Saturday, September 26, 2015

საგანმანათლებლო პროექტი ისტორიაში -ნოქალაქევის (ციხე-გოჯი) წარსული და აწმყო

            მოსწავლეების მიერ მოძიებული მასალები ))


ნოქალაქევს ძველ  ბერძნულ წყაროებში არქეოპოლისად იცნობენ, რაც ძველ ქალაქს ნიშნავს. ამდენად, უდავოა, რომ იგი ძალზე ადრე არსებული ქალაქია და მუხურისის კარიბჭეს წარმაოდგენდა. ალბათ, ეს სამგალავნიანი ციხე-ქალაქი ლაზიკის დედაქალაქი იყო. იგი მდინარე ტეხურის პირას იდგა მაღალი გალავნითა და ციხე-კოშკებით შემოზღუდული.
პროკოპი კესარიელი მოგვითხრობს: არქეოპოლისი არის მთავარი და უდიდესი ქალაქი ლაზების ქვეყანშიო.
ციხე-ქალაქის ნანგრევები სამ ნაწილად იყოფა: ქალაქის პირველი გალავანი გაშლილ ველზეა აგებული, მეორე ბორცვის წელს ეკვრის, მესამე კი ზედ ბორცვის თხემზეა ქალაქის ირგვლვ. აქ ნაპოვნი მასალები და მოედნის მდებარეობა გვაფიქრებინებს, რომ იგი საზოგადოებრივი შეკრების ადგილი, საბაზრო და უცხო პირთა მოსაცდელი უნდა ყოფილიყო. აქ, ალბათ, დროებით შესასვენებელი ნაგებობანი, ჯარისკაცთა ბინები, გარნიზონის სადგომი იყო. ამ მოსაზრებას ადასტურებს სამხრეთის კედლის გასწვრივ დარბაზთა თუ კოშკის ოთახთა ნანგრევების არსებობა. სამხრეთის კიდურის კოშკის პირველი სართულის ნანგრევებიც.
ან ნაწილში თხელი კედლით იყო გამოყოფილი მცირე მოედანი, სადაც თავდაპირველად იდგა ოთხი მხრივ ღია თაღოვანი კედლებით ნაგები მცირე მრგვალი სათავსი, რომლის სახურავებისაკენ ქვაფენილის კიბე მიემართებოა. დღეს თაღოვანი ღია კედლები ამოვსებულია და ჩვეულებრივ ოთახადაა ქცეული. ეს საკულტო სარიტუალო ნეგებობა მისარონი-მითრას-კულტის სათაყვანო ნაგებობად ითვლება.
გარდა ამისა, ეზოში შეინიშნება უძველეს ნაგებობათა რამდენიმე ნაშთიც. უძველესი ნაგებობა უნდა იყოს „ორმოცთა“ეკლესია. იგი შემდეგ გადაკეთბულია, მისის გეგმა სრულიად შეცვლიი: თავდაპირველად ეს უგუმბათო ნაგებობა ქრისტიანული მოთხოვნების საფუძველზე იყო სახეცვლილი.
საინტერესო გადმოცემა არსებობს ამ ეკლესიისა და მისი მიდამოების შესახებ: თითქოს ყოველ წელს შემოდგომაზე ლაზეთიდან ჩამოდიოდა ვიღაც მოხუცი კაცი, რომელიც შუადღის ჟამს, როცა ეკლესიის გუმბათის ჯვარი ჩრდილს დასცემდა ჩრდილო მხარეზე მის ეზოში არსებულ ერთ-ერთ საფლავს, შეუდგებოდ ამ საფლავის გასუფთავებას. გადაწმენდდა საგულდაგულოდ, ზედაშით სასმელს მოაპკურებდა, ილოცებოდა და მეორე დღეს ისევ უკან ბრუნდებოდა. მოხუცს ადგილობრივი მოსახლეებისათვის უთქვამს: ეს ჩვენი მამა-პაპის საძვალეა. შვიდი საუკუნეა, რაც ამ საძვლეს დაშორებულნი, ვალდებულად ვთვლთ თავს ყოველწლიურად ჩამოვიდეთ აქ, ვილოცოთ, გავწმინდოთ საფლავი და დავიცვათო. მოხუცები გადმოგვცემენ, რომ დიდი ხანია ახლა არც ეს მოხუცი და არც სხვა ვინმე აქ არ გვინახავსო.

