Wednesday, February 27, 2019

,,ბავშვთა სოფელი"

2018 წლის 16 ნოემბერს მუხურის საჯარო სკოლის ეკო კლუბ ეგრისის გუნდის წევრები (ილონა შენგელია, ბექა გახარია, მეგი ნაჭყებია, მარი ნაჭყებია, ზვიადი ცირდავა, თაკო გახარია, ლანა თოლორდავა და მაია მებონია) ეწვივნენ ჩხოროწყუს მცირე საოჯახო ტიპის სახლ ,, ბავშვთა სოფელს“ რომელიც ფუნქციონირებს შვიდი წელია ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაცია SOS -ს ეგიდით. სტუმრობის მიზანი იყო კლუბის წევრებს გაეცნოთ იქ მცხოვრები ბავშვები, გაეგოთ თუ როგორ ცხოვრობდნენ, რა აწუხებდათ, რა უხაროდათ. აღნიშნულ სახლში ამჟამად ცხოვრობს რვა ბავშვი, რომლებსაც მზრუნველობას არ აკლებენ დედობილი ეკა შენგელია და მამობილი ბესიკ ლაგვილავა. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გარემონტებულ სახლში ბავშვები თავს დაცულად გრძნობენ. სიმყუდროვე, სისუფთავე, წესრიგი თვალშისაცემია. ბავშვები დადიან სკოლაში ჩვეულებრივად მეცადინეობენ, ზოგიერთი მათგანი მისდევს სპორტს, არიან ისეთებიც , რომლებსაც უყვართ ხატვა, მუსიკა. უვლიან შინაურ ცხოველებსაც. აქვთ მოწესრიგებული ეზო. შეხვედრის დროს სტუმარი და მასპინძელი ბავშვები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შეხედულებებს, ისაუბრეს სხვადასხვა თემებზე. აღნიშნული იქნა რომ ასეთი სტუმრობა იქნებოდა მრავალჯერადი, როცა მოესურვებოდათ მათ შეეძლოთ წვეოდნენ მუხურის საჯარო სკოლაში. გუნდის წევრები დარწმუნდნენ რომ მსგავსი ტიპის სახლები მზრურნველობა მოკლებული ბავშვებისთვის აუცილებელია მითუმეტეს ისეთი როგორიც ჩხოროწყუში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლია.

სტუმრად მეღვინე-მკვლევარ მიშა ცირდავასთან

2018 წლის 18 ნოემბერს მუხურის თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები( მეგი ნაჭყებია, თაკო გახარია, ილონა შენგელია, ზვიად ცირდავა, ლუკა შენგელია, ვახტანგ ბაძაღუა, ბექა გახარია, ლანა თოლორდავა, მარიამ ნაჭყებია და მაია მებონია ), ეწვივნენ მეღვინე-მკვლევარ მიშა ცირდავას. (ცხოვრობს სოფელ მუხურში).ბატონი მიშა უკვე მესამე წელია დაინტერესებულია თითქმის მივიწყებული მეგრული ჯიშის ვაზის მოძიებით და მისი პოპულარიზაციით, ხშირად ჩანს სხვადასხვა მედიასივრცეში, გამოდის კონფერენციებზე, ხვდება უცხოელ სტუმრებს. ეკოკლუბის წევრებმა საჭიროდ ჩათვალეს ასეთ საინტერესო პიროვნებას წვეოდნენ და თვითონ გაცნობოდნენ საინტერესო ინფორმაციას. აი, რა უამბო მიშამ ბავშვებს: კოლოში, ჭვიტილური,ჩექობალი, მაჭვატური და კიდევ 60- მდე სახეობის ვაზი ხარობდა სამეგრელოს მთიან ნაწილში, ისტორიული წყაროების მიხედვით აქ საუკეთესო ღვინოს აყენებდნენ, თუმცა მეგრული ჯიშების დიდი ნაწილი განადგურდა, რის გამოც მეგრულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ. მიშა ფიქრობს, რომ სხვა გარემოში გამოყვანილი ნერგები ბუნებრიობას კარგავენ, ამიტომაც ძველ ჯიშებს ისევ სამეგრელოში ეძებს, განსაკუთრებით დაინტერესებულია ჭვიტილურით და კოლოშით. დიდი ხნის ძებნის შემდეგ , მიაკვლია და თავის ეზოში გაახარა. ჭვიტილური სამეგრელოს აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. იგი მაღალხარისხოვან საღვინე ჯგუფს მიეკუთვნება. იზრდებოდა მაღლარად, რადგან ამგვარი ვაზების მოვლა გაძნელებული იყო,მოსახლეობამ იგი ნელ-ნელა უყურადღებოდ მიატოვა, ამას დაემატა სოკოვანი დავადებები, ფილოქსერა და თითქმის გადაშენების გზაზე დადგა.დღევანდელი მონაცემებით სპეციალისტებმა ჭვიტილურის ღვინოს ახასიათებს ჰარმონიულობა, სასიამოვნო გემო, ბუკეტიანობა, ნორმალური ალკოჰოლიანობა, ამასთან კარგად ინახება და ტრასპორტაბელურია. მიშა ცირდავას ღვინის მარანი მშენებლობოის პროცესშია, ქვევრების ჩადების პროცესს ესწრებოდნენ ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები, მათ დააგემოვნეს ღვინო(ჯერჯერობით ყურძენს მეღვინე სხვისგან იძენს და ღვინოს მცირე რაოდენობით აყენებს), ბავშვების სტუმრობის დროს კოლოში უკვე გამზადებული ჰქონდა დასაწურად.მარანის სახელწოდებაა--ობენე. მეგრულ ღვინოს ევროპის ბაზარზე გასვლის პერსპექტივა აქვს--დარწმუნებულია მკვლევარ-მეღვინე, რაც ამ კუთხის მაცხოვრებლების ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის საწინდარია. მასპინძელმა კიდევ ერთ საინტერესო ნივთზე გააკეთა აქცენტი-ეს იყო მეძუძური დედის ქანდაკება თასით ხელში(ბრინჯაოსგან დამზადებული).ამ ქანდაკების ორიგინალი აღმოჩენილია სოფელ ცაიშში(ზუგდიდი) ძვ.წ. მე-6-7 სს. თარიღდება და უსწრებს ვანში ნანახ ,,თამადის“ ქანდაკებას. ბატონმა მიშამ ჩათვალა, რომ როგორც მეღვინეს, რომელიც აპირებს ამ საქმიანობის გაფართოებას სიმბოლურად ჰქონოდა ეს ნივთი, დასტური იმისა , რომ კოლხეთი უძველესი მეღვინეობის მხარე იყო. მიზანი, მოსწავლეები გაცნობოდნენ თანასოფლელ მიშა ცირდავას წამოწყებულ საქმიანობას, მიღწეულიქნა, ამასთან დარწმუნდნენ, მათ მშობლიურ კუთხეს ტურიზმის მხრივ პერსპექტივა გაუჩნდება.

