ჩემი პირველი პოსტი ბლოგზე :)
ვმუშობ ისეთ სკოლაში, რომლიც მიერთებული სკოლის სტატუსით სარგებლობს. სამწუხაროდ, არ გვაქვს ინტერნეტთან წვდომის საშუალება, თითქმის არ გაგვაჩნია ტექნიკური საშუალებები (თუ არ ჩავთვლით 4 უმოქმედო, მოძველებულ კომპიუტერებს). სწორედ ამიტომ, პრობლემები გვექმნება სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებისას.
მიუხედავად ამისა, ვცდილობთ სხვადასხვა გზები მოვიძიოთ, ბავშვებს თვალსაწიერი გავუფართვოთ და ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვენებს.
ამ მიზნით, მე ისტორიის მასწავლებელმა, გეოგრაფიისა და ქართული ენის მასწავლებლებთან ერთად დავგეგმეთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს ( 18/05/2015) V-IX კლასის მოსწავლეებისთვის დაგვეთვალიერებინა კირცხის თემის საჯარო სკოლასთან არსებული ვალია ბეჭვაიას სახელობის მუზეუმი.
მუზეუმი საინტერესო არის იმით რომ, იქ დაცულია საქართველოს ისტორიის უძველესი წარსულის ამსახველი სხვადასხვა ნივთები, ქვის იარაღიდან დაწყებული, ბრინჯაოს, რკინის ხანის უძველესი ნიმუშები.
Add caption |
Add caption |
მუზეუმის თანამშრომელმა საინტერესეოდ გადმოგვცა თითოეული ექსპონატის ისტორია. ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები, ისინი გვიზიარებდნენ ნივთების მოპოვების პროცესს, როგორ აწარმოებდნენ კვლევას ამათუ იმ ისტორულ და გეოგრაფიულ მასალაზე.
სკოლაში არსებულ ამ სიმდიდრეს ემატება ის, რომ სკოლის ეზოში დაცული არის უნიკალური ჯიშის ხეები. ნანახმა ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა. ესეც ძელქვების კორომები...
პ.ს.
No comments:
Post a Comment