ზედ მთის წელს, ტეხურის გადასახედთან, საიდანაც ქალაქისკენ ფართო გზა მიუყვებოდა, დგას შესანიშნავი ციხე-კოშკი, რომლის გალავანი და აღმოსავლეთის კოშკი საკმაოდ დაცულია. ციხე-კოშკი ციხე-ქალაქის მეორე გალავნითა და თვით ქალაქის კარიბჭე, მისი საიმედო ბურჯი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ ციხე კოშკის წიინ, სამხრეთ-დასავლეთის მხარეს, გვირაბში, მდინარიდან ამოსასვლელი ქვის საფეხურებია დაგებული. გვირაბი ტეხურის პირამდე ჩადის. ჩვენ მდინარეში ჩახიდული საფეხურების ორივე მხარეს გურჯებად მდგარი სვეტები შევნიშნეთ, ყველაფერი ეს ადასტურებს, რომ ქალაქი ამ მხრიდან სრულიად მიუდგომელი იყო, რადგან ტეხური მაშინ ძლიერ წყალუხვ , ღრმა და შედარებით ვიწრო იყო. აქ, ალბათ, რიონიდან ნავები შემოდიოდნენ. ეს სავსებით დასაშვებია. მის ქვემოთ ტეხურის დინება შედარებით წყნარია, ადგილი კი გაშლილი და სწორი. ცხადია, მცირე ნავები გვირაბის წინ სწორედ ამ მხრიდან ადგებოდნენ ნავსაყუდარს, ამის შემდეგ სასურველი სტუმარს ქალაქში გვირაბით აიყვანდნენ, ხოლო არასასურველს ნავსადგურიდან და გვირაბის ზედა კარებს ჩაუკეტავდნენ ხოლმე. მსურველი კი სხვა მხრიდან ვერსაიდან მიუდგებოდა ციხეს. იგი ყოველმხრივ 1 მეტრისა და 20 სმ სისქის გალავნის კედელით იყო დატანებული. ამ ნაწილში ჩრდილი აღმოსავლეთიდან გალავანში დატანებული კარითაც შემოდიოდნენ. ბორცვის თხემისკენ მიუყვება საფეხურების ნაშთები. ბორცვის ირგვლივ მესამე გალავანია აგებული. გალავნის პიედესტალი კარგად დამუშავებული, უზარმაზარი ლოდებითააა აწყობილი, ზემოთ კი უფრო წვრილი ქვის ქვითკირია. გალავლანში ჩართულია სამი კარი-ორი აღმოსავლეთით, ერთი სამხრეთ-აღმოსავლეთით. მეოთხე ჩრდილო-აღმოსავლეთითი. სამხრეთ-აღმოსავლეთის კარი დახურული ყოფილა სქელი ქვითკირის ექვდერით. ასევე ხვეულ ექვდერში გადადიოდა ჩრდილო აღმოსავლეთით კარიც ქალაქის კედლის ჩრიდილოეთით იდგა მაღალი ოთხსართულიანი კოშკი, რომლის ორი სართული დღესაც დაცულია. სამხრეთ-დასავლეთით, ზედ გალავანზე, იდგა სვეტებს დაყრდნობილი სასახლე სასახლის მეორე სართული მდგარა თაღებად გადაყვანილ ოთხკუთხა სვეტებზე. დღეს ეს სვეტები კარგადაა დაცული სამხრეთის მხარეს. სასახლის ჩრდილო კიდურზე ყოფილა მაღალი ოთხსართულიანი კოშკი, რომლის ქონგურებიანი ჩრდილოეთის კედელი დღესაც დაცულია. ქალაქის შიგნით შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, რომლის კანკელი თაღისერბული გადახურვა დღესაც ურღვევადაა შემორჩენილი. ეკლესიის ოთხივე კედელი დაცულია. ოღონ სახურავი აქვს მორღვეული. ზედ ქალაქის ჩრდილოეთის კიდურთან ბორცვი ხელოვნურადაა გაყოფილი, ხელოვნური ჩანს განეირი თხრილიც, სადაც, ალბათ გადიოდა მაშინდეილ გზა, რომლიც არგუეთსა და კლისტორს ერთმანეთთან აკავშირდებდა. ამ მხარეზე ციცაბო ფერდობს თხრილი ქმნიდა. ქალაქის იგნით, დასახელებულ ნაგებობათ გარდა, არავითარი მშენებლობის კვალი არაა შემორჩენილი. ჩვენმა არქეოლოგებმა ამ ქალაქში სერიოზული არქეოლოგიური მუშაობა ჩაატარეს. „ქართველმა არქეოლოგებმა ეს ციხე სიმაგრეები შეისწავლეს იმდენად, რომ შესაძლებელი გახდა ძველი კედლების ნაშთების გამოვლენა, მათ დათარიღება, კერძოდ არქეოპოლისში, ანუ ნოქალაქევში გამოვლენილია პირველ-მესამე საუკუნეების თლილი ქვებისაგან და დიდი ლოდებისაგან გამზადებული კედლები“ -წერს პროფესორი ს. ყაუჩხიშვილი.

