ორგანიზაცია "დემოკრატიის ლაბორატორიამ" პრეზიდენტის ინიციატივითა და სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახორციელა პროექტი "შენი ხმა ჩვენი მომავალია".
პარტნიორობდა განათლებისა და მეცნიერების სამნისტრო.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეების მხარდაჭერით არჩევნების პოპულარიზაცია.
მუხურის თემის საჯარო სკოლის გუნდი - სახელწოდებით "მასქური" შეუერთდა პროექტს თქვენი ხმა ჩვენი მომვალია. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რომ მისასალმებელია მსგავსი პროექტების არსებობა, რადგან მოსწავლეები ერთვებიან საზოგდოებრივ ცხოვრებაში და აანალიზებენ თავიანთ როლს სოციუმში.
მეორე ეტაპზე გადასვლის შემდეგ დავიწყეთ საინფორმაციო კამპანიის ჩატარება; გამოვიყენეთ სხვადასხვა სახის აქტივობები.
Facebook-კამპანიის მეშვეობით გავავრცელეთ ჩვენი მუშაობის მთავარი მიმართულება - „არჩევნები არის დემოკრატიული პროცესის მთავარი მომენტი, როდესაც მოქალაქეა ხელისუფლება და მთელი ძალა მის ნებაშია.“
ვაკვირდებოდით კომენტარებს, შეკითხვებზე ვპასუხობდით და ა.შ.
მოვამზადეთ ფლაერები, შემდეგი მოწოდებებით:
„არჩევანი პასუხისმგებლობაა,“
„არჩევნებზე წასვლით ჩვენ ვქმნით ჩვენს ბედს.“
„ბიულეტინი უფრო ძლიერია, ვიდრე ტყვია“
„ერთი ხმა ყველაფერს ცვლის“...
ფორმატის ქაღალდზე გავაკეთეთ შემდეგი სახის წარწერა:
„არჩევნებზე წასვლით ჩვენ ვქმნით ჩვენს მომავალს.“
„წადი არჩევნებზე, რადგან შენი ხმა-ჩვენი მომავალია.“
აღნიშნულ ფორმატის ქაღალდებს ვაკრავდით სხვადასხვა თვალსაჩინო ადგილზე.
ხალხმრავალ ადგილებზე ხმის გამაძლიერებლის გამოყენებით მივმართავდით მოსახლეობას. მოვუწოდებდით, რომ წასულიყვნენ არჩევნებზე მომავალი თაობის საკეთილდღეოდ.
ჩვენი სოფლის, მუხურის გარდა ვიყავით სოფელ ზუმში, სოფელ ლესიჭინეში, სოფელ თაიაში, სოფელ ხაბუმეში, ჩხოროწყუს რაიონის ცენტრში;
კამპანიის მსვლელობაში ჩავრთეთ დაახლოებით 500-მდე ამომრჩეველი. ძირითადად გავდიოდით მოსახლეობაში, ვხვდებოდით პირისპირ; ვსტუმრობდით ოჯახებს, ვიყენებდით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მშენებლობებს, დაწესებულებებს (აფთიაქი, ამბოლატორიული ცენტრი, თხილის ქარხანა, საბავშო ბაღები, სკოლები).
მოსახლეობას ძირითადად ვუსვამდით შემდეგი სახის შეკითხვებს: 1) გეგმავთ თუ არა არჩევნებზე წასვლას? 2)რისთვის გვჭირდება არჩევნები? 3)თვლით თუ არა, რომ არჩევნები შეცვლის თქვენს ცხოვრებას (ქვეყნის მომავალს)? 4) თუ არ მიდიხართ, შეგიძლიათ თუ არა ახალგაზრდების მომავლის საკეთილდღეოდ შეცვალოთ თქვენი გადაწყვეტილება? 5)დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ თქვენი ხმა გადამწყვეტი იქნება? ...
შევხვდით სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს: ხელოსნებს, მეფუტკრეებს, მაღაზიის გამყიდველებს, პედაგოგებს, მშენებლებს, მძღოლებს და ა.შ.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მთაში მწყემსთან სტუმრობა; ბარში იშვიათად ჩამოდის, მაგრამ ჩვენი თხოვნის შემდეგ მისგან დადებითი პასუხი მივიღეთ.