ეკოკლუბი ,,ეგრისი"

2018 წლის 24 ოქტომბერს გუნდ ,,ეგრისის" წევრები( ლანა თოლორდავა, ილონა შენგელია, მეგი ნაჭყებია, თაკო გახარია) შეხვდნენ ჩხოროწყუს ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ რომან თოლორდავას, იმ მიზნით, რომ მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ფლორის ენდემური ჯიშების შესახებ . რომან თოლორდავამ გუნდის წევრებს ყურადღება გაამახვილებინა კოლხურ ყოჩივარდაზე , როგორც ენდემური ჯგუფის მცენარეზე .აღნიშნა, რომ ეს მცენარე აღმოჩენილია ჯერ კიდევ ნიკო კეცხოველის სიცოცხლეში მისი ექსპედიციის წევრების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე, 2010 წელს კი ილიას სახელობის უნივერსიტეტის ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომელთა ჯგუფმა, რომელსაც საქართველოში დიდი ბრიტანეთის ქიუს ბოტანიკური ბაღის მილენიუმის თესლის ბანკის პარტნიორია, აღმოაჩინა კოლხური ყოჩივარდის გავრცელების ახალი უბნები დასავლეთ საართველოში . ინფომრაცია ორმაგად საინტერესო აღმოჩნდა, რადგანაც აღნიშნული მცენარე ხარობს ხობისწყლის ხეობაში . დოლომიტიანი-კირქვიანი კლდეების ნაპრალებში . მცენარეს გადაშენების საფრთხე ემუქრება ამიტომ მიმიდნარეობს მისი კონსერვაცია . გუნდის წევრებმა მიიღეს გდაწყვეტილება, რომ ეწვიონ ღუნჯას ხეობას, მოიძიონ კოლხური ყოჩივარდა წამოიღონ მისი ბოლქვები და სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან გაახარონ . შეუქმნან მას შესაფერისი პირობები და ამით წვლილი შეიტანონ მისი გადაშენების თავიდან აცილებაში , რადგანაც ეს მცენარე არის როგორც სამკურნალო ისე დეკორატიული მნიშვნელობის, ყოჩივარდა ხალხურ მადიცინაში გამოიყენება ღვიძლის და გინეკოლოგიური დაავადებისას, ნევრალგიის, პრონტიტის და ჰაიმორიტის საწინააღმდეგოდ, ნედლი ფესურის წყალზე ნაყენს ყურში იწვეთებენ ქრონიკული გამონადენების დროს. სისტემატიური თავისტკივილის დროს ცხვირის ნესტოებში ფესური თბილი წვენს იწვეთებენ. ყოჩივარდას ფესურის პრეპარატებს ხალხური მედიცინა იყენებს მენსტრუაციის დარღვევების და მასთან დაკავშირებული ნერვული აგზნებულობის დროს. რეკომენდირებულია აგრეთვე საჭმლის მონელების მოშლის და რევმატული ტკივილების შემთხვევაში. მდგრადი განვითარების მე- 15 მიზნიდან გამომდინარე აუცილებელია ზრუნვა აღნიშნული მცენარის კონსერვაციისათვის.