ნოქალაქევის მიდამოებში საინტერესოა დედამოკა. ეს ადგილი ტეხურის ხეობის ვიწრო ყელზეა, ნოქალქევის ციხის გადასახედთან. აქ წყალში ღრმად ჩასმულია ვებერთელა ლოდი, რომელსაც ადამიანის ფორმა აქვს. ლოდის ირგვლივ წყალი უვლის და თავისებურ გამოსახულებას ქმნის. ხალხი დიდი პატივისცემით ეპყრობა ამ ადგილს და ლოდს. იგი მოძალადეთ ლაშქარს გამოქცეული ქალის გაქვავებულ სხეუალდ მიაჩნიათ, სისხლიან მდევართ გამოქცეული ორსული ქალი მოვდია მდინარის პირად, გადახტა წყალში და ღმერთმა ქვად აქციაო-მოგვითხრობს ლეგენდა. დედამოკა ორსულ დედას ნიშნავს. ნოქალაქევის სანახეებში, დედამოსაკთან არის ცხელი აბანოები ბუნებრივი წყლებისა, რომელიც თავისი ღორსსებით მაცესტას, წყალტუბოსა და მენჯის სამკურნალო წყლებს არ ჩამოუვარდება. აბანოს მიდამოებშიც ბუნებრივის ხელთუქმნელ სურათს წარმოადგენს: მთის ასწლოვან ხეებით დაჩრდილული ფერდობი, ანკარა წყაროს წყალი, მდინარისჭორომებიანი ვიწრო ხეობა ადამიანის თვალსა და გულს ახარებს.
ნოქალაქევი, ანუ, ქართული წყაროები მიხედვით, ქუჯის ციხე, ან კიდევ სხვაგვარად, ციხე გოჯი მეტად საინტერესო ძეგლია, რომელიც ელინისტურ ეპოქაში აქ გადამწყვეტ როლს ასრულებდა. ამიტომ მისი კვლავ და ყოველმხრივ შესწავლა მეტად მნიშვნელოვანი საქმეა.
მშრალი წყობის შესანშნავი ქალაქის ნანგრევები ჩვენ მიერ მიკვლეულია აბედათში, „ნაოხვამუზე“ დ ასერგიეთში, „ნაფაცუცუზე“. აქ მთელი კედელი შემთხვევით დაირღვა და მისი კოტაამოძერწილი უზარმაზარი, შესანიშნავად თლილი ქვები გატაცებულ იქნა.