ასევე გამოვიყენეთ სკოლაში მშობელთა კრება. რამდენიმე წუთიანი მიმართვით ვთხოვეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მათი შვილების საუკეთესო მომავალს შეუწყობდა ხელს.
ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ცეკვის წრის დახმარებით მოვაწყვეთ ფლეშმობი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ცენტრში. შიგადაშიგ მოვუწოდებდით მაყურებელს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ვსკანდირებდით „შენი ხმა ჩვენი მომავალია“.
აქცის ბოლო დღეს სოფლის ცენტრში ახალგაზრდებმა მხარდაჭერა გამოხატეს ფრანების გაშვებით, ამ დროსაც ვსკანდირებდით და ხალხს კიდევ ერთხელ ვეუბნებოდით,რომ მათი ხმა ჩვენი მომავალია.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გაგებით ეკიდებოდა ჩვენს კამპანიას; გვიზიარებდნენ თავიანთ შეხედულებებს; მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ არჩევნებზე წასვლით ქვეყნისთვის უახლოეს 4 წელიწადს აძლევდნენ შანსს.
იყო შემთხვევები, როცა უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ არჩევნების მიმართ; ვცდილობდით შესაძლებლობის ფარგლებში აგვეხსნა, რომ არჩევნები არ არის რევანში, ან შურისძიება, პირიქით ის ემსახურება ადამიანთა კეთილდღეობას.
მოსახლეობის ნაწილი თავდაპირველად გვაიგივებდა რომელიმე პარტიასთან; მაშინ ჩვენ განვუმარტავდით , რომ არ ვეკუთვნოდით არცერთ პარტიას, ჯგუფს, უბრალოდ ვზრუნავდით ჩვენი მომავლისთვის;
იყვნენ ისეთი პიროვნებებიც, რომლებიც ბავშვების (ანუ ჩვენი) ხათრით მიდიოდოდა არჩევნებზე;
ზოგიერთი დუმილის არჩევდა, ან ბუნდოვან პასუხებს გვაძლევდა;
გადასაღები კამერის ან ტელეფონის დანახვის შემდეგ, ნაწილი პიროვნებისა, რომლებიც უარყოფითად იყვნენ განწყობილი არჩევნებზე, დადებით პასუხს იძლეოდნენ...
იყვნენ ისეთი კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებმაც არ იკადრეს მოსწავლეებთან საუბარი და მათი თქმით „სათამაშო ვიდეოში“ მონაწილეობა.
ჩავატარეთ „ექსპერიმენტი“; განმეორებით ვესტუმრეთ რამდენიმე რესპოდენტს; ჩვენდა სასიხარულოდ, პირველი შეხვედრისას თუ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნიდნენ არჩევნების მიმართ, ამჟამად დადებითად იყვნენ განწყობილი.
აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ 21 სექტემბერს, 13:00ზე, გრაფიკით დაგეგმილი ღონისძიება ფაქტობრივად ჩაგვეშალა, უამინდობის გამო...თუმცა რამდენიმე საათში გამოვასწორეთ...
უნდა ვთქვათ, რომ პროექტის განხორციელებას პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ჩვენს ხელმძღვანელთან ერთად;
მხარდაჭერას ვგრძნობდით სკოლის დირექციისაგან, მეგობრებისა და უბრალო ადამიანებისგანაც კი;
და ბოლოს, მისასალმებელია მსგავსი პროექტები, რადგან არასრულწოვნების ჩართვა საზოგადოებრივ, ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია... რაც მთავარია,ამ პროქტით მეტ-ნაკლებად მივაღწიეთ ჩვენს მიზანს,ჩვენმა კამპანიამ ზემოთხსენებულ ლოკაციებზე მეტწილად გაამართლა...
პოსტში იხილავთ პირველი და მეორე ტურის საკონკურსო ვიდეოებს და ასევე, პროექტზე მუშაობის დროს გადაღებულ სურათებს.
I ტური
II ტური