2017
წლის პირველ ოქტომბერს მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა დაიწყეს
ინფორმაციების მოძიება რუხის ციხე-სიმაგრეზე, რადგანაც სკოლის პროგრამით ძლიან
მცირე ყურადღება ეთმობა ამ შესანიშნავ ისტორიულ ძეგლს.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაცნობოდნენ რუხის ციხე-სიმაგრის ისტორიას და დაეთვალიერებინათ სოფელ რუხში მდებარე ისტორიული ძეგლი.
2017 წლის 13 ოქტომბერს დავგეგმეთ სასწავლო ექსკურსია აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. სანამ ვეწვეოდით ციხე-სიმაგრეს, მანამ დავათვალიერეთ ქალაქ ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. მართლია, ექსპონატების გადაღების საშუალება არ მოგვცეს, მაგრამ მოსწავლეებზე დიდი შთბეჭდილება მოახდინა მუზეუმში დაცულმა ექსპონატებმა.

მუზეუმის შემდეგ გვერდი ვერ ავუარეთ იქვე მდებარე ბოტანიკურ ბაღს, სადაც დაცულია უნიკალური ჯიშის მცენარეები, ძირითადად ისინი ჩმოუტანია საქართველოს უკანასკნელ დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს. რამდენიმე შესანიშნავი წუთი დავყავით ბოტანიკურ ბაღში.
გეზი ავიღეთ სამეგრელო-აფხაზეთის საზღვრისკენ. გვინდოდა ახლოდან გვენახა ენგურის ხიდი, მაგრამ მესაზღვრეებმა ნება არ მოგვცეს ახლოდან გვენახა. ფოტოებიც "მალულად" გადავიღეთ. აი რისი გადაღებაც შევძელით
და პროექტის ფინალიც - რუხის ციხე-სიმაგრე, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში (ახლანდელი ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხის ტერიტორიაზე მდ. ენგურის მარცხენა ნაპირას). ააგო სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა (ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) ცნობით, ააგეს 1647, თუმცა ვარაუდობენ, რომ ციხე 10 წლით ადრე უნდა იყოს აშენებული). რუხის ციხე სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო, ამას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი მდებარეობაც. იგი შედგება ციდადელისა და ქვედა ეზოსგან. ციტადელი ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთშია. მისი მოგრძო ეზოს ორივე ბოლოში თითო-თითო კოშკია აღმართული. ერთ-ერთი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისა, ციხის დონჟონს წარმოადგენდა. ციხის ქვედა ეზოს გორაკის სამხრეთი ფერდობი უჭირავს. ციხეს გარს უვლის 10-12 მ სიმაღლის გალავანი, რუხის ციხის ქვედა ნაწილი 8-10 მ სიმაღლეზე ყრუა, ხოლო ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკებია გაყვანილი. შესასვლელი მოწყობილია გალავანში ჩაშენებული კოშკის I სართულში. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი კოშკია აღმართული ჰქონდა საარტილერიო დანადგარები.
სანახაობა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მოსწავლეები აღფრთოვანებული იყვნენ ციხე-სიმაგრის დათვალიერებით.
დაგეგმის გარეშე, მოვხვდით სოფელ კორცხელის დედათ მონასტერში. საოცარი ბაღის ნახვამ ყველა აღგვაფრთოვანა, რაც ჩანს ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოებზე
ეს იყო ერთი საინტერესო და შთბეჭდილებით სავსე დღე.
მადლობა ყურადღებისთვის!
პროექტის ავტორი:მაია მებონია
მადლობა ყურადღებისთვის!
პროექტის ავტორი:მაია მებონია