
დასახელებული რამდენიმე ქვეყნის მმართველის სახელების დამახსოვრებას (გაკ. მე-4. გვ.19-20)
სარგონ დიდი, ხამურაბი, ნაბუქოდონოსორი, მაკედონელი, თუქულინინურტა, ტიგლაფალასარი,
კიაქსარი. ამას ემატება ზეობის თარიღები, ომები, სხვა მნიშვნელოვანი თარიღები. ათი
მოსწავლოდან, შესაძლოა, მხოლოდ ერთმა შესძლოს მასალის დაძლევა, ისიც განსაკუთრებული
ნიჭიერების და შრომისმოყვარეობის ხარჯზე. დანარჩენები კი იჩაგრებიან, ვერ ღებულობენ
საფუძვლიან ცოდნას და შემაჯამებელ გაკვეთილზეც დაბალ შედეგს აჩვენებენ.
სამწუხაროდ, მსგავსი
პრობლემებია მე-8 კლასშიც; არის რამადენიმე თემა, რომელიც მეორდება (მე-7 კლასში ნასწავლი)
თითქმის იმავე შინაარსით;
ისევ ვუბრუნდები აღნიშნულ
სახელმძღვანელოს
22 თავი- კაროლინგების
რენესანსი
23 თავი-მუჰამედი
და ისლამი
24 თავი-ომანთა და
ააბასიანთ სახლები
25 თავი-ნორმანები
და სკანდინავიური ეპოსი
რა პრინციპითა არის
დალაგებული ეს თემები ჩემთვის გაუგებარია. ევროპიდან აზიისკენ ასეთი გადახრები ხშირია
სახელმძღვანელოში. შეიძლება ეპოქა მოიმიზეზოთ და კონტექსტიდან არ აგდებთ სახელმძღვანელოებს,
მაგრამ საქართველო ამ ეპოქაში ნუთუ არსად იყო.
მსგავსი სირთულეები
მრავლად მოიპოვება სახელმძღვანლოში. გამოსავლის ძებნა არა მგონია
რთული იყოს. ტერიტორიულად, ეთნიკურად მსგავსი სახელმწიფოების საკითხების ერთად დალაგება,
ერთი მთავარი თემის შემდეგ 2-3 საათი „განმტკიცებას“ დათმობა . იმის თქმა მინდა, რომ
მოხდებოდა თემების გადანაწილება, გაშლა კლასების მიხედვით. მე -7 , მე-8, მე-9 ; წინ
კიდევ სამი წელი აქვთ. იქ კი შეიძლება ნასწავლი საკითხები უფრო ღრმად შეისწავლონ.
მივცეთ ბავშვებს იმისი საშუალება ისტორიული მასალა ისწვალონ თანმიმდევრულად და საფუძვლიანად.
კათედრის წევრები პრეზენტაციის მოსმენამდეც იყვნენ საქმის
კურში , მასწავლებელს, რომელსაც შეეხება ჰქონდა მე -7, მე-8 კლასის სახელმძღვანელოებთან,
ერთიანი აზრი აქვთ. ყველა მომხრეა იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის გამარტივდეს
მსოფლიო ისტორიის საკითხები; დასახელებული იქნეა კონკრეტული მაგალითები, მოსწავლეთა
უმრავლესობა ზოგადად ცოდნის მიღებას ამ სახელძღვანელოებით, მაგრამ როგორც უკვე ითქვა,
თარიღების, პოლიტიკური მოღვაწეთა სახელების,
ადგილების, ბრძოლების დამახსოვრება (ტესტირებისთვის, შემაჯამებელი მუშაობებისთვის)
რთულია. იმედი გვრჩება, საქართველოს სხვა სკოლის მოსწავლეებსაც გაუჩნდებათ სურვილი
რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება; პრაქტიკოსი მასწავლებლების შეხედულება კი, ვფიქრობ,
მნიშვნელოვანია.
No comments:
Post a Comment