ნოქალაქევის შესახებ მასალების შეგროვების, შეჯერების შემდეგ ვეწვიეთ ძველ დედაქალაქს. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. მოსწავლეები აღფრთოვანებულები იყვნენ. ხელით ეხებოდნენ გავლავნის, ციხე-კოშკის კედლებს, ერთი ადგილიდან მეორეზე მოუთმენალდ გადადიოდნენ. როცა მღელვარება ჩაცხრა, მერე ყველანი მოვგროვდით ჭადრის ქევშ, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ის ისტორიები, რაც მოეპოვებინათ, ახლა უკვე რეალურად შეეძლოთ ეხილათ ყველა ის დეტალი, რასაც ორი თვის განმავლობაში თეორიულად ეცნობოდნენ. ბავშვების უკმაყოფილება გამოიწვია ციხე-სიმაგრეების შიგნით კერძო სახლების და ეზოების განლაგებამ. შიგნით იყო გეოგრაფიული მოედანი. გეოგრაფიის მასწავლებელმა მოსწავლებს აუხსნა, თუ რა დანიშნულება ჰქობდა ამ მოწყობილობას.
„სურვილების ხესთან“რიგი იდგა. ვის ნასროლ ქვას შეიტოვებდა ხის ტოტები და წიწვები, მას ციხე-სიმაგრის ისევ ნახვის შანსი ეძლეოდა. ეს ისე, თრემ ამ ადგილების უამრავჯერ დათვალიერება არცერთ ქართველს არ უდნა ბეზრდებოდეს, ყოველ ჯერზე კი სამაყის გრძნობით ივსებოდეს და უკეთესი მომავლისთვსი ბრძოლის  სტიმულს აძლევდეს.
 
Add caption


ახლა დავუბრუდნეთ იმ ფაქტებს, რაც ნოქალქევის შესახებ თითქმის ყველამ იცის, მაგრამ აუცილებლელი რომ ყურადღება გავამახვილოთ.

გასული საუკუნის ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალქაი აია, სადაც იაზონმა, მედეამ დ ა რგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. პირველად ეს მოსაზრება XIX საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა სპეციალისტმა დიუბუა დე მონაპერემ გამოთქვა. ნოქალაქევში ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები ძვ.წ. VII_VIIს.ს. -ით თარიღდება. ამ პერიოდის მონაპოვრებს შეადგენს სხვადასხვა ცხოველების (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორთავიანი ცხოველების ქანდაკებები, რომლებიც ამ პერიოდის ნოქალაქევში ცხოვრების მარალ დონეზე მიუთითებს. ცხოვრება ნოქალაქევში ძვ. წ. VI-IV ს.ს-შიც გრძელდებოდა, ამ პერიოდის ფენებიდან გამოვლენილია როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით გამოსარჩევია ნოქალაქევში აღმოჩენილი ელინისტური ხანის ორმო და ქვევრსამარხები, მდიდარი სამარხეული ინვენტარით.
ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები , ქრისტიანული ტაძრები, აბანოები,წყალსაცავები, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორთიფიაკციო ნაგებობები. განსაკუთრებით მაღალი არქიტექტორული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთნ დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წლის მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთ ჭიშკრის ფუნქციას ასრულებდა.
აღსანიშნავია, ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა, რომელსაც ანალოგი მთელს კავკასიაში არ მოიძებნება. ქალაქს სამი მხრიდან მდიანრე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში აღმართული იყო ერთდროულად სამი გალავანი, ამასთან კოშკების და ჭიშკრების გონივრული განლაგება ქალაქის აღებას მეტად ართულებდა.
ცნობილია, რომ ნოქალაქევი ირან-ბიზანტიის ომების დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი იყო ეგრისს სამეფოში. მისი აღება ევრ შესძლო ირანელთ სარდალმა მერმეროემ, რომეიც რამდენიმ ეათასი მეომრით, სპილოებით და კრიო -მანქანებით ცდილობდა არქეოპოლისის დაუფლებას. ქართულ წერილობით წყაროებში დაცულია ინფორმაცია ნოქალაქევის განადგურების შესახებ.  XI საუკუნის ავტორი ჯუანშერი წერს, რომ VIII საუკუნის 30-იან წლებში არაბმა სარდალმა მურვან იბნმუჰამედმა (მურვან ყრუმ) მას შემდეგ არც დაიპრყო ქართლი და სომხეთი, ეგრისში გადავიდა და „ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხეგოჯი, შემუსრა.“ ციხეგოჯის და ეგრისის სამეფოს დამორჩილების შედეგად მურვან ყრუმ ფაქტიურად მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. ამის შემდეგ ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
სახელგანთქმული ქართველი ისტორიკოსის (ლეონტი მროველის) ცნობით გრისისა და სვანეთის ერისთავად ფარნავაზის მიერ დამტკიცებულმა ქუჯიმ _ფარნავაზის მეფის სიძემ „აღაშენა ციხე-გოჯი“. ამრიგად, ციხე-გოჯი ანუ ქუჯის ციხე ქართულ საისტორიო წყაროთა ცნობით ადრეელინისტური ხანის ქართულ ქალაქთა შორის იგულისხმება. ეროვნული საისტორიო ტრადიიის ასეთ მითითებას მხარს უჭერს ბერძნული (საკუთრივ ბიზანტიური) საისტორიო მწერლობაც.  მაგალითად, ნოქალაქევის ძველ, ბერძნულ სახელწოდებას („არხაიპოლის“) გადმოგვცემს ორი ისტორიკოსი _პროკოპი კესარიელი და აგათია. ბერძნული ციხე-გოჯის სახელი ორი სიტყვისაგან შედგება: „არხაია“ _არქაია“ ნიშნავს ძელს, ხოლოდ „პოლის“-ქალაქს ან ციხე-ქალქსაც. ე.ი. ნოქალაქევის უძველეს სახელად „ძველი ქალაქი“ უნდა ვივარაუდოთ და „არქეოპოლისი“ ამ ქალაქსი ადგილობრივი, ქართული სახელი ბერძნულ ენაზე ნათარგმნად უნდა მივიჩნიოთ.