Wednesday, February 6, 2019

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019

2018 წლია 10 ოქტპმბრიდან ვხელმძღვანელობდი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019 წლის კონკურსის განხორციელებას. ჩავატარეთ სხვადასხვა სახის აქტივობები. ვეცდები, შემოგთავაზოთ თითეოული მათგანი. აქტივობა I ჩხოროწყუში, მუხურის თემის საჯარო სკოლის გუნდ "ეგრისის" წევრებმა ლესიჭინის თემის საჯარო სკოლის გუნდ "ქლოროპლასტთან"ერთად 2018 წლის 18 ოქტომბერს მოაწყო ლაშქრობა მარშუტით მუხური -> შურუბუმუს მღვიმე - ლუგელას სამკურნალო წყლის სათავე -> გვამარდას ჩანჩქერი. ეს მარშრუტი დატანილია ტურისტული მარშუტების რუკაზე. გუნდებს ლაშქრობისას ახლდათ სოფო ჯიქია - სოფლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ მუხურის საჯარო სკოლაში. ერთხელ კიდევ გადაამოწმეს ლაშქრობის გეგმა და გეზი აიღეს ხიდ "ნაცხას" გავლით ხეობისაკენ. სოფლის ბოლოს ქოოს უბანში ყურადღება მიიქცია საშენი ქვის გადამმუშავებელი საამქროს ნანგრევებმა. გამგეობის წარმომადგენელმა ბავშვებს აუხსნა, რომ ეს საამქრო ფუნქციონირებდა გასული საუკუნის ბოლოს და ამუშავებდა იქვე მოპოვებულ დოლომიტს, ანდეზიტ- ბაზალტსა და კირქვას. ადვილი შესამჩნევი იყო გამხმარი ბზის ბუჩქები, რომელიც სოკოვანი დაავადების შედეგად გადაშენების გზაზე არიან როგორც სოფო ჯიქიამ ახსნა, მიუხედავად მრავალჯერ შეწამვლისა, ბზის შენარჩუნება ვერ ხერხდება. ბზის მნიშვნელობაზე მოსწავლეებს ესაუბრა ბიოლოგიის მასწავლებელი ლამზირა გახარია. ხეობის ჩრდილოეთით აღმართული იყო მიგარის მთის მასივი, რომლის მთის ძირში არსებობს სხვადასხვა ჩანჩქერები და ღვიმეები. მათ შორის არის შურუბუმუს მღვიმე. მასთან დაკავშირებულ ტოპონომიკაზე საინტერესო ცნობები მიაწოდა სოფო ჯიქიამ ბავშვებს. მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იყო დასათვალიერებლად ადგილი, რომელსაც "დეიძახილს" (დევის ძახილი) ეძახიან მთიდან სეზონურად ადიდებული მდინარის ხმაურის გამო. ხავსიანი ლოდები სხვადასხვა ჯიშის მცენარეები, უჩვეულოდ წყნარი ადგილი მოლაშქრეებს ძალიან მოეწონათ მათ შეძლეს ასევე შურუბუმუს მღვიმის შესასვლელი მონაკვეთის დათვალიერება. ამის შემდეგ გეზი აიღეს ლუგელას წყლის სათავისკენ მაგრამ სამწუხაროდ ის "დატყვევებული" აღმოჩნდა უზარმაზარი შენობის შიგნით. როგორც იქაურმა თანამშრომელმა აღნიშნა ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის და წყალს ამზადებს საექსპორტოდ. ლუგელას წყლის სამკურნალო მნიშვნელობაზე მოსწავლეებს ესაუბრა ბიოლოგიის მასწავლებლები ლამზირა გახარია და მაკა სახურია. გვამარდას ჩანჩქერთან მიახლოებულებმა პიკნიკის შემდეგ გამართეს საინტერესო ღონისძიება, ლესიჭინის სკოლის მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია მწვანე მომხმარებელზე და პლასტმასის ნივთების უარყოფით მხარეებზე. მოსწავლეებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია, აზრთა ურთიერთ გაცვლა.