Add caption


Add caption


Add caption



Tuesday, September 22, 2015

საგნობრივ კათედრაზე განხორციელებული პრეზენტაცია


თემა:VII კლასის სახელმძღვანელოს თემების შეუსაბამობა ამავე კლასის მოსწავლეების დონესთან
2012-2013 სასწ.წელს სკოლამ და საგნის მასწავლებლებმა მე-7 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოდ ავირჩიეთ წიგნი გიორგი სანიკიძის, ლევან გორდეზიანის, ლალი ფირცხალავას ავტორობით. დასახელებული ავტორების პროფესიონალიზმში დაეჭვება შეუძლებელია, რადგაანც საკითხები საკმაოდ ღრმად არის გაშუქებული, მაგრამ გააჩნია ვისთვის - „მკითხველების“ დონე (ისინი მხოლოდ და მხოლოდ მე-7 კლასელები არიან) არაა საკმარისი მოცემული თემების აღსაქმელად. რატომ გვავიწყდება, რომ ისინი რამდენიმე თვის წინ უმარტივეს საკითხებს სწავლობდნენ „ჩენი საქართველოს“ სახელმძღვანელოთი. მარტივიდან რთულზე გადასვლისას შუალედურ მდგომარეობის არსებობის დაშვებაც ხომ შეიძლება?!
ასეთი „ტონით“ საუბრის უფლებას მაძლევს ის სამი წელი, რომელმაც ამ სახელმძღვანელოთი სარგებლობის გამოცდილება დამიგროვა და მოსწავლეების მიერ ათვისების დაბალი დონე მიჩვენა.
წიგნი შედგენილია, საათები გაწერილია, განმტკიცების მიზნით რამდენიმე საათის ბავშვის სასარგებლოდ გამოყენება შეუძლებელია. სულმოუთქმელად გადავდივართ ერთი ქვეყნის ისტორიიდან მეორეზე, დაფიქრების საშუალებაც არ გვაქვს.
90 თემიდან 62 სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაა. კვირის მანძილზე 3 გაკვეთილი-სამი სახელმწიფოს შესახებ.
მაგალითად: მე-5 გაკვეთლი - ხუანხის აუზი - ძვ.ჩინეთი
მე-6- გაკვეთილი - ინდის აუზი - ძვ. ინდოეთი
მე-7 გაკვეთილი - ხეთების სამეფო
ამას ემატება ის, რომ მოსწავლეები ფსიქოლოგიურად ითრგუნებიან, ეშინიათ მომდვენო მასალის სირთულის და უჩნდებათ ზერელე დამოკიდებულება გაკვეთილის და საგნის მიმართ.
მთავარი თარიღები, ომები, იმპერატორები, ვაჭრობის ამბები და ა.შ. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ გაკვეთილები მარტო გაცნობითი ხასიათის იქნება და მოსწავლეს არ მოეთხოვეა „თავში რამე დატოვოს“, მაშინ საქმე ადვილად მოგვარდება, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლე აშუქებდეს მოვლენებს ისტორიულ ფაქტების გამოყენებით, ცდილობდეს გაითავისოს და მომავალში გამოიყენოს. ზოგიერთს ჰგონია, თუ თარიღებს იზეპირებს, საქმე მოგვარებულია.  ისოტრიის გაკვეთილი მარტო  თარიღებია არაა; საქმე გვაქვს ათენის დემოკრატიასთან, მის ფუძემდებლებთან, რომელიც რომმა გამოიარა- მეფე, რესპუბლიკა, იმპერია, კათოლიკური ეკელსია და ერტიკოსები - რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, თითოეული მათგანი მოითხოვს „ფრთხილ“ მიდგომას, რათა ბავშვმა დასაწყისშივე არასწორად  არ აღიქვას. ამ პროცესს კი ასაკით უფროსი მოსწავლე სჭირდება.
ჩემი მხრიდან ინტერესი ძალიან  დიდი იყო - იქნებ მე არ ვარ მოწოდების სიამღლეზე, იქნებ მე ვცდები. ამიტომაც, შანსს არ ვუშვებდი ხელიდან. ჩემს კოლეგებთან შეხვედრებს ვიყენებდი იმისთვის, რომ გამერკვია, როგორი საიტუაცია ჰქონდათ, მათ მოსწავლეებს აწუხებდათ თუ არა მსგავსი პრობლემები. ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი სხვა სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს. საინტერესო იყო მათი „მეთოდების“ მოსმენა. თუ როგორ ცდილობდნენ დაიმახსოვრონ, თავს ძალას როგორ ატანენ ერთ გაკვეთილში დასახელებული რამდენიმე ქვეყნის მმართველის სახელების დამახსოვრებას (გაკ. მე-4. გვ.19-20) სარგონ დიდი, ხამურაბი, ნაბუქოდონოსორი, მაკედონელი, თუქულინინურტა, ტიგლაფალასარი, კიაქსარი. ამას ემატება ზეობის თარიღები, ომები, სხვა მნიშვნელოვანი თარიღები. ათი მოსწავლოდან, შესაძლოა, მხოლოდ ერთმა შესძლოს მასალის დაძლევა, ისიც განსაკუთრებული ნიჭიერების და შრომისმოყვარეობის ხარჯზე. დანარჩენები კი იჩაგრებიან, ვერ ღებულობენ საფუძვლიან ცოდნას და შემაჯამებელ გაკვეთილზეც დაბალ შედეგს აჩვენებენ.
სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემებია მე-8 კლასშიც; არის რამადენიმე თემა, რომელიც მეორდება (მე-7 კლასში ნასწავლი) თითქმის იმავე შინაარსით;
ისევ ვუბრუნდები აღნიშნულ სახელმძღვანელოს
22 თავი- კაროლინგების რენესანსი
23 თავი-მუჰამედი და ისლამი
24 თავი-ომანთა და ააბასიანთ სახლები
25 თავი-ნორმანები და სკანდინავიური ეპოსი
რა პრინციპითა არის დალაგებული ეს თემები ჩემთვის გაუგებარია. ევროპიდან აზიისკენ ასეთი გადახრები ხშირია სახელმძღვანელოში. შეიძლება ეპოქა მოიმიზეზოთ და კონტექსტიდან არ აგდებთ სახელმძღვანელოებს, მაგრამ საქართველო ამ ეპოქაში ნუთუ არსად  იყო.
მსგავსი სირთულეები მრავლად მოიპოვება სახელმძღვანლოში. გამოსავლის ძებნა არა მგონია რთული იყოს. ტერიტორიულად, ეთნიკურად მსგავსი სახელმწიფოების საკითხების ერთად დალაგება, ერთი მთავარი თემის შემდეგ 2-3 საათი „განმტკიცებას“ დათმობა . იმის თქმა მინდა, რომ მოხდებოდა თემების გადანაწილება, გაშლა კლასების მიხედვით. მე -7 , მე-8, მე-9 ; წინ კიდევ სამი წელი აქვთ. იქ კი შეიძლება ნასწავლი საკითხები უფრო ღრმად შეისწავლონ. მივცეთ ბავშვებს იმისი საშუალება ისტორიული მასალა ისწვალონ თანმიმდევრულად და საფუძვლიანად.
კათედრის წევრები პრეზენტაციის მოსმენამდეც იყვნენ საქმის კურში , მასწავლებელს, რომელსაც შეეხება ჰქონდა მე -7, მე-8 კლასის სახელმძღვანელოებთან, ერთიანი აზრი აქვთ. ყველა მომხრეა იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის გამარტივდეს მსოფლიო ისტორიის საკითხები; დასახელებული იქნეა კონკრეტული მაგალითები, მოსწავლეთა უმრავლესობა ზოგადად ცოდნის მიღებას ამ სახელძღვანელოებით, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, თარიღების, პოლიტიკური  მოღვაწეთა სახელების, ადგილების, ბრძოლების დამახსოვრება (ტესტირებისთვის, შემაჯამებელი მუშაობებისთვის) რთულია. იმედი გვრჩება, საქართველოს სხვა სკოლის მოსწავლეებსაც გაუჩნდებათ სურვილი რომ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება; პრაქტიკოსი მასწავლებლების შეხედულება კი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. 

Tuesday, September 15, 2015

ციფრული რესურსის - Power point-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში



გაკევთლის თემა -კიროს II დიდი
      ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ციფრული ობიექტების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებით და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შექმნას.
  ამ კონკრეტული ციფრული რესურსის შერჩევა-გამოყენება დასახული საგანმანათლებლო მიზნისთვის განაპირობა იმან, რომ მოსწავლეებისათვის საგაკვეთილო მასალა გამხდარიყო უფრო საინტერესო და თვალსაჩინო.
    ციფრული რესურსის ამ სახის გამოყენებას მოსწავლეების სწავლის პროცეზე დადებითი გავლენა ქონდა, იმით რომ ამაღლდა ინტერაქტიული პროცესი და გაიზარდა მოსწავლეებში მოტივაცია.
        რაც შეეხება მიღწეულ შედეგბს, მოხდა ინფორმაციის გააზრების, ერთი ფორმატიდან მეორეში გადატანის, თანამშრომლობის, სამუშო სივრცის მომზადების, საჭირო საშუალებების შერჩევის უნარ-ჩვევების  განვითარება.





Tuesday, September 8, 2015

მუზეუმების საერთაშორისო დღე

ჩემი პირველი პოსტი ბლოგზე :)
  ვმუშობ ისეთ სკოლაში, რომლიც მიერთებული სკოლის სტატუსით სარგებლობს. სამწუხაროდ, არ გვაქვს ინტერნეტთან წვდომის საშუალება, თითქმის არ გაგვაჩნია ტექნიკური საშუალებები (თუ არ ჩავთვლით 4 უმოქმედო, მოძველებულ კომპიუტერებს). სწორედ ამიტომ, პრობლემები გვექმნება სხვადასხვა სახის პროექტების განხორციელებისას. 
    მიუხედავად ამისა, ვცდილობთ სხვადასხვა გზები მოვიძიოთ, ბავშვებს თვალსაწიერი გავუფართვოთ და ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მოთხოვენებს. 
 ამ მიზნით, მე ისტორიის მასწავლებელმა, გეოგრაფიისა და ქართული ენის მასწავლებლებთან  ერთად დავგეგმეთ მუზეუმების საერთაშორისო დღეს ( 18/05/2015) V-IX კლასის მოსწავლეებისთვის დაგვეთვალიერებინა კირცხის თემის საჯარო სკოლასთან არსებული ვალია ბეჭვაიას სახელობის მუზეუმი. 
  მუზეუმი საინტერესო არის იმით რომ, იქ დაცულია საქართველოს ისტორიის უძველესი წარსულის ამსახველი სხვადასხვა ნივთები, ქვის იარაღიდან დაწყებული, ბრინჯაოს, რკინის ხანის უძველესი ნიმუშები.

Add caption


Add caption




 მუზეუმის თანამშრომელმა საინტერესეოდ გადმოგვცა თითოეული ექსპონატის ისტორია. ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები, ისინი გვიზიარებდნენ ნივთების მოპოვების პროცესს, როგორ აწარმოებდნენ კვლევას ამათუ იმ ისტორულ და გეოგრაფიულ მასალაზე. 
 სკოლაში არსებულ ამ სიმდიდრეს ემატება ის, რომ სკოლის ეზოში დაცული არის უნიკალური ჯიშის ხეები. ნანახმა ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა. ესეც ძელქვების კორომები...


პ.ს.